ჩაწერეთ გამოსახულება, ან დახატეთ ამოცანის ამოხსნა.
ორმა მეკობრემ იპოვა განძით სავსე სკივრი და შიგნით არსებული განძი ორად გაიყო. ახლა კი, უნდა გაიგო, სულ რამდენი განძი იპოვა ორივე მეკობრემ ერთად.
- პირველმა მეკობრემ სამი ოქროს მონეტა იპოვა. მეორე მეკობრემ კი – 11 ოქროს მონეტა. სულ რამდენი ოქროს მონეტა ყოფილა სკივრში?
- პირველმა მეკობრემ იპოვა 17 ბრილიანტი. მეორემ კი – 13.
- სულ რამდენი ბრილიანტი იყო სკივრში?
- პირველმა მეკობრემ 19 ოქროს მონეტა იპოვა. მეორემ – 22. სულ რამდენი ვერცხლის მონეტა ყოფილა სკივრში?
ახლა კი, თქვენ უნდა გაიგოთ, განძის რა ნაწილი აიღო მეორე მეკობრემ.
- სკივრში სულ 20 ოქროს სანათი იყო. აქედან 7 ცალი პირველმა მეკობრემ აიღო, დანარჩენი კი – მეორემ. რამდენი ოქროს სანათი აუღია მეორე მეკობრეს?
- სკივრში 25 ოქროს საათი იყო. მათგან 16 პირველმა მეკობრემ აიღო, დანარჩენი საათები კი – მეორემ. სულ რამდენი ოქროს საათი აიღო მეორე მეკობრემ?
- სკივრში 30 საგანძურის რუკა იყო. პირველმა მეკობრემ 23 რუკა აიღო, დანარჩენი კი მეორეს დარჩა. რამდენი საგანძურის რუკა აიღო მეორე მეკობრემ?
თქვენი აზრით, საგანძურის ასეთი დაყოფა სამართლიანი იყო მეორე მეკობრისთვის?
ახსენით რატომ.