საკითხები: არითმეტიკა; შეკრება; შედარება; მეტობა; ნაკლებობა
მასალები: წერტილებიანი ბარათები
გახსოვთ თამაში, რომელშიც ორი კარტით ჯამში 10 უნდა მიგვეღო?
რატომ არის კარგი თამაში
ამ თამაშს აქვს მარტივი ინსტრუქცია და მახსოვრობის უნარის გამოყენებით, სახალისოს ხდის სწავლის პროცესს. ძალიან კარგი სავარჯიშოა რიცხვთა იმ წყვილების საპოვნელად, რომლებიც ჯამში გვაძლევს 10-ს.
როგორ ვითამაშოთ
მოხალისესთან ერთად, ითამაშე სადემონსტრაციოდ და თან ახსენი წესები. დასტიდან აირჩიეთ ორი ათეული (0-10) ბანქო. აჩეხეთ და დასტები განალაგეთ სახით ქვემოთ. თითო მცდელობაზე მოთამაშეებს აქვთ ორი კარტის ამობრუნების უფლება. თუ ეს ორი კარტი ჯამში გვაძლევს 10-ს, მაშინ ამ კარტებს ვიღებთ და ამოვატრიალებთ სხვებს. თუ მომდევნო ამობრუნებაზე ჯამი 10-ის ტოლი არ იქნება, სვლა გადადის მოწინააღმდეგეზე. ითამაშეთ ბანქოს დამთავრებამდე.
თუ ოთხკაციანი ჯგუფი მიიღებს ერთ დასტას, მაშინ მათ შეეძლებათ მისი ორად გაყოფა და წყვილებში თამაში. როდესაც დაასრულებენ თამაშს, სასურველია შეკრან დასტა და ისე დააბრუნონ.
სააზროვნო კითხვები
- რა რიცხვს ისურვებდით, როცა 10 უკვე ამოაბრუნეთ პირველ ჯერზე? დაფიქრდით ამაზე სანამ ამოაბრუნებთ მეორე კარტს.
- იცი რომელიმე წყვილი, რომელიც ათს შეადგენ?
- შეგიძლია ნებისმიერი რამ მოიმოქმედო იმ კარტით, რომელიც ამოაბრუნე?
- დაამტკიცე, რომ ამობრუნებული ორი კარტის ჯამი 10-ის ტოლია.
შეჯამება
მიეცი მოსწავლეებს უფლება ილაპარაკონ თავიანთ მიგნებებზე და დასვან კითხვები თამაშის შესახებ. საინტერესო იქნება, თუ იმ შემთხვევაში, როცა მოსწავლეს ათის ჯამი ამოუვა, ჰკითხავთ, ემარტივა, თუ გაურთულდა რომელიმე კონკრეტული მაგალითი და რატომ?
რჩევები
- მოსწავლეებისთვის, ვისაც ურთულდება მსგავსი თამაში, სცადე მახსოვრობა ხუთეულებზე. რომელშიც მხოლოდ გამოიყენება რიცხვები 0-დან 5-მდე. წყვილები უნდა დაჯამდეს 5-მდე.
- მოსწავლეები შეიძლება რამდენიმე თამაშის მერე საინტერესო ვარიანტებამდე მივიდნენ. მაგალითად სამი კარტის ამობრუნება იმისთვის რომ 10 შედგეს.