დიდი გოჭი

საკითხები: ალბათობა; სტრატეგია; მიმატება; ვარაუდი

მასალები: 2 ცალი 6-გვერდიანი კამათელი; ფანქარი და ფურცელი

 

გააგორე კამათელი და დათვალე ქულები. შეგიძლია გააგრძელო იქამდე, სადამდეც მოგინდება, მაგრამ თუ არასწორ რიცხვს გააგორებ, ყველა ქულას დაკარგავ.

რატომ არის კარგი თამაში

გოჭი-ს ეს გაგრძელება მოსწავლეებს რთავს თამაშში და ამაღლებს არითმეტიკული პრაქტიკის დონეს.

დაწყება

გამოიწვიე მოხალისე სადემონსტრაციო თამაშისთვის. 

როგორ ვითამაშოთ

თამაშს ჰყავს 2-6 მონაწილე. გოჭის მსგავსად, აქაც ქულების დასაგროვებლად კამათელს აგორებ იმდენჯერ, რამდენჯერაც გინდა, თუმცა განსხვავება ისაა, რომ ამჯერად აგორებ კამათლების წყვილს და თუ რომელიმე მათგანზე 1 ამოვა, შენ აგებ, ან კარგავ ყველა ქულას, რაც აქამდე გქონდა დაგროვილი. 

თუმცა თუ ორივე კამათელზე 1 ამოგივა, 25 ქულა გემატება. 

თუ არცერთ კამათელზე არ ამოვა 1, (მაგ. ამოვა 5 და 6), ქულები ჩვეულებრივად ჩაგეთვლება. (მაგ. 5+6=11)

 

თამაში დასაწყისისთვის: იგებს მოთამაშე, რომელიც 100, ან მეტ ქულას დააგროვებს.

უფრო გართულებული თამაში: იგებს მოთამაშე, რომელიც 200, ან მეტ ქულას დააგროვებს.

სააზროვნო კითხვები

  • Რამდენჯერ აგორებ კამათელს? – სადამდე იცდი სანამ შეწყვეტ გაგორებას?
  • გაქვს რაიმე სტრატეგია?
  • სანამ კიდევ გააგორებ, მითხარი რამდენი ქულა გაქვს ამ ეტაპზე?
  • რა არის საუკეთესო გზა ამ რიცხვების შესაკრებად?

შეჯამება

სტრატეგის საკითხი ძალიან საინტერესოა, როგორც გოჭის, ასევე ამ თამაშის შემთხვევაში. 

განსხვავდება მათი სტრატეგია დიდი გოჭის თამაშის შემთხვევაში? როგორ ჯობია, უფრო დიდხანს გააგორო კამათელი, თუ უფრო ადრე შეწყვიტო?

რჩევები

  • რამდენიმეჯერ ითამაშე თამაში სადემოსნტრაციოდ მთელ ჯგუფთან ერთად. ჰკითხე რჩევა როდის აჯობებს რომ შეწყვიტო კამათლის გაგორება. მოსწავლეებს შეუძლიათ გაჩვენონ აწეული ცერი თუ ფიქრობენ, რომ უნდა გააგრძელო და დაწეული ცერი- თუ ფიქრობენ, რომ უნდა შეწყვიტო.
  • მოსწავლეებს, რომლებიც ნაკლებად თავდაჯერებულები არიან მიმატებაში, შეუძლიათ გამოიყენონ 10-ეულების დაფა, მთვლელები, ან 100-ეულის დაფა. 
  • შეახსენე მათ, რომ თამაშს ხან მოიგებენ, ხან წააგებენ, თითოეული წაგება კი არის საშუალება, რომ გადახედონ თავიანთი თამაშის მეთოდებს. ყველა ქულის დაკარგვა ნამდვილად უსიამოვნოა, თუმცა ეს ყველას შეიძლება დაემართოს.
  • როდესაც ბავშვები ერთმანეთში ითამაშებენ, იარე ოთახში და ჰკითხე მათი შერჩეული სტრატეგიების შესახებ. არც ის იქნება პრობლემა, თუ ისინი უბრალოდ ითამაშებენ, თუმცა ეს თამაში იძლევა საშუალებას, რომ უფრო ჩაუღრმავდნენ ალბათობას და აღმოაჩინონ სტრატეგია.

სამუშაო ფურცლის სანახავად გადმოწერე აქტივობა

Twitter
Email
Facebook
Reddit
LinkedIn
Scroll to Top