მაგალითი
შენ: გამოსათვლელი გვაქვს 17 x 15. შეიძლება უცნაური იყოს, მაგრამ მე ვიცი, როგორ უნდა დავხატო ამის ნახატი.
თუმცა ეს ნახატი დიდად არ გვეხმარება. სინამდვილეში, ჩვენ გვჭირდება, ეს დავჭრათ ისეთ ნაწილებად, რომ მათზე მუშაობა მარტივი იყოს. რამდენზე გამრავლებაა მარტივი? (იდეალურ შემთხვევაში, მოსწავლეები მალევე გეტყვიან რომ 10 უნდა გამოვყოთ).
კარგი ისაა, რომ ჩვენ შეგვიძლია 10 გამოვყოთ ორივე მხრიდან.
ახლა, რაც დაგვრჩა არის, რომ თითოეული ოთხკუთხედის ფართობი გავიგოთ. რას უდრის 10 x 10? (100)
რას უდრის 10 x 7? (70)
რას უდრის 5 × 10? (50)
რას უდრის 5 × 7? (35)
ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ნახაზი ასე შევავსოთ
ამის შემდეგ, უბრალოდ დავაჯამებთ ფართობებს, რომ დიდი ოთხკუთხედის ფართობი გავიგოთ.
100 + 70 +50 + 35 = 255.
ესე იგი 15 × 17 = 255.
ახლა სცადეთ და თქვენ თვითონ, ან წყვილში გააკეთეთ 13 x 14 = ____
[მიეცი მოსწავლეებს დრო, რათა ამოხსნან და განიხილონ]
ახლა, როდესაც შეგიძლია ორნიშნა რიცხვების გამრავლების ვიზუალურად წარმოდგენა, სცადე ეს გამოწვევა: ციფრების გამოყენებით 1, 2, 3, 4 (თითო- თითოჯერ), რა არის ყველაზე დიდი ნამრავლი რაც შეგიძლია მიიღო? მაგალითად, შეგიძლია 43 x 21 გააკეთო და მიიღო 800 + 60 + 40 + 3 = 903
გამოწვევა: ეს არის ყველაზე დიდი რიცხვი, რაც შეგვიძლია ამ ციფრების გამრავლებით მივიღოთ. ეთანხმები ამ დებულებას, თუ კონტრმაგალითი გაქვს?