საკითხები: მიმატება; გამოკლება; გამრავლება; გაყოფა; ლოგიკა
მასალები: რვეული და კალამი
რამდენნაირად შეგიძლია მიაღწიო სამიზნე რიცხვს გაფუჭებული კალკულატორით?
რატომ არის კარგი თამაში
ეს გახურება არის სამიზნე რიცხვის მარტივი და დინამიური გაგრძელება დამატებითი ამოცანით, რომელიც შედეგად გვაძლევს უფრო საინტერესო პრობლემას.
დაწყება
დაფაზე წერ რიცხვს. მოსწავლეებს ეუბნები, რომ მათ შეუძლიათ ეს რიცხვი ისე მიიღონ, როგორც გაუხარდებათ. თუმცა ჩვენს წარმოსახვით კალკულატორს ზოგი ღილაკი არ უმუშავებს. რამდენი გზა შეუძლიათ მოიფიქრონ, რომ კალკულატორს სამიზნე რიცხვი მიაღებინონ? მიეცი მოსწავლეებს 1-2 წუთი რვეულში სამუშაოდ და შემდეგ მთელ კლასთან განიხილეთ პასუხები.
მაგალითი
სამიზნე რიცხვია 21. გაფუჭებული ღილაკებია 0, 1 და 2. რაც ნიშნავს, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ 21-ს მისაღებად გამოიყენონ მხოლოდ 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, +, -, x, ÷ როგორ იზამენ ამას?
რამდენიმე ამოხსნა.
(9 – 6) × 7 = 21 98 – 77 = 21 33 – 7 – 5 = 21
მაგალითად 16 + 5 = 21 არასწორი ამოხსნაა, ვინაიდან გამოიყენეს 1, 16-ს დაწერისას.
შეგიძლია შენითაც მოიგონო მაგალითები, ან თუნდაც გააგორო კამათელი სამიზნე რიცხვებისა და შეზღუდვებისთვის.
რჩევები
- ძალიან არ გაწელო. 5-10 წუთი სრულად საკმარისია გასახსნელად.
- გამრავლების და გაყოფის სავარჯიშოდ, „გააფუჭე“ მიმატების და გამოკლების ღილაკები.
- მოერიდე არასწორ ჩანაწერებს. მაგ: 5 × 6 = 30 – 5 = 25. ჯობია სწორ ჩაწერას მიაჩვიო თავიდანვე (5 × 6) – 5 = 25 ან 5 × 6 = 30 30 – 5 = 25.