საკითხები: ტოლობა; გამოკლება; მიმატება; გამრავლება
მასალები: ფანქარი და ფურცელი; სამუშაო ფურცლები
შეგიძლია წააქციო ყველა კეგლი?
რატომ არის კარგი თამაში
ეს არის სწრაფი, მარტივი და სახალისო თამაში მოსწავლეების კოლაბორაციის, ან შეჯიბრისთვის. ასევე კარგი შესაძლებლობაა ყველა მათემატიკურ ოპერაციაში სავარჯიშოდ – მარტივ კონტექსტში, პატარა რიცხვებით.
როგორ ვითამაშოთ
შეგიძლია დემონსტრაციისთვის პირველი თამაში მთელს კლასს ეთამაშო. შემდგომი თამაშები მოსწავლეებს თავად შეუძლიათ ითამაშონ, თვითონ გადაწყვიტონ მარტო ითამაშებენ, წყვილში, თუ პატარა ჯგუფში. როგორც არ უნდა იყოს, შენ გააგორე კამათლები იმისთვის, რომ ყველამ გამოიყენოს ერთი და იგივე რიცხვები.
გააგორე სამი კამათელი. ყველა იყენებს სწორედ ამ სამ კამათელს იმისთვის, რომ „წააქციონ“ კეგლები 1-დან 10-ის ჩათვლით. ყოველ გაგორებაზე შეგიძლია შექმნა გამოთვლა, რომლის პასუხიც იქნება 1-დან 10-ს ჩათვლით და შესაბამისი კეგლი წაიქცევა. შენი მიზანია ჩამოაგდო რაც შეიძლება მეტი!
მაგალითი
გააგორე 3 კამათელი. შენ შეგიძლია წააქციო კეგლი იმ შემთხვევაში, თუ შენი გაგორებული რიცხვებით შეძლებ ამ კეგლის ნომრის მიღებას. შეგიძლია გამოიყენო მიმატება, გამოკლება, გამრავლება და გაყოფა.
მე გავაგორე 1, 3, 4. მე შემიძლია თითქმის ყველა კეგლის წაქცევა დაფაზე:
1 = 4 – 3
2 = 4 – 3 + 1
3 = 4 – 1
4 = 4 × 1
5 = 4 + 1
6 = 4 + 3 – 1
7 = 4 + 3
8 = 4 + 3 + 1
9 = 3 × (4 – 1)
10 = ????
9 კეგლი წავაქციე, ძალიან კარგი შედეგია!
ახლა შენ სცადე. გააგორე სამი კამათელი და ვნახოთ რამდენის წაქცევას შეძლებ.
სააზროვნო კითხვები
- საიდან იპოვე ეს პასუხი?
- შეგიძლია, თუ არა ამ რიცხვებით მიიღო 7?
- შენ მიიღე 8… არის, თუ არა რამე ძალიან მარტივი გზა, რომ 9-ც მიიღო?
შეჯამება
კარგი იქნება, თუ აღმოაჩენ რამე რიცხვს, რაც უმრავლესობამ ვერ ჩამოაგდო და გაარკვევ ვინმემ ხომ არ შეძლო.
რჩევები
- თუ მოსწავლეები ნაკლებად თავდაჯერებულები არიან გამრავლებასთან, გაყოფასთან და ფრჩხილებთან, მიეცი მათ საშუალება დაიწყონ იმით, სადაც კარგად გრძნობენ თავს. თუმცა დაანახე მათ სხვადასხვა არითმეტიკული მოქმედების მნიშვნელობა და უპირატესობა.
- მას შემდეგ, რაც მოსწავლეები 2 წუთის მანძილზე იფიქრებენ ამ პრობლემაზე, დააწყვილე ისინი და ნახე, შეძლებენ, თუ არა ერთმანეთის დახმარებას.