მათემატიკურ ამოცანაზე დაფუძნებული ამბავი

ათეულების ჩარჩო (გამოიყენეთ სათვლელთან ერთად) არის იდეალური ვარიანტი  ამოცანის ამოსახსნელად. ახლა კი დროა სადემონსტრაციო მაგალითისთვის, რომელიც მოსწავლეებს უნდა წარუდგინო ამ რესურსის მეშვეობით, გაეცნოთ ამბავს და გადაჭრათ პრობლემა.

დაწყება

მაგალითი 1

(გამოიყენეთ ათეულების ჩარჩო, სასურველია თუ ამ აქტივობას პროექტორზე გააშუქებთ, რათა მოსწავლეებმა მარტივად დაინახონ)

ამირანს ჰქონდა 20 ქუდი. აქედან 11 მან მეგობრებს გაუნაწილა, რამდენი ქუდი დარჩა ამირანს?

 

პასუხი

გამოიყენე ამოცანის ვიზუალიზაციისთვის ათეულების ჩარჩო.

ამირანს ჰქონდა 20 ქუდი. ჩვენ შეგვიძლია 20 მთვლელი დავდოთ ერთად, თუმცა მათი აღქმა მარტივი არ იქნება. ათეულების ჩარჩოზე რომ გავანაწილოთ?

ამოცანა

ასე უფრო მარტივია, ხედავთ?!

ახლა რა მოქმედებაა შემდეგი? მოდით გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. ამირანს ჰქონდა 20 ქუდი. რას უშვება იგი ამ ქუდებს? ამათგან 11 ქუდს აძლევს მეგობრებს. მას შეუძლია ეს ქუდები ერთიანად მისცეს მეგობრებს [გააკეთე ამის დემონსტრაცია] ან ნაწილ-ნაწილ. მაგალითად ჯერ ერთი ათეული გააჩუქოს, შემდეგი კი დანარჩენი 1, ანუ ჯამში 11!

ათეულის ჩარჩო

რადგან კითხვა მდგომარეობდა იმაში, თუ რამდენი ქუდი დარჩა ამირანს, ეს შეგვიძლია ბადეზეც კარგად დავინახოთ. საჭიროების შემთხვევაში გადავითვალოთ და გადავამოწმოთ პასუხი. 

 

მაშასადამე (20 ქუდი ჰქონდა ამირანს) – (11 ქუდი მისცა მეგობრებს) = (9 ქუდი დარჩა ამირანს).

 

სცადეთ კიდევ ერთი ჯგუფთან ერთად. მიეცი საშუალება მოსწავლეებს თავად სცადონ ბადისა და სათვლელების დახმარებით. 

 

მაგალითი 2:

ნიკამ იპოვა 5 ნიჟარა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, შებინდებისას, სეირნობის დროს კვლავ მიაკვლია 8 ნიჟარას, თუმცა გზაში ორი ნიჟარა შემოატყდა. რამდენი ნიჟარა დარჩა ნიკას?

ათეულების ჩარჩოს სანახავად გადმოწერე აქტივობა

Twitter
Email
Facebook
Reddit
LinkedIn
Scroll to Top