მინი გაკვეთილი – ერთეულების ჯოხები და ფართობის მოდელი

ჩვენ უკვე გავარკვიეთ ერთეულების ჯოხების მნიშვნელობები (პირველ რიგში ის, რომ სტაფილოსფერი ჯოხი = 10). ვნახოთ, როგორ შეგვიძლია მათი გამოყენება გამრავლებისთვის. 

 

დავუშვათ, გვინდა დავთვალოთ 3 x 13. სავარაუდოდ, პასუხი ზეპირად არ გვეცოდინება, თუმცა შეგვიძლია დავიხმაროთ სტაფილოსფერი და ღია მწვანე ჯოხები (13 = სტაფილოსფერი + ღია მწვანე).

ფართობის მოდელი

და თუ გვინდა, რომ დავთვალოთ 3 x 13, დაგვჭირდება 3 ცალი ასეთი. 

ერთეულების ჯოხები

რამდენი გამოდის? 

3 ათეულს უნდა მივუმატოთ 3 სამეული, ან 30 + 9 = 39. 

ასე რომ, 3 x 13 = 39 და ამის გამოთვლა ძალიან მარტივად შევძელით!

 

მოდი კიდევ ვცადოთ. რა მოხდებოდა, თუ მოგვინდებოდა დაგვეთვალა 5 x 16? მოდი ისევ იგივე მეთოდს მივმართოთ. ავაგებ 16-ს. 

გამრავლება

დაგვჭირდება 5 ცალი ასეთი. 

ერთეულების ჯოხები და ფართობის მოდელი

5 x 10 = 50, მიმატებული 5 x 6 = 30. შევკრიბოთ და გამოგვივა 80. ასე გამოვთვალეთ, რომ 5 x 16 = 80. 

 

ახლა, ერთ მაგალითს მოგცემთ და დამოუკიდებლად სცადეთ გამოთვლა. შეგიძლიათ დახატოთ, თუ თქვენთვის ასე უფრო მარტივი იქნება. 

 

რამდენია 3 x 14?

(მიეცი საშუალება მოსწავლეებს, რომ გამოიყენონ ერთეულების ჯოხები და თავად ააგონ ფართობის მოდელი)

 

მოკლედ, გვექნება 3 ათეული და 3 ოთხეული, 30 + 12 = 42. ანუ 3 x 14 = 42.

თუ სურვილი გექნებათ, რომ გააკეთოთ შესაბამისი ჩანახატი, იცოდეთ, რომ მას ფართობის მოდელი ეწოდება, რადგან, ამ დროს ჩვენ რეალურად ვარკვევთ მართკუთხედის ფართობს. 

 

თუ მოგვინდება, რომ დავთვალოთ 4 x 13 წერტილი, იმის მაგივრად, რომ დავთვალოთ 4 ცამეტეული, ან 13 ოთხეული, შეგვიძლია დავშალოთ ათეულების ჯგუფებად. 

 

მარცხნივ მივიღებთ 4 x 10 = 40 (ანუ, 10, 20, 30, 40), მარჯვნივ კი 4 x 3 = 12. 

ანუ მთლიანობაში 40 + 12 = 52 წერტილი. 

 

ამ მეთოდის ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ არაეფექტური იქნება, თუ გადავწყვეტთ, დავხატოთ წერტილები სათითაოდ. უფრო სწრაფი გზაა საჭირო. ამიტომ, რა მოხდება, თუ წერტილების დახატვის მაგივრად, მართკუთხედს დავხატავთ? 

შეგვეძლება, რომ თითოეულ გვერდზე მივუწეროთ შესაბამისი წერტილების რაოდენობა. 

გამოვა მართკუთხედი, რომლის სიგრძეა 4, სიგანე კი 13. 

გამრავლება ფართობის მოდელით

ახლაც შეგვიძლია დავაჯგუფოდ 10-ეულებად და ერთეულებად, რაც დამატებით სარგებელს მოგვიტანს, შეგვიძლია თითოეულ მართკუთხედში ჩავწეროთ მათი ფართობი. 

გამრავლება ერთეულების ჯოხებით

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ არაა აუცილებელი ნახაზები სრულყოფილი იყოს. შესაძლოა 3 ჩემს ნახატზე უფრო გრძელი იყოს, ვიდრე 4. ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ხაზვისას სიზუსტე არ დავიცავი, თუმცა გამოთვლისას ეს არანაირ პრობლემას არ შექმნის. 

 

სცადე ქვემოთ მოცემული მაგალითების დამოუკიდებლად ამოხსნა. დახატე ასეთივე ტიპის ნახატები და დაიხმარე გამოთვლისას. 

  1. 4 x 14 
  2. 3 x 16 
  3. 6 x 17 

საჭიროების მიხედვით, განიხილე 1-2 მაგალითი. მას შემდეგ, რაც მოსწავლეებს ექნებათ საკმარისი პრაქტიკა, ისინი უკვე მზად იქნებიან შემდეგი სამუშაო ფურცლების შესასრულებლად. 

Twitter
Email
Facebook
Reddit
LinkedIn
Scroll to Top