მონსტრი

ისტორია

გუშინ ღამით, როდესაც დაძინებას ვცდილობდი, ოთახში მიმოვიხედე და დავინახე მონსტრის ჩრდილი.

დავინახე მისი ძლიერი ხელები. 2-ის მაგივრად, მას 4 ხელი ჰქონდა, თითოეულზე კი – 12 ბასრი ბრჭყალი.

დავინახე მისი სახე. მონსტრს 1-ის მაგივრად, 6 პირი ჰქონდა, თითოეულ მათგანში – 20 კბილი. 

მონსტრმა გააღო ერთ-ერთი პირი და დავინახე, რომ თითოეულ კბილში 3 მატლი ჰყავდა. 

მონსტრი ჩემკენ მოცოცდა, უკვე ვიცოდი, რაც უნდოდა. 

ხელი გავწიე და მონსტრს ჩემი სათამაშო დათუნია მივაწოდე. ის მადლიერად ღრიალებდა. შემდეგ იატაკზე დაწვა და ჩაეძინა. 

არავის უთხრა, თუმცა გახსოვდეს, რომ მონსტრებს სიბნელის ეშინიათ. 

შეკითხვები

უპასუხე ქვემოთ მოცემულ შეკითხვებს. დაიცავი შენი პასუხები (ახსენი რატომ ფიქრობ ასე). თუ დაგჭირდება, დახატე შესაბამისი ნახატები. 

 

  1. რამდენი კლანჭი აქვს მონსტრს? 
  2. რამდენი კბილი აქვს მონსტრს ერთ პირში? 
  3. რამდენი კბილი აქვს მონსტრს ყველა პირში ერთად? 
  4. რამდენი მატლი ჰყავს მონსტრს თითოეულ პირში? 
  5. სულ რამდენი მატლი ჰყავს? 
  6. ერთ დღეს მონსტრმა შეჭამა 72 წურბელა. თითოეული პირით მან თანაბარი რაოდენობის წურბელა შეჭამა. რამდენი წურბელა უჭამია ერთი პირით? 

სამუშაო ფურცლების სანახავად გადმოწერე აქტივობა

Twitter
Email
Facebook
Reddit
LinkedIn
Scroll to Top