31

საკითხები: გამოკლება; ლოგიკა; სტრატეგია

მასალები: 100-ეულის დაფა; ფანქარი; ფურცელი

 

როგორ შეგიძლია თქვა 0 პირველმა? 

რატომ არის კარგი თამაში

31 ნიმის ტიპის თამაშია, რაც გულისხმობს, რომ არსებობს სტრატეგია, რომელიც თამაშს ყოველ ჯერზე მოგაგებინებს. თუმცა მის აღმოსაჩენად გამოკლებაში ბევრი ვარჯიშია საჭირო. 

დაწყება

სთხოვე რომელიმე მოსწავლეს, რომ შენ წინააღმდეგ ითამაშოს და ითამაშეთ ერთი ხელი საჩვენებლად.

როგორ ვითამაშოთ

31-ს ჰყავს 2 მოთამაშე. თამაში იწყება 31-დან და ყოველ ჯერზე აკლდება რაიმე რიცხვი 1-5-ის ფარგლებში. ვინც პირველი იტყვის “0”, ის იგებს. 

მაგალითი

მოთამაშე 1: 31

მოთამაშე 2: 31-ს გამოკლებული 4 არის 27

მოთამაშე 1: 27-ს გამოკლებული 2 არის 25

მოთამაშე 2: 25-ს გამოკლებული 5 არის 20

მოთამაშე 1: 20-ს გამოკლებული 4 არის 16

მოთამაშე 2:  16-ს გამოკლებული 4 არის 12

მოთამაშე 1: 12-ს გამოკლებული 5 არის 7

მოთამაშე 2: 7-ს გამოკლებული 1 არის 6

მოთამაშე 1: 6-ს გამოკლებული 1 არის 5

მოთამაშე 2: 5-ს გამოკლებული 5 არის 0. მოვიგე!

 

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები გაიგებენ თამაშის წესებს, მიეცი მათ დრო, რომ ითამაშონ ერთმანეთის წინააღმდეგ. კარგი იქნება, თუ დაიყოფიან 3-ეულებად, სადაც 2 მოსწავლე ითამაშებს, 1 კი დააკვირდება. შემდეგ ხელზე კი შეცვლიან როლებს.

იმისათვის, რომ დაინახო რას აკეთებენ მოსწავლეები, შეგიძლია ისინი გამოიწვიო. მათ ექნებათ სხვადასხვა იდეები იმის შესახებ, თუ რომელი სტრატეგია მოაგებინებთ თამაშს. საუკეთესო გზა იმის საჩვენებლად, რომ მათი სტრატეგია არ მუშაობს, თამაშში დამარცხებაა. 

ასევე შეგიძლია შეკრიბო მთელი კლასი და იკითხო, თუ იქნება ვინმე საკმარისად მამაცი, რომ მთელი კლასის წინააღმდეგ ითამაშოს. 

სააზროვნო კითხვები

  • რაიმე ვარაუდი ხომ არ გაქვთ, როგორ შეგიძლიათ მოიგოთ ეს თამაში?
  • როგორ ფიქრობ, შეგიძლია მომიგო ამ თამაშში?
  • რა მოხდებოდა უფრო პატარა რიცხვით რომ დაგვეწყო თამაში? დამამარცხებდი 10-დან რომ დაგვეწყო?
  • და 5-დან? რა არის ყველაზე დიდი რიცხვი, რომლის შემთხვევაშიც ფიქრობ, რომ დამამარცხებდი?

შეჯამება

სთხოვე მოსწავლეებს გაგიზიარონ, თუ რა კანონზომიერებები აღმოაჩინეს და რა არის მათი სტრატეგია. გამოიწვიე მოსწავლეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ შეუძლიათ დაგამარცხონ კონკრეტული რიცხვის შემთხვევაში. გამოიწვიე ისეთი მოსწავლეც, ვინც ფიქრობს, რომ 1-ზე დაწყების შემთხვევაში დაგამარცხებს. (მათ ენდომებათ დაწყება) მაგრამ როგორც კი ვინმე დაგამარცხებს, შემდეგი გამოწვევა იქნება უფრო დიდ რიცხვზე თამაში. 

დაეხმარათ მოსწავლეებს უფრო პატარა რიცხვებით დაწყება? როგორ გადაიტანეს მათი სტრატეგია უფრო დიდ რიცხვებზე?

რჩევები

  • შეგიძლია ეს თამაში უფრო კონკრეტული გახადო ბავშვებისთვის და გამოიყენო მთვლელები, 10-ეულების დაფები, ან მისცე მათ საშუალება ითამაშონ 100-ეულის დაფაზე, სადაც თითოეულ ჯერზე მათ ფიგურას 1-5-ით უკან გადაწევენ.
  • არ დაგავიწყდეს ხაზი გაუსვა წაგების მნიშვნელობას, იმისათვის, რომ ბავშვები არ გაბრაზდნენ, თუ წააგებენ. უთხარი, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი თამაშს აგებენ, საშუალება ეძლევათ უფრო დახვეწონ თავიანთი სტრატეგია.
  • წაახალისე ისინი, რომ დაიწყონ თამაში უფრო პატარა რიცხვებიდან და ჩაინიშნონ მათი მიგნებები ცხრილში. ეს საუკეთესო გზაა მომგებიანი სტრატეგიის აღმოსაჩენად. 
  • მასწავლებლებისთვის: მომგებიანი სტრატეგია შემდეგია: ყოველ ჯერზე თქვენი ოპონენტი უნდა დატოვოთ 6-ის ჯერად რიცხვზე. 
    • (რაც არ უნდა მოხდეს, არ გაუმხილო სტრატეგია მოსწავლეებს. როგორც კი გაიგებენ, თამაში მაშინვე კარგავს ინტერესს. თუ ამ სტრატეგიას თავად აღმოაჩენენ, ძალიან აღტაცებულები იქნებიან. თუ ვერა, მაშინ მოტივირებულები , რომ იპოვონ.)
Twitter
Email
Facebook
Reddit
LinkedIn
Scroll to Top