საკითხები: ერთიანი და ათიანი ინტერვალებით დათვლა; ერთთეთრიანების გადახურდავება ათთეთრიანებად; რიცხვების შედარება
მასალები: ერთთეთრიანები; ათთეთრიანები; კამათელი; თამაშის ცხრილი;
სადისკუსიო კითხვები
რატომ არის კარგი თამაში
ეს თამაში მოსწავლეებს ეხმარება, ივარჯიშონ ფულის დახურდავებაში და თან შინარსობრივად აღიქვან ერთეული და ათეული.
დაწყება
რამდენი ერთთეთრიანია საჭირო ათთეთრიანის მისაღებად?
რომელი ორი გზით შეიძლება 11 თეთრის მიღება? (ათთეთრიანი და ერთთეთრიანი, ან 11 ერთთეთრიანი)
დაუკავშირეთ ერთთეთრიანები და ათთეთრიანები ერთეულების და ათეულების თანრიგებს.
როგორ ვითამაშოთ
1. თითოეულ მოსწავლეს ეძლევა თამაშის ცხრილი.
2. პირველი მოთამაშე აგორებს კამათელს და რა რიცხვიც დაჯდება, იღებს მისი შესაბამისი რაოდენობის ერთთეთრიანებს, რომელთაც შემდეგ თავისი ერთთეთრიანების ცხრილის უჯრებში სათითაოდ ალაგებს. მაგალითად, თუ კამათელი ხუთიანზე დაჯდა, ის უჯრებში ხუთ ცალ ერთთეთრიანს აწყობს.
3. მეორე მოთამაშეც აგორებს კამათელს და ერთთეთრიანებს თავისი შესაბამისი ცხრილის უჯრებში აწყობს.
4. პირველი მოთამაშე კვლავ აგორებს კამათელს, თუ მოთამაშის ერთთეთრიანი მონეტების რაოდენობა 10-ს გადააჭარბებს, ათთეთრიანად უნდა გადაახურდავოს და დადოს იგი ათთეთრიანების ცხრილის უჯრაში. მაგალითად, თუ პირველ მოთამაშეს 5 ერთთეთრიანი ჰქონდა და კამათელი ექვსიანზე დაჯდება, 10 ცალი ერთთეთრიანი 1 ცალ ათთეთრიანად უნდა გადაახურდავოს და ერთი ცალი ერთთეთრიანი დაიტოვოს, სულ 11 თეთრი რომ გამოუვიდეს.
სამუშაო
1. მოთამაშეებმა მუდმივად უნდა ამოწმონ, რა თანხა აქვთ თავიანთ ცხრილებში. მათ უნდა შეძლონ ერთების და ათების სწრაფად დათვლა, რათა შეამოწმონ, ვის უფრო მეტი ფული აქვს.
2. მოთამაშეები კამათელს მორიგეობით აგორებენ დროის ამოწურვამდე, ან სანამ რომელიმე მათგანს 60 თეთრი არ დაუგროვდება. ცხადია, უფრო მაღალი (დაბალი) სამიზნე რაოდენობის არჩევაც შეუძლიათ. თამაშის ბოლოს, სრულ რაოდენობას შესაბამის გრაფაში წერენ და ერთმანეთს ადარებენ. გასათვალისწინებელია, რომ ერთთეთრიანები და ათთეთრიანები უნდა შეუსაბამოთ ერთეულებს და ათეულებს, თანაც, რაც შეიძლება ხშირად.
დიფერენცირება
1. მოსწავლეებს დაევალოთ გამოიცნონ, რამდენი მონეტა დასჭირდებათ უფრო დიდი რიცხვის მისაღებად. მაგალითად, თუ აქვთ 14 თეთრი, რამდენის დამატება დასჭირდებათ 30 თეთრის მისაღებად?
2. მოსწავლეებს დაევალოთ, გამოიცნონ, სულ მცირე რამდენჯერ უნდა გააგორონ კამათელი, რომ შეავსონ ერთეთრიანების ცხრილი.
3. მოსწავლეებს დაევალოთ, 5 წუთში შეავსონ ათთეთრიანების ცხრილი
შეჯამება
ჰკითხეთ მოსწავლეებს რამდენი ერთეთრიანი სჭრდებათ 20 თეთრიანის მისაღებად?
რამდენი 10 თეთრიანი სჭირდებათ? რამდენი 5 თეთრიანი?