საკითხები: მიმატება; შეფასება; ალბათობა
მასალები: ხუთი კამათელი თითო ჯერისთვის; ფურცელი და ფანქარი
სწრაფი და გასართობი თამაში 20-მდე არითმეტიკულ ოპერაციებში სავარჯიშოდ.
რატომ არის კარგი თამაში
“გადაარჩინე ოცეული” არის რისკის შემცველი ელემენტების მქონე სწრაფი და სახალისო თამაში. თითოეული მცდელობა მოთამაშეებში აღფრთოვანებას იწვევს. ეს არის კარგი აქტივობა იმისთვის, რომ დაეხმაროთ მოსწავლეებს განივითარონ ინტუიცია 20-მდე რიცხვებთან მიმართებით.
როგორ ვითამაშოთ
აირჩიე მოხალისე და ითამაშე ერთი თამაში მასთან ერთად, ისე რომ მთელმა კლასმა დაინახოს. მას შემდეგ, რაც რამდენიმე ხელს ითამაშებ მოხალისესთან ერთად, მიეცი მოსწავლეებს უფლება ითამაშონ თამაში წყვილებში, ან 3 კაციან ჯგუფებში.
თამაშში უმჯობესია მონაწილეობა მიიღოს ორმა, ან სამმა მონაწილემ. მიზანი არის შეაგროვო 20, ან 20-თან ყველაზე ახლოს მყოფი რიცხვი, ისე რომ 20-ს არ გადაცდე. შენ გექნება 4 ცდა თითოეული თამაშისთვის. პირველ ცდაზე გააგორე ხუთი კამათელი. შეგიძლია მათზე გაგორებული რიცხვები დატოვო, ან თავიდან გააგორო. რომელსაც არ იტოვებ, იმას აგორებ ხელახლა.
მეორე და მესამე ცდაზე შენ აგორებ იმ კამათლებს, რომლის მნიშვნელობის შენახვაც არ გსურს. თუ გააგორებ სასურველ რიცხვს, მაშინ იტოვებ, ხოლო თუ არ მოგვეწონა, შეგიძლია რომელიმე მათგანი კიდევ გააგორო.
მეოთხე ცდაზე კი შეგიძლია გააგორო ნებისმიერი კამათელი შენახულებიდან.
საბოლოოდ კი უნდა დათვალო შენი კამათლების ჯამი. თუ გაგორებული კამათლების ჯამი 20-ს აჭარბებს, მაშინ გეწერება 0 ქულა. თუ 20-ზე მცირეა, მაშინ გეწერება იმდენი ქულა, რამდენიც გააგორე. 20-ზე 20 ქულა, 15-ზე 15 ქულა და ა.შ.
ითამაშეთ ცხრაჯერ, გამარჯვებული ის არის, ვისაც ყველაზე მეტი ქულა დაუგროვდება.
მაგალითი
პირველი ცდა – მე გავაგორე 2, 2, 3, 5, 6. ამათგან შევინახე 3 და 5, ხოლო დანარჩენი სამი კამათელი თავიდან უნდა გავაგორო.
მეორე ცდა – თავიდან გავაგორე სამი კამათელი და მივიღე 1, 1, 6. ამათგან არცერთი შემინახავს. მაშასადამე სამივე თავიდან უნდა გავაგორო.
მესამე ცდა – თავიდან გავაგორე ის სამი კამათელი და მივიღე 2, 5, 6. მე შევინახე 2 და 5.
მეოთხე ცდა – გავაგორე ერთი დარჩენილი კამათელი და მივიღე 1.
ოთხი მცდელობის შემდეგ ჩემი საბოლოო ქულა იქნება 3+5+2+5+1=16. იქიდან გამომდინარე, რომ 20-ს არ გადავცდი, ჩემი ქულა იქნება 16.
როცა ჩემი რიგი დასრულდება, კამათლებს გადავულოცავ ოპონენტს.
სააზროვნო კითხვები
- არსებობს საუკეთესო სტრატეგია ამ თამაშისთვის? არსებობს უკეთესი, ან უარესი სტრატეგიები თამაშის დროს?
- თუ 18 გააგორე შენს პირველივე ცდაზე, უნდა დასჯერდე 18 ქულას, თუ უნდა სცადო უკეთეს შედეგზე გასვლა?
- თუ 20 არის საუკეთესო რიცხვი, რომლის მიღებაც შეიძლება 4 ცდის შემდეგ, 5 კამათლით, რა იქნება საუკეთესო რიცხვი, რომლის მიღებაც შესაძლებელი იქნება 3 ცდაში 4 კამათლით?
შეჯამება
განიხილე მოსწავლეებთან ერთად სტრატეგიები, რომლებსაც შეამჩნევ აქტივობის პროცესში. რა არის 20-ის მიღების საუკეთესო გზა? უნდა შეინახო 4, ან 5, თუ მხოლოდ 6-იანები? უნდა გააგორო, თუ არა კამათელი, თუ 18-ზე ხარ გაჩერებული? თუ 17-ზე ხარ გაჩერებული?
რჩევები
- “გადაარჩინე ოცეული” არის მარტივი თამაში. როგორც კი მოსწავლეები გაიაზრებენ თამაშის პრინციპს, მისი თამაში შეიძლება თავისუფალ დროს.
- რბილი კამათელი საუკეთესო ვარიანტია ამ თამაშისთვის, რადგან ხმა არ ექნება.
- შეთანხმდით, რომ თუ კამათელი მერხიდან გადავარდა, ხელახლა გაგორდეს. ხოლო თუ კამათელი ძალიან შორს გადავარდა მერხიდან, მაშინ ეს სვლა ჩაითვალოს დაკარგულ სვლად და გამგორებელს ნული ქულა დაეწეროს.
- თუ რამდენიმე ორნიშნა რიცხვის ერთდროულად შეკრება ერთულებათ შენს მოსწავლეებს, საბოლოო ქულის დათვლის დროს, გამოიყენეთ უფრო მარტივი მეთოდები:
- ყოველი ჯერის შემდეგ დაუმატონ წინა შედეგს ახალი.
- ითამაშეთ ნაკლები რაუნდი თამაშის დასრულებამდე. 9-ის ნაცვლად 5-ჯერ, ან თქვენ აარჩიეთ.
- დიწერონ თითო ქულა ყოველ მოგებულ თამაშზე და არა კამათლების საბოლოო მნიშვნელობა.
- მეტი გამოწვევებისთვის შეგიძლია გამოიყენოთ 10, ან 12-გვერდა კამათლები და ისე ითამაშოთ.