მეკობრეების განძი

ისტორია

როდესაც კუნძულს მიაღწიეს, მეკობრეები: ბეჯერი, ქეჯერი, დეჯერი და მოგი – წყურვილისგან კვდებოდნენ. უკვე რამდენიმე დღე იყო გასული, რაც წყალი არ ჰქონდათ დალეული. მაგრამ, სწორედ ამ კუნძულზე შეძლებდნენ ისინი ჯონ სილვერის დამარხული ზღაპრული განძის პოვნას. 

 

მეკობრეები რუკას გაყვნენ და მიადგნენ ერთ ადგილს, ამოთხარეს და იპოვეს განძის ძველი სკივრი. როდესაც გახსნეს, ისეთი რამეები აღმოაჩინეს, რომ თვალებს ვერ უჯერებდნენ – ოქრო, ვერცხლი, ძვირფასი ქვები და სხვა საგანძური ბრწყინავდა შუადღის მზის შუქზე.

 

პირველად მათ ოქრო დათვალეს, 28 მონეტა გამოვიდა და ოთხივემ თანაბრად გაინაწილა. შემდეგ დათვალეს ვერცხლი, 76 გამოვიდა და ისიც თანაბრად გაიყო ოთხივე მეკობრემ. 

 

უეცრად, ქეჯერმა ზემოთ აიხედა და დაიყვირა: “რა მოუვიდა ბეჯერს?” ბეჯერი იქ არ იყო. მეკობრეებმა თავი ძალიან უსიამოვნოდ იგრძნეს, თუმცა არცერთს არ უნდოდა ნაპოვნი საგანძურის მიტოვება, ამიტომ გააგრძელეს თვლა და გადაწყვიტეს განძი 3 ნაწილად გაეყოთ. 

 

დათვალეს ზურმუხტი, 42 ცალი გამოვიდა და 3-ად გაინაწილეს. 

 

შემდეგ დათვალეს ყუთები, რომლებშიც ბრილიანტები იდო. 3 ასეთი ყუთი იყო,  თითოეულში კი – 9 ცალი ბრილიანტი. ამის თანაბრად გაყოფაც თავისუფლად შეძლეს. 

 

ახლა დეჯერმა აიხედა და დაიყვირა: “რა მოუვიდა ქეჯერს?” აღარც ქეჯერი იყო იქ. დარჩენილ მეკობრეებს არც ახლა უნდოდათ განძის დატოვება, ამიტომ გააგრძელეს თვლა და ახლა უკვე 2 ნაწილად იყოფდნენ.

 

ახლა ოპალების თვლაზე გადავიდნენ. სულ 23 ჩანთა იყო, თითოეულში კი 4 ოპალი იდო. მეკობრეებმა ორად გაინაწილეს. 

 

შემდეგ დუბლონების (გიგანტური ოქროს მონეტები) თვლაზე გადავიდნენ. 7 ჩანთა ნახეს, თითოეული 26 დუბლონით. ისიც ორად გაინაწილეს. 

ახლა მოგმა აიხედა ზემოთ და შენიშნა, რომ დეჯერი იქ არ იყო. მეკობრეებიდან მხოლოდ მოგი იყო იქ დარჩენილი, ამიტომ მიატოვა განძი და წავიდა დანარჩენების საძებნელად.

 

ცოტახნის შემდეგ თავის მეგობრებს მდინარესთან წააწყდა. ისინი შუადღის მზეზე მდინარის გვერდით იყვნენ წამოწოლილები. მოგმა იმ დროს გაიაზრა თურმე რამდენად სწყუროდა. 

გაიქცა მდინარესთან და სვამდა და სვამდა წყალს. 

 

ბეჯერმა დანარჩენ მეკობრეებს შეხედა და თქვა: “მდინარეა ნამდვილი განძი.”

შეკითხვები

  1. რამდენი ოქრო მიიღო თითოეულმა მეკობრემ? 
  2. რამდენი ვერცხლი  მიიღო თითოეულმა მეკობრემ? 
  3. რამდენი ზურმუხტი მიიღო თითოეულმა მეკობრემ? 
  4. რამდენი ბრილიანტი  მიიღო თითოეულმა მეკობრემ? 
  5. რამდენი ოპალი მიიღო თითოეულმა მეკობრემ? 
  6. რამდენი დუბლონი  მიიღო თითოეულმა მეკობრემ? 
  7. თუკი ერთი ოქროს მონეტა 2 ვერცხლის მონეტის ტოლია. რამდენია მოგის ოქროსა და ვერცხლის ღირებულება ერთად? 

სამუშაო ფურცლის სანახავად გადმოწერე აქტივობა

Twitter
Email
Facebook
Reddit
LinkedIn
Scroll to Top