ყვავილის ფორმის ამოცანები

საკითხები: მიმატება; გამოკლება; ლოგიკა

მასალები: სამუშაო ფურცლები, ფანქარი და შავი ფურცელი.

 

ჩასვი თითო რიცხვი ყვავილის ფოთლებში ისე, რომ თითოეულ მწკრივში რიცხვების ჯამი ტოლი გამოვიდეს.

რატომ არის კარგი აქტივობა

ეს არის მარტივი, მაგრამ დამაფიქრებელი დავალება, რომელსაც  შეუძლია   მოსწავლეებს უბიძგოს საკუთარ შეცდომებზე ყურადღების გამახვილებით, მიაკვლიონ სწორ გზას. გარდა ამისა, ეს ამოცანა თავისი ფორმის  წყალობით, ახსნის პროცესსაც საინტერესოს ხდის. იგი მოსწავლეებს ეხმარება სტრუქტურული აზროვნების განვითარებაშიც.

დაწყება

დახატე „კოპწია ყვავილი“  და აუხსენი მოსწავლეებს, რომ თითო რგოლში მხოლოდ ერთი რიცხვის ჩაწერაა შესაძლებელი (1-დან 7-ის ჩათვლით), ამასთანავე, თითოეული რიცხვი უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ერთხელ. არ შეიძლება ორ სხვადასხვა უჯრაში ჩაიწეროს 1 და 1. თუ რომელიმეში უკვე წერია 1, მას ვეღარ გამოვიყენებთ. ასევე, ყველა სწორი ხაზის გაყოლებაზე რიცხვების ჯამი უნდა შეადგენდეს 10-ს. შემდეგ კი, შეეცადე მოსწავლეებისგან მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ რიცხვს ჩაწერდნენ შუაში და რატომ. დარწმუნდი, რომ არავინ აპირებს ყვავილის შუაგულში 1- იანის ჩაწერას.

ყვავილის ფორმის ამოცანები

მოსწავლეების შემოთავაზებული ვარიანტით ააწყვე ყვავილი, აჩვენე, რომ ამ ვარიანტით, ბოლომდე სწორად ვერ ვანაწილებთ რიცხვებს. შემდეგ კი დაურიგე სამუშაო ფურცლები და სთხოვე მოსწავლეებს, დამოუკიდებლად სცადონ დავალების შესრულება.

მაგალითი

მასწავლებელი: მე მსმენია, რომ 1- 7-მდე რიცხვები ისე შეიძლება ჩაიწეროს ამ ყვავილში, რომ ყველა წრფეზე განლაგებულ რიცხვთა ჯამი 10-ის ტოლი გამოვიდეს. თავად არ მიცდია და თქვენი დახმარება მჭირდება იმისთვის, რომ გამოვიცნო რომელი რიცხვის ჩაწერა იქნება ცენტრალურ უჯრაში უმჯობესი.
მოსწავლე 1: შესაძლოა 3.
Მასწავლებელი: მოდი, ვცადოთ და რადგან სამი გამოვიყენეთ, გადავხაზავ სამიანს ჩემი რიცხვთა ჩამონათვალიდან. ახლა ამ მომდევნო რგოლში რა უნდა ჩავწერო?
მოსწავლე 2: ექვსი იყოს მას.
მასწავლებელი: მშვენიერია, ჩვენ გვაქვს 3 ცენტრში და 6 კიდეში, კიდევ რა რიცხვი გვჭირდება 6-ის მოპირდაპირედ, რომ ჯამში 10-ის ტოლი გამოვიდეს? ანუ, თუ 6-ს მივუმატებთ 3-ს, მაშინ კიდევ რა უნდა მივუმატოთ რომ 10 მივიღოთ, ანუ 6+3+?=10.
მოსწავლე 3: 1 უნდა მივუმატოთ.
მასწავლებელი: რატომ 1?
მოსწავლე 4: იმიტომ რომ 6+3=9 და კიდევ +1 გვინდა, რომ 10 მივიღოთ.
მასწავლებელი: აჰა, გასაგებია. კარგი, მაშინ გამოვიყენოთ ერთი. ახლა დანარჩენი უჯრებიც შევავსოთ (აგრძელებთ ამას იქამდე სანამ რომელიმე ეტაპზე დავალების სწორად შესრულება აღარ იქნება შესაძლებელი.)
Მასწავლებელი: ვფიქრობ, ეს მეთოდი არ იმუშავებს. სხვა რიცხვი ხომ არ გვეცადა შუაში…რა იყოს მომდევნო რიცხვი? (მოსწავლეები ამბობენ მათთვის სასურველ რიცხვებს) იცით რა მოვიფიქრე? მოდით, სამუშაო ფურცლებს დაგირიგებთ და ყველამ თქვენი სასურველი რიცხვით სცადეთ.

