საკითხები: გეომეტრია; თვლა; თვლა 20-ის ფარგლებში
მასალები: კუბები/ლეგო/პასტელები/ჩხილები; რვეული და კალამი (თუკი არ აქვთ არანაირი ფიგურა, შეუძლიათ დახატონ ქანდაკებები უჯრებიან ფურცელზე.)
რატომ არის კარგი აქტივობა
ეს აქტივობა ბავშვებს ეხმარება შემოქმედებითი უნარების განვითარებაში, საშუალებას აძლევს, კუბების დახმარებით, ააწყონ მათთვის სასურველი ფორმები და მეტი სიახლოვე ჰქონდეთ გეომეტრიულ ფიგურებთან. კარგია ისიც, რომ ფიგურების აწყობასთან ერთად, აქცენტი თვლაზეც კეთდება.
სამუშაო
გამოწვევა 1: ვიღებთ 20 კუბს.
ვარჩევთ მათგან 7-ს და ვაშენებთ პირველ ქანდაკებას, დანარჩენი კუბებით ვაწყობთ მეორეს.
აწყობენ 2 ქანდაკებას
შეკითხვა: რამდენი კუბი დაგვრჩა მეორე ქანდაკებისთვის?
გამოწვევა 2: ვიღებთ 30 კუბს.
გამოიყენეთ 12 კუბი პირველი ქანდაკების ასაწყობად, დანარჩენით ააწყეთ მეორე.
აწყობენ 2 ქანდაკებას
შეკითხვა: რამდენი კუბი დაგვრჩა მეორე ქანდაკებისთვის?
გამოწვევა 3: აიღეთ 40 კუბი.
გამოიყენეთ 9 კუბი პირველი ქანდაკების ასაწყობად, 14 – მეორე ქანდაკების ასაწყობად, დანარჩენით კი ააწყეთ მესამე.
აწყობენ 3 ქანდაკებას
შეკითხვა: რამდენი კუბი დაგვრჩა მესამე ქანდაკებისთვის?