დაურიგეთ ბავშვებს ერთეულების ჯოხები და ნარინჯისფერი ჯოხი ჩათვალეთ ათ სანტიმეტრად, რომელსაც ერთი მთელის მნიშვნელობა ექნება.
- სთხოვეთ მოსწავლეებს, ამის საფუძველზე გამოთვალონ სხვა ერთეულების ჯოხების მნიშვნელობა.
მას შემდეგ, რაც მოსწავლეები გამოსახავენ პასუხებს წილადების სახით (1/10, 2/10 და ა.შ.), უთხარით, რომ მათ ჩასაწერად სხვა გზაც არსებობს – ათწილადების სახით (0.1, 0.2, 0.3 და ა.შ.)
რატომ ვწერთ ამ კონკრეტულ წილადებს ასე? ეცადეთ, რომ მოსწავლეები მივიდნენ პასუხამდე:
ათობითი სისტემის მუშაობის პრინციპია, რომ ყოველი თანრიგი მის მარჯვენა მხარეს მდგომ თანრიგზე 10-ჯერ მეტია. ასე რომ, ასეული = 10 ათეულს, ათეული = 10 ერთეულს, აქედან შეგვიძლია დავასკვნათ: ერთეული = 10 მეათედს.
დაუსვით მოსწავლეებს დამატებითი შეკთხვები:
- რომელი ერთეულების ჯოხები უნდა გავაერთიანოთ იმისთვის, რომ ჯამში 1.5 ( ერთი მთელი და ხუთი მეათედი ) მივიღოთ?
- როგორ შეიძლება ჩავწეროთ ეს რვეულში? ( მაგალითად: ლურჯი ერთეულების ჯოხს + მწვანე ერთეულების ჯოხი = ცხრა მეათედი + ექვსი მეათედი = 0.9 + 0.6 = 1.5 ეს არის 15 ერთეული, რაც უდრის 1 მთელსა და 5 მეათედს )
- გაიმეორეთ მსგავსი ოპერაციები 1.9-ის, 2.3-ის და 3-ის მისაღებად.