სწრაფი ვარსკვლავი

საკითხები: გამოკლება; კლასიფიკაცია; შედარება; მეტობა; ნაკლებობა

მასალები: 100-უჯრიანი ბადე; ფანქარი; ფურცელი; წამზომი

 

რამდენი ვარსკვლავის დახატვა შეგიძლიათ ერთ წუთში? როგორ განლაგებული ვარსკვლავებია უფრო მარტივი დასათვლელი და რატომ?

რატომ არის კარგი აქტივობა

“სწრაფი ვარსკვლავი” კარგია ასი უჯრის ბადის დავალებებისთვის მოსამზადებლად  და ყველა მოსწავლის პროცესში ჩასართავად. არ საჭიროებს წინასწარ შეფასებას.

დაწყება

აქტივობა მოიცავს მასწავლებლის მხრიდან მეტწილ ჩართულობას.

მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ მათ ზუსტად 30 წამი აქვთ იმდენი ვარსკვლავის დასახატად, რამდენსაც მოასწრებენ. ყველა მოსწავლემ უნდა იქონიოს ფანქარი/კალამი.

სამუშაო

როცა 30 წამი დამთავრდება, მოსწავლეებს დაათვლევინეთ, თუ რამდენი ვარსკვლავი დახატა თითოეულმა მათგანმა (ეს მოქმედება დროს მოითხოვს და ზოგ მოსწავლეს შეიძლება გაუჭირდეს, ზოგი კი შესალებელია ვერ მივიდეს საბოლოო პასუხამდე). ამის შემდეგ შესთავაზეთ, ეს ვარსკვლავები რაღაც წესის მიხედვით დაალაგონ, მათი ორგანიზება მოახდინეთ და დასვით შეკითხვა, თუ როგორ შეიძლება ამ ყოველივეს ორგანიზება?

 

მოისმინე მოსწავლეების იდეები. თუ რომელიმე იტყვის „დავალაგოთ ერთ მწკრივად“, ან „დავაჯგუფოთ ხუთეულებად/ათეულებად“, უთხარით რომ ჩვენ გვაქვს ამისთვის ას უჯრიანი ბადე. ეს არის უჯრებისგან შემდგარი ფურცელი, რომლის ჰორიზონტალშიც 10-10 უჯრაა განთავსებული და ვერტიკალშიც 10-10 უჯრა. 

 

მიეცით თითოეულ მოსწავლეს ას უჯრიანი ბადის შაბლონი და უთხარით, რომ ახლა დახატონ ამ ბადეში ვარსკვლავები. კვლავ მიეცით 30 წამი მოცემული აქტივობისთვის. როდესაც დრო დამთავრდება, სთხოვეთ გადათვალონ ვარსკვლავების რაოდენობა. შემდეგ კი გაგიზიარონ თავიანთი გამოცდილება, თუ როგორ დაითვალეს ბადის დახმარებით. კარგ შემთხვევაში მოსწავლეები დაინახავენ როგორ შეუძლიათ დათვალონ ათეულები (10, 20, 30, 40, 50…) და შემდეგ დაუმატონ ერთეული ვარსკვლავები (51, 52, 53, 54).

 

ითამაშეთ კიდევ რამდენიმე ხელი და ცვალეთ დროითი ინტერვალები (40 წამი, 50 წამი, 60 წამი…). ყოველი ახალი სტარტის წინ სთხოვეთ მოსწავლეებს ივარაუდონ, თუ რამდენი ვარკვლავის დახატვას მოასწრებენ. შემდეგ დახატონ და ბოლოს შეაფასონ, რამდენად ახლოს იყვნენ საკუთარ პასუხამდე.

სააზროვნო კითხვები

  • როგორ შეგიძლიათ დათვალოთ ათეულის კონკრეტულ ნიშნულამდე (მაგალითად 50-მდე)?
  • როგორ შეგიძლიათ დათვალოთ 50-დან კონკრეტულ ნიშნულამდე (მაგალითად 57-მდე)?
  • რამდენით მეტი ვარსკვლავი დახატე ამ ჯერზე წინა ჯერთან შედარებით?

შეჯამება

ეს შეიძლება დაიგეგმოს საფეხურეობრივად და მომდევნო საფეხურზე იქამდე არ გადახვიდეთ, სანამ მთელი კლასი არ დაძლევს წინა ეტაპს. განიხილეთ რა განსხვავების დანახვა შეგვიძლია სხვადასხვა რაოდენობის ვარსკვლავის დათვლის დროს. დაიწყეთ ხატვა რომელიმე კონკრეტული პოზიციიდან (არა ნულოვანი) და შემდეგ სთხოვეთ გადათვალონ თავიანთი ვარსკვლავების რაოდენობა, ან ჰკითხეთ რომელიმე კონკრეტულ პოზიციამდე რომ დაეხატათ ვარსკვლავები, რამდენი გამოვიდოდა. ეს უკანასკნელი დავალება გამოიყენეთ იმისთვის, რომ გადათვალოთ კონკრეტულ პოზიციამდე და შემდეგ ჩაწერეთ იმ პოზიციაში შესაბამისი რიცხვი. გააკეთეთ რამდენჯერმე ეს დავალება და შემდეგ, აქტივობის ბოლოს აჩვენეთ უკვე შევსებული ასი უჯრის ბადე და უთხარით, რომ მომდევნო დღეებში ამ ბადესთან ხშირი შეხება ექნებათ.

რჩევები

  • დიდი ხანი არ დაუთმო ახსნის პროცესს. შეეცადე ერთ წუთში ჩაეტიო. მოსწავლეები მარტივად აუღებენ დავალებას ალღოს, როგორც კი კეთებას დაიწყებენ.
  • კარგი სააზროვნო შეკითხვა იქნება, თუ მოსწავლეებს ჰკითხავ, რამდენი ვარსკვლავის დახატვა დასჭირდებათ ბოლომდე შესავსებად?

სამუშაო ფურცლების სანახავად გადმოწერე აქტივობა

Twitter
Email
Facebook
Reddit
LinkedIn
Scroll to Top