გასეირნება საცხობში

ამოცანის ამოსახსნელად გამოიყენე 10-ეულების დაფა, ან დახატე პირობის შესაბამისი სურათი.

 

ელისაბედი, ნინო, ნიკოლოზი და სანდრო წავიდნენ საცხობში. 

თითოეულმა იყიდა 12 პატარა ნამცხვარი.

 

  1. ელისაბედმა 3 ნამცხვარი შეჭამა, 2 კი ნინოს მისცა. შემდეგ საცხობიდან წავიდა.  რამდენი ნამცხვარი წაიღო თან ელისაბედმა?
  2. ნინომ ელისაბედისგან 2 ნამცხვარი მიიღო,შემდგომ კიდევ 2 ნამცხვარი იყიდა, 1 კი შეჭამა. მოგვიანებით ისიც გავიდა საცხობიდან. რამდენი ნამცხვარი წაიღო ნინომ?
  3. ნიკოლოზმა კიდევ 10 ნამცხვარი იყიდა. აქედან 5 შეჭამა, 2 კი სანდროს მისცა და გავიდა საცხობიდან. რამდენი ნამცხვარი წაიღო თან ნიკოლოზმა?
  4. სანდრომ 2 ნამცხვარი ნიკოლოზისგან მიიღო, შემდგომ კიდევ 18 ნამცხვარი იყიდა. მათგან 4 შეჭამა და საცხობიდან წავიდა. რამდენი ნამცხვარი დარჩა სანდროს?

ამოცანის ამოსახსნელად გამოიყენე 10-ეულების დაფა, ან დახატე პირობის შესაბამისი სურათი.

 

ელენე, სალომე, გიორგი და გიგი წავიდნენ საცხობში. 

თითოეულმა იყიდა 32 პატარა ნამცხვარი.

  1. ელენემ 13 ნამცხვარი შეჭამა, 2 კი სალომეს მისცა. ამის შემდეგ საცხობიდან გავიდა. რამდენი ნამცხვარი წაიღო ელენემ?
  2. სალომემ 2 ნამცხვარი ელენესგან მიიღო. შემდგომ თვითონ კიდევ 12 იყიდა, მათგან 7 შეჭამა და ისიც გამოვიდა საცხობიდან. რამდენი ნამცხვარი დარჩა სალომეს?
  3. გიორგიმ 21 ნამცხვარი იყიდა. 13 შეჭამა, 12 კი გიგის მისცა და საცხობი დატოვა.  რამდენი ნამცხვარი წაიღო გიორგიმ?
  4. გიგიმ 12 ნამცხვარი გიორგისგან მიიღო, შემდეგ კიდევ 38 იყიდა. მათგან 14 ნამცხვარი შეჭამა და საცხობიდან გავიდა. რამდენი ნამცხვარი დარჩა გიგის?

სამუშაო ფურცლების სანახავად გადმოწერე აქტივობა

Twitter
Email
Facebook
Reddit
LinkedIn
Scroll to Top