საკითხები: ლოგიკა და დედუქცია; მეცნიერული აზროვნება
მასალები: სამუშაო ფურცლები; ან დაფა
გვაქვს კანონზომიერება 2, 4, 6. დაასახელე მომდევნო რიცხვები!
რატომ არის კარგი აქტივობა
2-4-6 ფაზლი პიტერ ვოთსონმა 1960 წელს გამოიყენა და ის არსებული ცოდნის განზოგადებასა და მის განვრცობას ისახავს მიზნად. აქტივობა გვეხმარება საგაკვეთილო განწყობის შექმნაში.
2-4-6 ფაზლი ორიენტირებულია განზოგადების თეორიაზე, მაგრამ ამასთანავე ავითარებს კრიტიკულ აზროვნებასაც, რადგან ჩვენ მიერ შეთავაზებული კანონზომიერება შესაძლებელია არატრივიალურად იყოს აგებული, რის საფუძველზეც მოსწავლის მიერ შემოთავაზებული ამონახსნის უარყოფა შეგვეძლება.
დაწყება
მასწავლებელი იწვევს კლასს “გამოიცანით ჩემი ჩაფიქრებული წესი (კანონზომიერება)”, ასახელებს სამ რიცხვს და ეუბნება, რომ ეს რიცხვები ემორჩილებიან მის მიერ ჩაფიქრებულ წესს. მოსწავლეებმა კი უნდა შეძლონ მასწავლებლის ჩაფიქრებული წესის (კანონზომიერების) გამოცნობა.
მაგალითი
დღე 1: მასწავლებელმა გადაწყვიტა, რომ მის მიერ ჩაფიქრებული რიცხვები იქნებიან ზრდის მიხედვით დალაგებული. იგი ასახელებს პირველ სამეულს 2, 4, 6 და ეუბნება, რომ ეს რიცხვები ემორჩილებიან მის მიერ ჩაფიქრებულ წესს. მოსწავლეებს ვაძლევთ დროს ფიქრისთვის და როცა დარწმუნებული იქნებიან, რომ გამოიცნეს წესი, საშუალება აქვთ ახსნან. დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი მცდელობა აქვთ, თუ წესს ვერ გამოიცნობენ, უნდა მოითმინონ მომდევნო დღემდე. მანამდე კი იფიქრონ შესაძლო კანონზომიერებაზე.
დღე 2: რა არის კანონზომიერება? დღევანდელი სამეულია: 8, 10, 12 ასევე ამ წესით არის დალაგებული რიცხვები: -1, 121, 130.5 მეორე მხრივ კი 2, 2, 3 ჩემს მიერ ჩაფიქრებულ წესს არ იმეორებს, არც 3, 2, 1.
ზოგ შემთხვევაში მოსწავლეები 10 წუთში გამოიცნობენ ჩაფიქრებულ წესს, ზოგ შემთხვევაში კი შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეთ. თუ კანონზომიერებას დაგისახელებენ, რომელიც ემთხვევა თქვენს დასახელებულ ჯგუფებს, მოუყვანეთ კონტრმაგალითი, რომელიც თქვენს წესს იმეორებს, მაგრამ მათ წესს უარყოფს.
შეჯამება
პასუხი მოისმინეთ მხოლოდ მას შემდეგ, როცა ისინი დარწმუნებულები იქნებიან და არგუმენტირება შეეძლებათ. თუ გამოიცნობენ გაამხილეთ თქვენი წესი და შეეცადეთ დაასახელოთ კიდევ რამდენიმე სამეული, რომელიც ამ წესს იმეორებს. თუ ვერ გამოიცნეს, მომდევნო მცდელობას მეტი სერიოზულობით მოეკიდებიან.
თამაში გვასწავლის, რომ საჭიროა თავი ავარიდოთ არასწორ პასუხებს, სავარაუდო პასუხებიდან კი შევარჩიოთ მეტად სანდო და არგუმერიტებული პასუხი. საინტერესო განხილვის თემა იქნება, რომელი პასუხია უფრო სანდო და რატომ. შესაძლოა საბოლოო პასუხი იყოს ის, რომელიც პირველ მცდელობაზე გაჟღერდა და სასაცილო ჩანდა. ასევე შესაძლებელია მოსწავლეებს ვასწავლოთ არასწორი ვარაუდის გამოთქმაც, რათა თავიანთი სავარაუდო პასუხების დიაპაზონი შეამცირონ.
რჩევები
- ჩაინიშნეთ თითოეული ვარაუდი (პასუხი). დაფა გაყავით ორ ნაწილად, ერთ მხარეს ეწეროს ის ვარაუდები, რომელიც უკვე ითქვა, მეორე მხარეს კი ისინი რომელიც ჯერ არ თქმულა.
- არ მისცეთ მინიშნებები!