გაფუჭებული კალკულატორის გამოწვევები

საკითხები: მიმატება; გამოკლება; თვლა; გამრავლება; ლოგიკა

მასალები: რვეულები და კალმები; სამუშაო ფურცლები (არჩევითი)

 

კალკულატორებს რაღაც დაემართათ. შეუძლიათ მოსწავლეებს სამიზნე რიცხვის მიღება გაფუჭებული ღილაკების მიუხედავად?

რატომ არის კარგი თამაში

პირობა ადვილია, თუმცა გაფუჭებული კალკულატორები ბავშვებს მარტივად ითრევს ღრმა და საინტერესო მათემატიკურ ფიქრებში. ასევე კარგი სავარჯიშოა მიმატების გამრავლებასთან დასაკავშირებლადაც. ეს სტრუქტურა ასევე მარტივია დასანერგად და დიფერენცირებისთვის. კარგი სამუშაოა ჯგუფებისა და საკლასო დისკუსიითვისაც.

 

რეკომენდებულია “ჯგუფური შეჯიბრის” მოდელის გამოყენება ამ პრობლემებისთვის, ანუ ყველა მოსწავლე ერთი გუნდის ნაწილია, რომელიც ეჯიბრება სხვა ჯგუფს. სხვა ფორმატებიც შესაძლებელია.

დაწყება

ჩვენ უკვე გვიმუშავია გაფუჭებულ კალკულატორებთან! თუმცა ამჯერად იმის ნაცვლად, რომ რამდენიმე ღილაკი იყოს გაფუჭებული (როგორც ეს გამხსნელ გაფუჭებულ კალკულატორშია) აქ მხოლოდ რამდენიმე ღილაკი მუშაობს!

 

პირველ კალკულატორს აქვს მხოლოდ +3 და +7 ღილაკები, რომლებიც უმატებენ შესაბამისად 3-ს და 7-ს და მხოლოდ ამ ღილაკებით უნდა მივიღოთ 10 (+3 და +7 ან პირიქით) ან 14 (+7 ორჯერ).

სამუშაო

როდესაც მოსწავლეები გაიგებენ ახალი კალკულატორის პრინციპს, დაყავი ჯგუფებად და თითოეულ რაუნდში დასვი შეკითხვა. როდესაც გავა მოფიქრების დრო (მაგ. 3 – 5 წუთი), აარჩიე ჯგუფები შემთხვევითობის პრინციპით და მიეცი 2 ქულა, თუ მათ მიღებული აქვთ ისეთი სამიზნე რიცხვი, რომელიც ჯერ არავის მიუღია; მიეცი 1 ქულა, თუ ახალ გზას იპოვნიან უკვე ამოხსნილი სამიზნე რიცხვისთვის.

 

შენიშვნა: შენ შეგიძლია სპეციალურად აარჩიო გუნდები, რომ სიტუაცია დააბალანსო. ასევე შეგიძლია ქულების გარეშე ითამაშო. თავად გამოწვევაც მოტივაციას მისცემს მოსწავლეებს.

სააზროვნო შეკითხვები

  • თუ არ შეგიძლია ზუსტად სამიზნე რიცხვის მიღება, რამდენად ახლოს შეგიძლია მისვლა?
  • რა მოხდება, თუ უბრალოდ +3-ს მიაჭერ ბევრჯერ? რამდენად ახლოს მიხვალ?
  • რამდენჯერ უნდა მიაჭირო ამ +3 ღილაკს? უფრო სწრაფი გზა ხომ არ არსებობს ამის გაგების?
  • ცოტა მეტი დრო გაქვს. შეგიძლია სხვა გზა იპოვო ამ რიცხვის მიღებისთვის?

სამუშაო ფურცლის სანახავად გადმოწერე აქტივობა

Twitter
Email
Facebook
Reddit
LinkedIn
Scroll to Top