საკითხები: მენტალური მათემატიკა; რიცხვები; არგუმენტაცია; კრიტიკა
მასალები: დაფა და პროექტორი
სხვადასხვა ერთეულებში დათვლა.
რატომ არის კარგი აქტივობა
ერთეულების ჩატი არის ისეთი აქტივობა, რომელშიც აღვნიშნავთ არა მხოლოდ რაოდენობას, არამედ ასევე ვრთავთ ერთეულს. ეს არის პროდუქტიული, გასართობი, დიფერენცირებული და ჩამთრევი გახსნა გაკვეთილის დასაწყებად. კარგია 5 – 10 წუთიანი გახსნისთვის, ან დახურვისთვის.
დაწყება
გახსენით ერთ-ერთი სურათი. მას უნდა ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის დასათვლელი ობიექტები, უნდა იყოს დალაგებული რიგების, ან სხვა სტრუქტურის მიხედვით, მორგებული ასაკობრივ ჯგუფზე. მოსწავლეებს აქვთ გარკვეული დრო, რომ უბრალოდ უყურონ სურათს და დათვალონ ესა, თუ ის ობიექტები. დაახლოებით 20 – 60 წამის შემდეგ, ჰკითხე მოსწავლეებს, თუ რას ხედავენ. აუცილებლად მიიღებ განსხვავებულ პასუხებს იმის შესახებ, თუ რა დაინახეს და რამდენი. აახსნევინე მოსწავლეებს, თუ როგორ დათვალეს, რასაც ითვლიდნენ და სხვა რა ობიექტებია სურათზე, რისი დათვლაც შეიძლება.
მაგალითი
შენ: შეხედეთ ამ სურათს. იფიქრეთ, რამდენია? [ელოდები 30 წამი] ძალიან ჩუმად მიუბრუნდი შენს გვერდზე მჯდომს და ჰკითხე: შენი აზრით რამდენია? [მოსწავლეები ჩუმად შედიან დისკუსიაში]. ვის შეუძლია გაგვიზიაროს, რას ხედავთ სურათზე?
მოსწავლე: ავოკადოებს
შენ: რამდენ ავოკადოს ხედავ?
მოსწავლე: თხუთმეტს!
შენ: თხუთმეტი ავოკადო. ჰმ.. მე მაგას ვერ ვხედავ საერთოდ
მოსწავლე: შეხედე, ზემოთ არის ხუთი ცალი მერე კიდე ხუთი და მერე კიდე ხუთი, ამიტომაა 15.
შენ: აა! შენ იგულისხმე ნახევარი ავოკადოები? მაშინ გეთანხმები, 5, 10, 15 ცალი ავოკადოს ნახევარია. სხვას რას ხედავთ?
მოსწავლე: ჭადრაკის დაფას ჰგავს.
შენ: მართალი ხარ. კურკიანი და უკურკო ავოკადოს ნახევრები ქმნიან ჭადრაკის პატერნს. ეს იმას ნიშნავს რომ იმდენივე უკურკო ნახევარი გვაქვს, რამდენიც კურკიანი?
მოსწავლე: კი! / არა!
მოსწავლე: 8 კურკაა სულ.
შენ: მოდი გადავთვალოთ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8. მართალია! სათითაოდ დაითვალე?
მოსწავლე: არა, ზემოთ 3 დავინახე, მერე 2 და ქვემოთ 3.
შენ: აჰა, და 3 + 2 + 3 = 8.
მოსწავლე: უკურკო კი მხოლოდ 7 ცალია
შენ: უცნაურია რომ სხვადასხვა რაოდენობის გვაქვს კურკიანები და უკურკოები. არადა ერთის გამოტოვებითაა კურკა, არ მესმის, როგორ მოხდა ასე?
მოსწავლე: იმიტომ რომ პირველ და ბოლო ავოკადოს აქვს კურკა, კიდევ ერთი ხაზი რომ იყოს, მაშინ თანაბარი იქნებოდა.
შენ: ა, მგონი ახლა გასაგებია. შენ ამბობ, რომ ასე მიდის „კურკა, უკურკო, კურკა, უკურკო….“ თუმცა მთავრდება „კურკა“-ზე და იწყება „კურკა“-ზე, შესაბამისად ერთით მეტია.
მოსწავლე: ერთი „უკურკო“ გადააგდეს.
შენ: რას გულისხმობ?
მოსწავლე: რვა ავოკადო გაჭრეს შუაზე და ერთი უკურკო ნახევარი გადააგდეს.
შენ: საიდან იცი?
მოსწავლე: იმიტომ რომ თუ ყველა ნახევარს ერთად დადებ ავოკადოს ასაწყობად, 8 ცალი ავოკადო გამოვა, თუმცა ერთ ცალ კურკიანს ნახევარი დააკლდება.
შენ: მაშ, ამ სურათზე რამდენი ცალი ავოკადოა?
მოსწავლე: შვიდი და ნახევარი
შენ: მართალია. შეგვიძლია ეს დავინახოთ როგორც 15 ნახევარი ავოკადო, ან როგორც 7 და კიდევ ნახევარი ავოკადო. მაგარია!
სააზროვნო კითხვები
- როგორ დაინახე ეს?
- როგორ დაითვალე ეს?
- სხვა ვინმე ხომ არ ფიქრობთ რომ შეგიძლიათ ახსნათ რასაც _____ ამბობს?
- იპოვე მეწყვილე და განიხილე, თუ რომელმა რამდენი დაითვალეთ.
რჩევები
- გამოიყენე მკაფიო სურათები. საუკეთესო სურათებს აქვთ მარტივი ობიექტები, მარტივად დათვლადია და ასევე აქვს ელემენტები, რისი დათვლაც რთულია
- შეგიძლია ხაზი გაუსვა მოსწავლეების თვლის სტრატეგიებს, ან გადაიტანო საუბარი იმაზე, თუ რა დაითვალეს, გააჩნია სიტუაციას, როგორც უფრო სახალისო და განმავითარებელი იქნება. არაუშავს თუ ერთეულების ჩატი გადაიზრდება „რიცხვით საუბარში“.
- დაიმახსოვრე: ჯობია ბევრი პატარა სურათის განხილვა, ვიდრე ერთი დიდის. დაუმიზნე 5-10 წუთს.