ცარიელი ადგილების შევსება

საკითხები: მიმატება; გამოკლება; ლოგიკა; პრობლემების გადაჭრა

მასალები: ფურცელი და ფანქარი; ათეულების ჩარჩო და მთვლელები (არასავალდებულო); 0-9 ციფრებიანი საჩვენებელი ბარათები

 

რა ციფრები უნდა ჩავწეროთ ცარიელ ადგილებზე რომ მივიღოთ სწორი ტოლობა?

რატომ არის კარგი აქტივობა

ამ ტიპის აქტივობები ძალიან უწყობს ხელს პრობლემების გადაჭრის უნარის განვითარებას და გვიჩვენებს სწორი პასუხის პოვნისთვის შეცდომების დაშვების მნიშვნელობას.

დაწყება

გამოიყენეთ 10 ცალი საჩვენებელი ბარათი (ან კოპლებიანი ბარათების იასამნისფერი ნაკრები), საიდანაც თითოეულზე ეწერება 0-დან 9-ის ჩათვლით ციფრი, იმის საჩვენებლად, რომ ყველა მომდევნო აქტივობაში თითოეული ციფრის გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ 1-ხელ.

 

1. შეადგინე ჭეშმარიტი ტოლობა მხოლოდ 3 რიცხვის გამოყენებით. რიცხვების გამეორება არ შეიძლება. 

 

                                                ______ + ______ – ______ = 10

 

მოსწავლეების დასახმარებლად, სცადე გამოსახულების შედგენა ისე, რომ რიცხვები დაალაგო დაუფიქრებლად, რომ პასუხი გამოვიდეს არასწორი. 

შემდგომ კი ხმამაღლა გაარჩიე რას შეცვლიდი იმისთვის, რომ გამოსახულება სწორი გამოსულიყო. მიეცი მათ საშუალება, რომ დამოუკიდებლადაც იფიქრონ და გააზიარონ თავიანთი აზრები. 

შესაძლოა რამდენიმე სხვადასხვა პასუხი არსებობდეს (მაგ. 8 + 4 – 2 = 10)

 

2. წესები იგივეა. ჩაწერე რიცხვები ისე, რომ მიიღო სწორი გამოსახულება. 

 

                                               ______ + ______ = ______ – ______

 

 აქაც ბევრი სხვადასხვა ვარიანტი შეიძლება არსებობდეს (მაგ. 3 + 5 = 9 – 1)

 

3. წესები იგივეა. ჩაწერე რიცხვები ისე, რომ მიიღო სწორი გამოსახულება. 

ახლა გამოიყენე ორნიშნა რიცხვებიც. 

 

                                                    ____ ____ + ____ =____ ____ 

 

აქაც ბევრი სხვადასხვა ვარიანტი შეიძლება არსებობდეს (მაგ. 46 + 7 = 53)

 

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები ამ სავარჯიშოებს აუღებენ ალღოს, შეგიძლიათ გადახვიდეთ დღის მთავარ სავარჯიშოზე. 

 

4. გამოიყენე 0-9 ციფრებიდან რაც შეიძლება ბევრი ციფრი და შეადგინე ჭეშმარიტი ტოლობები.

შეგიძლია გამოიყენო ორნიშნა რიცხვები, მიმატება, გამოკლება და ნებისმიერი რამ.

 

წაახალისე ბავშვები, რომ იმუშაონ დამოუკიდებლად, თუმცა, ამავდროულად, ესაუბრონ ერთმანეთს და გადაამოწმონ პასუხები. 10-ვე ციფრის გამოყენება ძალიან კარგია, თუმცა უმჯობესი იქნება უფრო პატარა ციფრებით დაიწყოთ და ნელ-ნელა გადახვიდეთ უფრო დიდებზე. 

სააზროვნო კითხვები

  • პასუხების პირდაპირ გამოცნობა საკმაოდ რთულია. ამიტომ უბრალოდ სცადე რაიმე და შემდეგ შეასწორე. 
  • რა მოხდებოდა აქ რომ 5 დაგვეწერა? ჰმმ, არ გამოვა? უფრო დიდი რიცხვი უნდა იყოს, თუ უფრო პატარა?
  • ეს ციფრი ათეულების თანრიგში უფრო დიდი იქნებოდა, თუ უფრო პატარა, ვიდრე ეს ციფრი?
  • თავიდანვე 10-ვე ციფრის გამოყენება ცოტა რთულია. შეგიძლია დასაწყისითვის უფრო მოკლე გამოსახულება ჩაწერო?

შეჯამება

მიეცი მოსწავლეებს საშუალება გაგიზიარონ გამოსახულებები, რომლებიც ყველაზე მეტ ციფრს შეიცავს. დანარჩენებმა კი შეამოწმონ ჭეშარიტია, თუ არა ტოლობა. 

რომელი იყო ყველაზე გრძელი გამოსახულება? 

შეგიძლიათ კიდევ უფრო მეტად დააგრძელოთ?

რჩევები

  • საჩვენებელი ბარათების გამოყენება ძალიან დაეხმარებათ მოსწავლეებს მარტივად შეცვალონ გამოსახულებები საჭიროების შემთხვევაში და სცადონ სხვადასხვა ვარიანტი თავისუფლად.
  • გამოიყენე პირდაპირ გამზადებული კოპლებიანი ბარათების იასამნისფერი ნაკრები (10-ის გარეშე)
  • წაახალისე მოსწავლეები, რომ დაიწყონ უფრო მარტივი გამოსახულებებიდან და ნელ-ნელა გადავიდნენ უფრო დიდ, ამბიციურ გამოსახულებებამდე.
  • გამოიყენე +, – და =  ნიშნიანი თეთრი დაფა, ან საჩვენებელი ბარათი, რომ ბავშვებმა თავისუფლად გადააადგილონ ისინი გამოსახულებების შედგენისას.
Twitter
Email
Facebook
Reddit
LinkedIn
Scroll to Top