ფლაზლები 2

მასალები: ფანქარი და ფურცლები (უფრო პატარებისთვის მთვლელები)

 

ეს აქტივობა არის ფლაზლები 1-ის გაგრძელება.

დაწყება

მექანიზმი იგივეა, რაც ფლაზლები 1-ში იყო, თუმცა გაზრდილია უჯრების რაოდენობა.

მოსწავლეებს აარჩევინე 4  რიცხვი და თითოეული მათგანი ჩაწერე უჯრაში. 

მაგალითად, გაქვს 8, 11, 5 და 14, თითოეულ მათგანს ჩაწერ უჯრაში და მათ გასწვრივ, ისრის გვერდით დაწერ შესაბამისი რიცხვების ჯამს. 

ფლაზლები

 

შემდეგ წაშალე რიცხვები უჯრებიდან და დატოვე მხოლოდ ჯამები. 

ფაზლები

 

შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში: რამდენი სხვადასხვა ვარიანტი შეუძლიათ მოსწავლეებს იპოვონ, ისე, რომ ყველა შემთხვევაში სწორი პასუხი გამოვიდეს?

 

ისევე, როგორც მანამდე, მოსწავლეებმა უნდა საცადონ თავიანთი ფლაზლების შექმნა. თუმცა ერთი შეზღუდვაა: თუ ისრების გასწვრივ ნებისმიერ 4 რიცხვს დაწერ, ფლაზლის ამოხსნა შეუძლებელი იქნება. 

მაგალითად, ქვემოთმოცემული ფლაზლს ვერ ამოხსნით.

(შეგიძლია სცადო გარჩევა მოსწავლეებთან ერთად. რა არ გამოდის? სად არის პრობლემა?)

ფლაზლი

 

თუ ბავშვებს ექნებათ სურვილი, რომ თავადაც შექმნან ფლაზლები, მათ აუცილებლად უნდა სცადონ, თუმცა უნდა დარწმუნდნენ, რომ მათი ფლაზლების ამოხსნა შესაძლებელია. 

მოსწავლეებს შეუძლიათ ნახონ და სცადონ შემდეგ გვერდზე არსებული ფლაზლების ამოხსნა. ყველა მათგანის ამოხსნა შესაძლებელია. რატომ ხდება ასე, მაშინ როცა ძალიან ბევრი სხვა ვარიანტი არ გამოდის?

სააზროვნო კითხვები

  • ამ უჯრაში რა რიცხვის ჩაწერა სცადე?
  • როგორ ფიქრობ, ამ ფლაზლის კიდევ სხვა გზით ამოხსნა შესაძლებელია?
  • რამდენი გზით შეიძლება რომ ამოიხსნას?
  • რატომ გგონია, რომ ეს ფლაზლი არ ამოიხსნება? სადაა პრობლემა?

შეჯამება

განიხილე ბავშვებთან ერთად თეორიები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ხდება ისე, რომ ზოგი ფლაზლი იხსნება და ზოგი არა. შეგიძლია ასევე განიხილო რომელიმე ფლაზლის ამოხსნის რამდენი განსხვავებული გზა არსებობს. 

ხშირად, ბევრი სხვადასხვა ვარიანტი არსებობს ხოლმე. როგორ უკავშირდებიან ისინი ერთმანეთს?

არ არის აუცილებელი, რომ ამ შეკითხვებს საბოლოო პასუხები გაეცეს, ეს ისეთი საკითხებია, რომლებზეც შეიძლება ბევრი იფიქრო.

ხოლო სანამ მოსწავლეები ჩართულები არიან, ისინი გაივარჯიშებენ იმ  უნარებს, რომლებიც ამგვარი თავსატეხების ამოხსნისთვისაა საჭირო.

რჩევები

  • წაახალისე ერთი და იმავე ფლაზლის ამოხსნის სხვადასხვა გზის პოვნა. დააწყვილე მოსწავლეები, რომლებმაც სხვადასხვანაირად ამოხსნეს და მიეცი საშუალება, რომ განიხილონ განსხვავებები.
  • მოსწავლეებს შეუძლიათ უფრო მარტივად შექმნან თავიანთი ფლაზლები, თუ ჯერ უჯრებში ჩაწერენ 4 რიცხვს, შემდეგ დათვლიან მათ ჯამებს და შემდეგ წაშლიან რიცხვებს უჯრებიდან.

სამუშაო ფურცლების სანახავად გადმოწერე აქტივობა

Twitter
Email
Facebook
Reddit
LinkedIn
Scroll to Top