საკითხები: ალბათობა; სტრატეგია; მიმატება; გათვლა
მასალები: ერთი (ან რამდენიმე – ჯგუფებისთვის) 6 წახნაგა კამათელი; ფურცელი და ფანქარი
გააგორე კამათელი რომ შეაგროვო ქულები. გააგორე რამდენჯერაც გინდა, თუმცა თუ არ გაგიმართლა, ყველა ქულას დაკარგავ ამ სვლიდან!
რატომ არის კარგი თამაში
გოჭი არის მარტივი სასწავლი თამაში, რომელიც აძლევს მოსწავლეს საშუალებას ივარჯიშოს მიმატებაში. გოჭი ასევე მათემატიკურად მდიდარი თამაშია. მოსწავლეებს უწევთ სტრატეგიების დაცვა, იღებენ მიმატების გამოცდილებას კომპლექსურ ამოცანაში.
დაწყება
დაპატიჟე მოხალისე, თამაშის დემონსტრაციისთვის. დარწმუნდი, რომ ბევრს გარისკავ და მოსწავლეებს მიეცი საშუალება ცერების (ცერები ზემოთ/ ქვემოთ) საშუალებით განიშნოს განაგრძო თუ არა კამათლის გაგორება. თუ მოსწავლეები არ გრძნობენ თავს კომფორტულად რიცხვების მიმატებაში, მიეცით მათ მანიპულატივები ან სათვლელები ადგილზევე, მათ სვლაზე.
როგორ ვითამაშოთ
გოჭი არის თამაში 2-დან 6 მოთამაშემდე. მოთამაშეები თითო სვლაზე აგორებენ კამათელს იმდენჯერ, რამდენჯერაც უნდათ. თუ კამათელზე ამოვა 2, 3, 4, 5, ან 6 შეუძლიათ კიდევ გააგორონ, მიღებული რიცხვების ჯამი კი იქნება მათი ქულა. ნებისმიერ სვლაზე მოთამაშეს შეუძლია თქვას “შევინახოთ”, რითიც ამ სვლაზე დაგროვებული ქულები შეენახება, დაემატება საერთო ჯამს და სვლა გადავა შემდეგ მოთამაშეზე. თუ მოთამაშე გააგორებს 1-ს, მაშინ ის დაკარგავს ყველა იმ ქულას, რაც ამ სვლაზე დააგროვა (შენახული ქულები რჩება).
დამწყები თამაში: პირველი მოთამაშე ვინც ავა 50-ზე, მოიგებს
პროფესიონალური თამაში: პირველი მოთამაშე ვინც ავა 100-ზე, მოიგებს
სააზროვნო კითხვები
- რამდენჯერ გააგორებ, სანამ ქულებს შეინახავ?
- რამე სტრატეგია გაქვს?
- სანამ კიდევ ერთხელ გააგორებ, შეგიძლია მითხრა ამ სვლაზე რამდენი ქულა გაქვს ახლა?
- რა არის საუკეთესო გზა ამ რიცხვების შეკრებისთვის?
შეჯამება
სტრატეგიაზე საუბარი ძალიან საინტერესოა გოჭისთვის. რა სტრატეგიას იყენებენ მოსწავლეები? აქვს, თუ არა აზრი საერთოდ სტრატეგიას? შეაჯამებინე მოსწავლეებს საკუთარი სტრატეგიები და განიხილეთ, რომელი ჰგონიათ უკეთესი/უარესი და რატომ?
რჩევები
- თამაშის დაწყებამდე რამდენჯერმე ჩაატარეთ სადემონსტრაციო თამაში. მიიღე რჩევები შენს გაგორებებზე, როდის უნდა გაჩერდე. ცერა თითი აწიონ, თუ ფიქრობენ, რომ კიდევ უნდა გააგორო და ჩაწიონ, თუ ფიქრობენ, რომ უნდა გაჩერდე.
- იმ მოსწავლეებისთვის, ვინც არაკომფორტულადაა მიმატებასთან, გამოიყენე მანიპულატივები, მაგალითად 100 უჯრიანი სამუშაო ფურცელი, სადაც გააფერადებენ ქულებს. (10 x 10-ზე დაფა)
- შეახსენე მოსწავლეებს, რომ ისინი მოიგებენ და წააგებენ თამაშებს. ყოველი წაგება არის შანსი, რომ შეისწავლონ, თუ როგორ თამაშობენ. რთულია, რომ დაკარგო ყველა ქულა, თუმცა ალბათ ყველას მოუწევს.
- სანამ მოსწავლეები გუნდებად თამაშობენ, იარე ოთახში და ჰკითხე მათ სტრატეგიების შესახებ. არაუშავს, თუ ვინმეს არ აქვს სტრატეგია და უბრალოდ თამაშობს, თუმცა ამის კითხვა კარგი საშუალებაა სიღრმეებში ჩასასვლელად.
- შეახსენე მოსწავლეებს, რომ მათ შეუძლიათ ითამაშონ გოჭი როცა უნდათ, თუნდაც სახლში.