საკითხები: თვლა; 10-ეულები; ერთეულები; სტრატეგია
მასალები: კამათელი (შეიძლება თამაში Mathigon-ზეც); სამუშაო ფურცელი, ან თვითონ გააკეთონ ცხრილი
რატომ არის კარგი თამაში
ამ სახალისო თამაშის საშუალებით ბავშვები ვარჯიშობენ 100-ის ფარგლებში თვლასა და ერთეულებისა და ათეულების თანრიგებში. ამასთან ერთად, სჭირდებათ გარკვეული სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისად, მეტი დაფიქრება.
როგორ ვითამაშოთ
კამათელს ვაგორებთ 7-ჯერ. თითოეული გაგორების შემდეგ, შესაბამის რიცხვს ვწერთ სამუშაო ფურცელზე 10-ეულების, ან ერთეულების გრაფაში (ამას ვირჩევთ ჩვენით)
7 გაგორების შემდეგ ვკრებთ რიცხვებს.
- თუ ჯამი ნაკლებია 100-ზე, რა ქულაც არის, ის გვეწერება.
- თუ 100-ზე მეტია, მაშინ მთლიანად ნულდება ქულა.
- ზუსტად 100 არის ყველაზე კარგი ვარიანტი.
თამაშის მიზანია მაქსიმალურად მივუახლოვდეთ 100-ს, ოღონდ არ გადავაცილოთ.
შეგვიძლია ერთხელ ვითამაშოთ ბავშვებთან ერთად, შემდეგ კი 2-ჯერ ითამაშონ დამოუკიდებლად.
მაგალითი
გამოწვევა: ვასახელებთ რიცხვებს, მაგალითად: 6, 5, 4, 3, 2, 2, 6.
და ვეუბნებით, რომ ეს რიცხვები ათეულების და ერთეულების გრაფებში უნდა გადაანაწილონ ისე, რომ მათი ჯამი იყოს ზუსტად 100.