სთხოვე მოსწავლეებს, 1 წუთში წარმოადგინონ 12-ის ჩაწერის რაც შეიძლება მეტი ვარიანტი. (მიეცი მათ საშუალება იმუშაონ მარტო, წყვილებში, ან 3-კაციან ჯგუფში).
დაფაზე ჩამოწერე 12-ის ტოლი წილადები, რომლებსაც მოსწავლეები გიკარნახებენ.
ჰკითხე, რამე კანონზომიერებას ხომ არ ამჩნევენ ამ სიაში?
(მაგალითად, მრიცხველი ყოველთვის მნიშვნელის ნახევარია; მნიშვნელი ყველგან ლუწია; ა.შ.)
იგივე გაიმეორე 13 და 34-ისთვის.
ახლა, შეატრიალე პროცესი. აიღე წილადი 1218 და ჰკითხე მოსწავლეებს შეუძლიათ, თუ არა ნაკლები რიცხვების გამოყენებით იპოვონ ამის ტოლი წილადი. რა სტრატეგიებს იყენებენ ამისთვის?
გაიმეორე იგივე 2530 და 2540-ისთვის.
რას ამჩნევენ მოსწავლეები ასეთი წილადების შემცირებისას?
მთავარი გააზრებები:
- უამრავი ექვივალენტური ვარიანტი არსებობს იგივე წილადის ჩასაწერად.
- თუ მრიცხველსაც და მნიშვნელსაც ერთსა და იმავე რიცხვზე გავამრავლებთ, წილადი არ იცვლება.
- თუ მრიცხველსაც და მნიშვნელსაც ერთსა და იმავე რიცხვზე გავყოფთ, წილადი არ იცვლება.