პატერნის ბლოკების მზესუმზირები

საკითხები: ტოლობა; ჩანაცვლება; მიმატება; ერთეულები; გამრავლება

მასალები: პატერნის ბლოკები; ფურცელი; ფანქარი; სამუშაო ფურცლები ცხრილით

 

რამდენი ბლოკი გვჭირდება მზესუმზირის ასაწყობად?

პატერნის ბლოკების მზესუმზირები

რატომ არის კარგი აქტივობა

ეს აქტივობა არის ხელშესახები და ინტიუტიური. ყვავილების რაოდენობის ზრდით ვაცნობთ მოსწავლეებს გამრავლების კონცეპტს, ასევე პრაქტიკული პრობლემით ვავარჯიშებთ მათ ჯგუფებად დათვლაში. 

დაწყება

ააწყე, ან დაფაზე გააზიარე ერთი „მზესუმზირა“ პატერნის ბლოკებისგან და ჰკითხე მოსწავლეებს, რა რაოდენობის ბლოკებია აქ გამოყენებული (თითო სახის). (1 ექვსკუთხედი, 2 ტრაპეცია, 3 რომბი, 6 სამკუთხედი). ეს არის მზესუმზირის მიღების რეცეპტი.

 

ჰკითხე მოსწავლეებს, თუ რამდენი ბლოკი დასჭირდებათ ჯამში, იმისთვის რომ ორი მზესუმზირა ააწყონ. მიეცი მათ დრო პატერნის ბლოკებთან სამუშაოდ, რომ გიპასუხონ (რეალურად იმისთვის, რომ ბლოკებს გაეცნონ). განიხილეთ მათი მიდგომები ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად.  ზოგი მოსწავლე ააწყობს ორ გვირილას, ზოგი კი მხოლოდ რიცხვებით დათვლის. 

 

როდესაც მოსწავლეები მიხვდებიან იდეას, დასვით კითხვა, თითო სახის რამდენი ბლოკი გვჭირდება იმისთვის, რომ ავაწყოთ 1, 2, 3, 4, 5 მზესუმზირა? ამისთვის ქვემოთ მოცემულია სამუშაო ფურცელი. მიეცით მათ ბლოკები, რომელიც რაღაც მომენტში გაუთავდებათ და მოუწევთ მხოლოდ რიცხვებთან მუშაობა.

სამუშაო

სამუშაო პროცესში მასწავლებელმა უნდა იაროს კლასში და დააკვირდეს სამუშაო ფურცლებს. ყურადღება უნდა მიაქციო, თუ რამდენად სწორად ავსებენ მოსწავლეები ცხრილს და ხომ ზუსტად აგებენ მზესუმზირებს. 

 

შეგიძლია ზოგ მათგანს  სთხოვო გაზარდოს ცხრილი 6, 7 და ა.შ. მზესუმზირამდე. ან პირდაპირ ჰკითხო, რამდენი ბლოკია საჭირო 12 მზესუმზირისთვის? განიხილეთ, საიდან იცის მოსწავლემ ამაზე პასუხი.

სააზროვნო შეკითხვები

  • საიდან იცი, რომ ეს სწორი რომბების რაოდენობაა სამი მზესუმზირისთვის?
  • რა კანონზომიერებას ხედავ ცხრილში, რომელიც შეიძლება დაგეხმაროს?
  • დარწმუნებული ხარ, რომ ეს კანონზომიერება შემდეგ მზესუმზირაზეც იმუშავებს?
  • გამოწვევა: ჯამში რამდენი ბლოკია საჭირო 5 მზესუმზირისთვის?

შეჯამება

სთხოვე მოსწავლეებს, შეხედონ შევსებულ ცხრილს და აღმოაჩინონ კანონზომიერებები. შეუძლიათ ახსნან ეს? ეს კანონზომიერება მათთვის უცნაური დამთხვევაა, თუ ლოგიკური ახსნა აქვს? შეუძლიათ ამ კანონზომიერების გამოყენება, იმისთვის, რომ აწყობის გარეშე დათვალონ რამდენი ბლოკი სჭირდება n რაოდენობის მზესუმზირას? როგორ? რამდენად ენდობიან საკუთარ ვარაუდს?

რჩევები

  • მნიშვნელოვანი ელემენტი კლასის მართვაში არის იმ მოსწავლეების ქცევის მართვა, რომლებსაც არ უნდათ რამის აწყობა, ან პრიიქით, აბსტრაქტული სამუშაო. მიეცი მათ საშუალება მიუდგნენ პრობლემას როგორც ეკომფორტულებათ, ჰკითხე, შეუძლია თუ არა გამოიცნონ, რა იქნება ამ ცხრილში შემდეგი რიცხვი? შეამოწმონ ვარაუდი.
  • არ იდარდო იმაზე, თუ არ გაქვს საკმარისი პატერნის ბლოკები იმისთვის, რომ ყველამ 5 მზესუმზირა ააწყოს! პირიქით, კარგია თუ გაუთავდებათ და რეალური პრობლემის წინაშე დადგებიან, სადაც მათემატიკურ კონცეპტებს გამოიყენებენ.

სამუშაო ფურცლების და მაგალითის სანახავად გადმოწერე აქტივობა

Twitter
Email
Facebook
Reddit
LinkedIn
Scroll to Top