პატერნის ბლოკებით ფიგურების შევსება

საკითხები: ფორმები; თვლა; შეკრება

მასალები: პატერნის ბლოკები, შესავსები ფორმები და ფურცელი

 

რამდენი ბლოკია საჭირო, რომ შეივსოს ფიგურა სრულად?

რატომ არის კარგი აქტივობა

ეს აქტივობა გასართობი და საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ნებისმიერს შეუძლია ფიგურის შევსება პატერნის ბლოკებით და ამასთანავე აქტივობა მოიაზრებს დამატებითი უნარების გავარჯიშებასაც, რომელსაც ცდის მეშვეობით ეუფლებიან მოსწავლეები. ბლოკების გადათვლა შეიძლება გამოწვევაც კი იყოს, რადგან მოსწავლეებმა ყურადღება უნდა მიაქციონ საიდან დაიწყეს და რა ფიგურები ჩათვალეს გადათვლის დროს. 

დაწყება

შენიშვნა: დაწყებამდე გადადე კვადრატი და ლურჯი რომბი, ან უთხარი მოსწავლეებს რომ არ გამოიყენონ ისინი ამ აქტივობაში.

 

ერთ-ერთ შაბლონურ ფიგურად წარმოადგინეთ ექვსკუთხედი და დასვით კითხვა, რამდენი ბლოკით შევძლებ ექვსკუთხედის აგებას?  შემდეგ შეადგინეთ ექვსკუთხედი სხვადასხვა ბლოკებისგან და აჩვენეთ/დაუწერეთ როგორ უნდა დათვალონ ის ბლოკები, რომლებისგანაც ექვსკუთხედი ააგეთ. დასვით შეკითხვა, უფრო მეტი ბლოკის გამოყენება მოგიწევთ, თუ უფრო ნაკლების, სხვანაირად შედგენის შემთხვევაში? პასუხის მოსმენის შემდეგ კიდევ ერთხელ ააგეთ ექვსკუთხედი, ამჯერად სხვა ხერხით და გაიმეორეთ იგივე (ჩაწერის პროცესი).

სააზროვნო კითხვები

  • რამდენი ბლოკი გამოიყენე იმისთვის რომ შეგევსო ფორმა?
  • მაჩვენე როგორ გადათვალე.
  • შეგიძლია იგივე ფიგურის შედგენა უფრო მეტი, ან უფრო ნაკლები ბლოკით?
  • რა არის მინიმალური ბლოკების რაოდენობა, რომლითაც მოცემული ფორმის შედგენას შეძლებ?
  • რა არის მაქსიმალური ბლოკების რაოდენობა, რომლითაც მოცემული ფორმის შედგენას შეძლებ?

შეჯამება

განიხილეთ რომელი ბლოკები გამოიყენეს მოსწავლეებმა მოცემული ფიგურის შესავსებად. რა იყო მაქსიმალური/მინიმალური ბლოკების რაოდენობა, რითაც შეიძლებოდა ფიგურის აგება? შესაძლებელია, თუ არა უფრო ცოტა ბლოკით მოცემული ფიგურის აგება?

რჩევები

  • მარტივი გზა იქნება თუ მოსწავლეებს ექნებათ ექვსკუთხედის ფორმა, რომლებზეც დაალაგებენ მათსავე ხელთ არსებულ ბლოკებს.
  • ორი წასახალისებელი და ხაზგასასმელი თვლის მეთოდი:
    • დათვალე რაოდენობა ყოველი ფორმისთვის, შემდეგ დააჯამე.
    • დააჯგუფე ფორმები 10-იან ჯგუფებად რომ გაამარტივო თვლა.
  • მნიშვნელოვანი: ყველა მოცემული ფიგურა შეუძლებელია აიგოს თხელი რომბით, ან კვადრატებით.  ამოიღეთ ეს გეომეტრიული ფიგურები აქტივობისთვის განკუთვნილი ბლოკებიდან, ან უთხარით მოსწავლეებს რომ მათი გამოყენების უფლება არ აქვთ.

სამუშაო ფურცლების სანახავად გადმოწერე აქტივობა

Twitter
Email
Facebook
Reddit
LinkedIn
Scroll to Top