საკითხები: მიმატება; გამოკლება; სტრატეგია
მასალები: ფანქარი/კალამი; სამუშაო ფურცლები
როგორ შეგიძლია შეკრა კვადრატი ისე, რომ რაც შეიძლება ბევრი ქულა მოაგროვო?
რატომ არის კარგი თამაში
ამ რამდენიმე დეტალის დამატება თამაშს “წერტილები და ყუთები” კიდევ უფრო სტრატეგიულს ხდის.
როგორ ვითამაშოთ
ამ თამაშსა და “წერტილებსა და ყუთებს” შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ყუთის შეკვრისას, გეწერება არა 1 ქულა, არამედ იმ რიცხვთა ჯამი, რომლებიც ყუთებში მოათავსე.
სადემონსტრაციოდ კლასის წინაშე ითამაშე მოხალისესთან ერთად.
შენს სვლაზე გაავლე ვერტიკალური, ან ჰორიზონტალური ხაზი წერტილებს შორის. როდესაც შეკრავ კვადრატს, (რაიმე ნიშნით აღნიშნე, რომ ის კვადრატი შენია) მიიღებ იმდენ ქულას, რა რიცხვიც ამ ყუთში მოექცევა. შენი საბოლოო ქულა არის იმ რიცხვების ჯამი, რომლებიც შენს შემოხაზულ კვადრატებში იქნება მოქცეული. თამაშს იგებს ის, ვისაც ყველაზე მეტი ქულა დაუგროვდება.
სააზროვნო კითხვები
- რომელია უმჯობესი – იყო პირველი (ანუ დაიწყო თამაში), თუ მეორე?
- რატომ მოიგე/წააგე წინა თამაში?
- რა არის შენი სტრატეგია?
- შესაძლებელია იყოს ფრე?
შეჯამება
ვკითხოთ მოსწავლეებს რა აღმოაჩინეს/შეამჩნიეს ამ თამაშში. რითი განსხვავდება “წერტილებისა და ყუთებისგან”?
აქვს, თუ არა ამ განსხვავებას რაიმე გავლენა მათ სტრატეგიაზე?
თვითონ რომ აკეთებდენ დაფას და თავად წერდნენ რიცხვებს შიგნით, რა რიცხვებს აირჩევნდნენ, იმისთვის, რომ თამაში, რაც შეიძლება, სახალისო გამოსულიყო?
რჩევები
- სადემონსტრაციოდ ითამაშე იქამდე, სანამ წესები ყველა მოსწავლისთვის ცხადი არ იქნება.
- გამოიყენეთ სხვადასხვა ფერის ფანქრები, რომ უკეთ ჩანდეს რომელი კვადრატი ვის ეკუთვნის.
- მიეცი მოსწავლეებს საშუალება, თავადაც გააკეთონ დაფები და ითამაშე მათთან ერთად, თუ ამის სურვილი ექნებათ.