ფლაზლები 1

საკითხები: მიმატება; გამოკლება; კანონზომიერებები; ლოგიკა

მასალები: ფანქარი და ფურცელი (უფრო პატარებისთვის მთვლელები)

რატომ არის კარგი აქტივობა

ფლაზლები იწყება ძალიან მარტივად და ნელ-ნელა იქცევა უფრო კომპლექსურ თავსატეხებად, ასე რომ ყველას აქვს შესაძლებლობა დაიწყოს, მაგრამ ასევე ყველას შეხვდება გამოწვევები. მოსწავლეებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ თავადაც შექმნან ფლაზლები და ასევე ამოხსნან მასწავლებლის თავსატეხები, ეს ყველაფერი მათ ენთუზიაზმს კიდევ უფრო ზრდის.

დაწყება

სთხოვე მოსწავლეს, რომ დაგისახელოს ორი ერთნიშნა რიცხვი და თითოეული მათგანი ჩაწერე უჯრაში. (მოსწავლეებისთვის, რომლებსაც უფრო კონკრეტული მოდელი სჭირდებათ, გამოიყენე მთვლელები.)

ფლაზლები

 

დავუშვათ მათ თქვეს 6 და 3. ვწერთ ამ რიცხვს (ან მთვლელების რაოდენობას) უჯრებში და ისრის შემდგომ ვწერთ ამ რიცხვების ჯამს. 

 

ახლა იწყება სახალისო ნაწილი: წაშალე უჯრებიდან რიცხვები (ან აიღე მთვლელები), და სთხოვე მოსწავლეებს რომ იპოვონ ორი სხვა რიცხვი, რომელთა ჯამი ასევე არის 9.

 

აქ ბევრი სხვადასხვა პასუხი შეიძლება არსებობდეს. მოსწავლეებს შეუძლიათ გაუზიარონ თავიანთი ვარიანტები ერთმანეთს და იმსჯელონ იმ კანონზომიერებებზე, რომლებსაც პასუხებში შეამჩნევენ.

 

ახლა გააკეთე ფლაზლი სამი რიცხვით და ორი ჯამით.

შეგვიძლია მივხვდეთ რა რიცხვები უნდა ჩავწეროთ უჯრებში ისე, რომ ისრის შემდეგ დაწერილი რიცხვები მართლაც ამ რიცხვების ჯამი იყოს?

რამდენი განსხვავებული ვარიანტი შეგიძლია იპოვო?

ფაზლები


მინიშნება: რეალურად შეუძლებელია შექმნა ამ ტიპის ფლაზლი, რომელსაც ვერ ამოხსნი და პასუხის გაცემის ნებისმიერი მცდელობა აუცილებლად პროდუქტიული იქნება. 

აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ რამე მაინც გააკეთო, მაშინაც კი თუ წინასწარ ვერ ხვდები საბოლოოდ როგორ მიხვალ პასუხამდე.

იმუშავეთ ფანქრით.


მას შემდეგ, რაც მოსწავლეები ფლაზლის ამ ვარიაციებს ნახავენ, მიეცი მათ საშუალება, რომ გამოიყენონ დაფები, ან ცარიელი ფურცლები და შექმნან თავიანთი ვარიაციები. შეუძლიათ დაწყვილდნენ და ერთმანეთს გამოაცნობინონ. 


კომენტარი: მოსწავლეებმა შეიძლება შეცვალონ ფლაზლის ფორმა, დაამატონ უჯრები, ან ისრები და ა.შ. ეს არ იქნება პრობლემა, თუმცა თუ ფორმას ძალიან შეცვლიან, შესაძლოა მათი ამოხსნა შეუძლებელი გახდეს. 

ამის მოგვარება შემდეგნაირად შეგიძლია: 1) სთხოვე ბავშვებს, რომ სანამ სხვებს გაუზიარებენ თავიანთ ფლაზლს, ჯერ თავად ამოხსნან 2) მიეცი მეტი მინიშნება, თუკი ასეთ თავსატეხს შექმნიან.

სააზროვნო კითხვები

  • ამ უჯრაში სცადე რიცხვის ჩაწერა? რა რიცხვი შეგეძლო მოგესინჯა?
  • ახლა, როცა უკვე სცადე, მის ქვედა უჯრაში რა რიცხვი შეგიძლია ჩაწერო?
  • რატომ გგონია, რომ ამ ფლაზლის ამოხსნა არ გამოვა?
  • შენი ფლაზლი საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. ჯერ შენ თვითონ სცადე ამოხსნა, სანამ სხვებს გაუზიარებ.

შეჯამება

ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი, რაც ამ გაკვეთილებზე მინახავს იყო, როდესაც მოსწავლემ კლასელს მისცა ამოსახსნელად ეს ფლაზლი, რომელიც საკმაოდ რთულად გამოიყურებოდა. შეგიძლია იგივე აჩვენო შენს კლასსაც.

ფლაზლები 2

 

შესაძლებელია ჩავწეროთ სამი რიცხვი, რომელთა ჯამი 423 იქნება? მიეცი დრო, რომ იფიქრონ და განიხილონ და შემდეგ მიეცი მინიშნება ერთ-ერთი პასუხისთვის. 

თავსატეხები

 

თუ პირველ ურჯაში 400-ს ჩავწერთ, მაშინ კიდევ 23-ის დამატება იქნება საჭირო. ამ დროს შესაძლოა ბავშვებმა გაიაზრონ იდეა. ესაა “მარტივი” პასუხი:

ფლაზლი


რჩევები

  • ბავშვებს შესაძლოა გაუჩნდეთ სურვილი, რომ შექმნან ზედმეტად რთული ფლაზლები. წაახალისე ისინი, რომ სანამ გაართულებენ, უფრო მარტივი ვარიანტებით დაიწყონ, ისეთით, რომლის ამოხსნაც თავადაც ენდომებოდათ.
  • მოსწავლეებს, რომელთაც უჭირთ თვლა და მიმატება, შეგიძლია მისცე მთვლელები. ასევე პატარა რიცხვების გამოყენებაც დაგეხმარება.

სამუშაო ფურცლების სანახავად გადმოწერე აქტივობა

Twitter
Email
Facebook
Reddit
LinkedIn
Scroll to Top