საკითხები: წილადები
მასალები: კვადრატული ფილები; უჯრებიანი ფურცლები
როგორ შეგიძლია ააწყო ეს რაოდენობები?
რატომ არის კარგი აქტივობა
კვადრატული ფილები არის წილადების გააზრებებისა და განმტკიცების საშუალება, რომელიც ფიგურების აწყობის გამოწვევებითაა დახუნძლული.
დაწყება
სთხოვე მოსწავლეებს ფილებით წარმოადგინონ ¼. შეახსენე, რომ ისინი თავად ირჩევენ, თუ რა არის 1-ის ტოლი.
ყველაზე ხშირი შედეგია, როცა მოსწავლეები 4 ფილას არქმევენ 1-ს, ხოლო შემდეგ იღებენ 1 ცალ ფილას, რომელიც ¼ გამოდის. (კიდევ უამრავი ვერსია არსებობს).
როდესაც ამას შეძლებენ, სთხოვე ააწყონ 3 მთელი და სამი მეოთხედი. შეუძლიათ სხვა რამეს დაარქვან 1 თუ სურთ. როდესაც ექნებათ ამოხსნა, სთხოვე, რომ პასუხები ჩაიხატონ უჯრებიან ფურცელზე. შეგიძლია რამდენიმე პასუხი კლასთან ერთად განიხილო. მაგალითად:
სამუშაო
ნაწილი 1.
თუ მოსწავლეები მზად არიან, სთხოვე, რომ ააწყონ შემდეგი რიცხვები და ჩაიწერონ ისინი უჯრებიან ფურცელზე. თითოეულ პასუხს თან უნდა ახლდეს ახსნა, თუ რა უდრის 1-ს. (სხვადასხვა ჩელენჯზე სხვადასხვა რამეს შეუძლიათ დაარქვან 1).
- 4 1/4
- 5 1/2
- 2 2/3
- 3 3/4
- 11/4
ნაწილი 2.
განიხილეთ რამდენიმე მოსწავლის ამოხსნა იმისთვის, რომ ყველა ერთ ტალღაზე იყოთ. ყოველი ფიგურის განხილვისას, ხაზი გაუსვი, თუ რა არის ამ შემთხვევაში „1“.
უთხარი მოსწავლეებს, რომ ააწყონ ნებისმიერი სასურველი ფიგურა 1 წუთში, იმ შეზღუდვით, რომ წითელი უნდა იყოს ნახევარზე ნაკლები. როდესაც წუთი დასრულდება, სთხოვე იპოვონ წილადი, რომელიც აღნიშნავს მათ ფიგურაში წითლის ნაწილს, ყვითლის, მწვანისა და ლურჯის. რა არის ამ შემთხვევაში „1“? (მთლიანი ფიგურა). მაგალითად, თუ მთლიანი ფიგურა უდრის 1-ს და შედგება 17 ფილისგან, თითოეული ნაწილი არის 1/17. თუ ამ ფიგურიდან 5 არის წითელი, ესე იგი წითელია 5/17. ჩვენ უკვე ვიცით, რომ 5/17 ნაკლებია ნახევარზე, ვინაიდან 5 არის 17-ს ნახევარზე ნაკლები). უთხარი მოსწავლეებს, რომ კიდევ გააკეთებენ მსგავს გამოწვევას და სირთულეს თავად აირჩევენ. არის მარტივი, საშუალო და „რთული“ გამოწვევები, რომელსაც აირჩევენ, იმ გამოწვევებისთვის უნდა ააგონ ფიგურები და დაამტკიცონ თითოეული დებულების შემთხვევა. სამუშაო ფურცლები ქვემოთაა მოცემული.
სააზროვნო კითხვები
- რთულია, რომ პირდაპირ სწორად ააწყო რაიმე. მოდი ავაწყოთ რამე და ვნახოთ რა შეგვეშლება, იქნებ გავასწოროთ.
- ამ ფიგურის რა ნაწილია ყვითელი?
- რა რიცხვი აღწერს ამ ფიგურას? საიდან იცი?
- რა არის „1“ ამ სიტუაციაში?
- ფიგურის რა ნაწილია წითელი ან მწვანე?
შეჯამება
აიღე მოსწავლის ნამუშევარი და აჩვენე ყველას. განიხილეთ მთელს კლასში და მოუწოდე, რომ გამოიტანონ დასკვნები, საიდან იციან, რომ თითოეული ფიგურა აკმაყოფილებს პირობას?
რჩევები
- მოსწავლეებმა შეიძლება ითხოვონ წყვილებში, ან ინდივიდუალურად მუშაობა. დიდი ჯგუფები არ არის რეკომენდირებული.
- დარწმუნდი, რომ მოსწავლეები იყენებენ უჯრებიან ფურცელს წილადების იდენტიფიცირებისთვის და ფიგურებისთვის, რომელსაც აგებენ. მიანიშნე, რომ შეუძლიათ ლაითად გააფერადონ უჯრები და არა მთლიანად.
- თუ მოსწავლემ დაამთავრა „რთული “ ჩელენჯები, შექმნან საკუთარი.
- ეს გაკვეთილი შეიძლება ჩაიშალოს ნაწილებად სხვადასხვა დღეზე.