შეავსე კიბე – წილადები

საკითხები: შედარება; გათვლა; რიცხვები

მასალები: სამუშაო ფურცელი (ფაილის ბოლოს); 2 ცალი ექვსგვერდიანი კამათელი 

თითო თამაშისთვის (სხვადასხვა ფერის)

 

რიცხვები უნდა გაიზარდოს უფრო მაღალ საფეხურზე ასვლისას. სად უნდა ჩავწეროთ თითოეული?

რატომ არის კარგი თამაში

ეს ჭკვიანური თამაში მოითხოვს თითოეული ორნიშნა რიცხვის დაფიქრებულ განლაგებას კიბეზე იქამდე, სანამ სხვა რიცხვებს გავიგებთ. ეს არის მრავალმხრივი და სახალისო თამაში.

დაწყება

პირველ ჯერზე შენც შეგიძლია ითამაშო სადგურზე ყველასთან ერთად. ყველას აქვს თავისი სამუშაო ფურცელი თითო თამაშისთვის. აარჩიე ერთი ფერის კამათელი, რომელიც იქნება მრიცხველი, ხოლო მეორე ფერის კამათელი, რომელიც იქნება მნიშვნელი. როცა გააგორებ ორივეს, მიიღებ რიცხვს 16-დან 61-მდე. ყოველი გაგორების შემდეგ, ყველა მოთამაშე ათავსებს მიღებულ რიცხვს ნებისმიერ ადგილას თავის კიბეზე. წესი კი მხოლოდ ერთია, უფრო მაღალი რიცხვი უნდა ჩაჯდეს უფრო ზედა საფეხურზე, ხოლო უფრო დაბალი რიცხვი, უფრო ქვედაზე. თუ მოთამაშეს არ შეუძლია დასვას რიცხვი კიბეზე, მაშინ უნდა ჩაწეროს ფურცლის ქვედა მხარეს, როგორც „ნაგავი“. ვინც პირველი შეავსებს კიბეს – ის მოიგებს.

 

როცა მორჩებით ერთად თამაშს, მოსწავლეებს შეუძლიათ ითამაშონ წყვილებში, ან 3 კაციან ჯგუფებში. ჯგუფში თამაშისას, უმჯობესია გააგორონ რიგრიგობით, თუმცა რიცხვები იყოს საერთო, რომ გავზარდოთ ჩართულობა. ასევე რეკომენდირებულია სადგურების პრინციპი, სადაც სადგურზე რჩებიან გამარჯვებულები, დანარჩენები კი მიდიან შემდეგზე.

სააზროვნო კითხვები

  • სად დადებ ამ წილადს? რატომ მაინც და მაინც მანდ?
  • რა რიცხვი გინდა რომ ამოვიდეს შემდეგ გაგორებაზე?
  • საიდან იცი, რომ ეს წილადი მეტია, ვიდრე ის?

შეჯამება

განიხილე სტრატეგიები მოსწავლეებთან ერთად. რა არის საუკეთესო გზა მოგებისთვის? შეუძლიათ მოსწავლეებს იპოვონ პოტენციური პრობლემები საკუთარ, ან სხვის სტრატეგიაში?

რჩევები

  • თავიდანვე თქვით, რომ თუ კამათელი ჩავარდა მაგიდიდან, თავიდან უნდა გაგორდეს.
  • სწრაფი ფრაზა, როგორიცაა „ზან ზან ზარი“ დაგეხმარება თამაშის ტემპის გაზრდაში, რომ მოსწავლემ დიდი ხანი არ გაწელოს გაგორება.
  • ეს თამაში მარტივია გადავაქციოთ თანამშრომლურ თამაშად, ამისთვის ჯგუფმა უნდა შეავსოს 1 სამუშაო ფურცელი ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები „ნაგავი“ დააგროვონ.
  • მოსწავლემ თავად აირჩიოს რომელი კამათელი აძლევს მას ათეულს და რომელი ერთეულს.
  • დამატება: შეგიძლიათ ითამაშოთ ათგვერდიანი კამათლებით, თუმცა ეს მნიშვნელოვნად გაზრდის თამაშის სირთულეს.

სამუშაო ფურცლების სანახავად გადმოწერე აქტივობა

Twitter
Email
Facebook
Reddit
LinkedIn
Scroll to Top