ყვავილის ფორმის ამოცანების მაგალითი

სამუშაო

მიეცი ბავშვებს უფლება იმუშაონ დამოუკიდებლად, ან წყვილებში რათა ამოხსნან ყვავილის ტიპის ამოცანები. როდესაც ამოხსნიან ამ დავალებას, მოემზადეთ შემდეგი გამოწვევებისთვის.

 

გამოწვევა 1: ჩაწერეთ ყვავილში რიცხვები ისე, რომ ნებისმიერი სამეულის ჯამი უდრიდეს 10-ს.

გამოწვევა 2: ჩაწერეთ ყვავილში რიცხვები ისე, რომ ნებისმიერი სამეულის ჯამი უდრიდეს 12-ს.

გამოწვევა 3: ჩაწერეთ ყვავილში რიცხვები ისე, რომ ნებისმიერი სამეულის ჯამი უდრიდეს 14-ს. 

გამოწვევა 4: ჩაწერეთ ყვავილში რიცხვები ისე, რომ ნებისმიერი სამეულის ჯამი უდრიდეს 18-ს.

გამოწვევა 5: ჩაწერე ყვავილში 12-20-მდე რიცხვები ისე, რომ ნებისმიერი სამეულის ჯამი უდრიდეს 48-ს.

გამოწვევა 6: მოსწავლეები აკეთებენ საკუთარ ყვავილის ფორმის ამოცანებს.

გამოწვევა 7: გართულებული ყვავილის ამოცანები. (1-9 რიცხვები)

სააზროვნო კითხვები

  • რა რიცხვი უნდა ჩავწეროთ შუა რგოლში?
  • რა უნდა ჩაიწეროს დანარჩენ რგოლებში რომ სამი რიცხვის ჯამი 12 გამოვიდეს?
  • Რამდენია გვერდებზე ჩაწერილი ორი  რიცხვის ჯამი?

რჩევები

  • იმ შემთხვევაში, როცა თითო რიგში ჩაწერილი რიცხვთა ჯამი 10 უნდა გამოვიდეს, სადემონსტრაციო მაგალითის დროს არ ჩაწეროთ 1 შუა წრეში. Ხოლო, როცა რიცხვთა სასურველი ჯამი 12-ია, მაშინ შუა რგოლში არ ჩაწეროთ ოთხი. ამ ხერხით თავს აარიდებთ შემთხვევით სწორი პასუხის მიღებას.
  • თუ ამოცანის ვიზუალიზაციისთვის დამხმარე რესურსები სჭირდებათ, მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენონ სათვლელები.
  • თუ მოსწავლე მორჩა ამ დავალებას, შესთავაზეთ მეტ ფოთლიანი „ყვავილი“ დახატონ და სცადონ მათი შევსება.
  •  წაახალისეთ მოსწავლეები, რომ თვითონ მოიფიქრონ და შეადგინონ ამოცანები. ეს შეიძლება იყოს საწყისი ნაბიჯი უფრო დიდი აღმოჩენებისთვის.

სამუშაო ფურცლების სანახავად, გადმოწერე აქტივობა

Twitter
Email
Facebook
Reddit
LinkedIn
Scroll to Top