ისტორია
ზამთარი მოდიოდა და ჭიანჭველამ მომზადება დაიწყო. ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე, ის 3 პატარა მარცვალს ინახავდა.
კვირის ბოლოს ჭიანჭველამ კალიას ჩაუარა. „ჰაჰა, გიჟი ჭიანჭველა!“ თქვა კალიამ. “მთელი დღე მუშაობ, მაშინ როცა შეგიძლია ერთობოდე და თამაშობდე!” და კალიამ ხმამაღლა სიცილი დაიწყო, დასცინა ჭიანჭველას.
მეორე კვირაში ჭიანჭველა კიდევ უფრო მეტს მუშაობდა. ის ყოველდღე 4 პატარა მარცვალს ინახავდა. თუმცა, როდესაც ჭიანჭველამ ჩაუარა კალიას კვირის ბოლოს, კალიამ ისევ დასცინა, „ჰაჰა, გიჟი ჭიანჭველა!“
მესამე კვირაში ჭიანჭველამ კიდევ უფრო მეტი იმუშავა. მან მოახერხა და 6 პატარა მარცვალი შეინახა თითო დღეს. თუმცა, როდესაც ისევ ჩაუარა კალიას კვირის ბოლოს, კალიამ კიდევ უფრო დასცინა, „ჰაჰა, გიჟი ჭიანჭველა!“
მოვიდა ზამთარი. კალიას არაფერი ჰქონდა რომ ეჭამა. ის ავიდა ჭიანჭველას ბორცვზე და ჰკითხა, ზედმეტი მარცვლები ხომ არ გაქვს, რომ მაჭამოო. იცით, რა უპასუხა ჭიანჭველამ?
„ჰაჰა, გიჟი კალია!“
კითხვები
უპასუხე ქვემოთ მოცემულ კითხვებს. დაასაბუთე შენი აზრი ისტორიიდან.
გამოიყენე ფურცლის უკანა მხარე რომ გააკეთო ნახატები დასასაბუთებლად.
- რამდენი მარცვალი შეაგროვა ჭიანჭველამ პირველ კვირაში?
- რამდენი მარცვალი შეაგროვა ჭიანჭველამ მეორე კვირაში?
- რამდენი მარცვალი შეაგროვა ჭიანჭველამ მესამე კვირაში?
- რამდენი მარცვალი შეაგროვა ჭიანჭველამ ჯამში?
- ზამთარი გრძელდება 90 დღე, ჭიანჭველა დღეში მხოლოდ ერთ მარცვალს ჭამს. ეყოფა თუ არა ჭიანჭველას საჭმელი ზამთარში?
- რას ფიქრობ, უნდა მიეცა თუ არა ჭიანჭველას კალიასთვის მარცვლები? თუ კი, მაშინ რამდენი?
ბონუსი: ჭიანჭველას რომ 6 მარცვალი შეეგროვებინა ყოველდღე, 5 კვირის განმავლობაში, რამდენი მარცვალი ექნებოდა ამ შემთხვევაში?