დაჯგუფება

საკითხები: თვლა; მიმატება; გამოკლება; გაყოფა; გამრავლება

დაწყება

  • მასწავლებელი ასახელებს რიცხვს (მაგალითად, 3) და მოსწავლეები, რაც შეიძლება სწრაფად, ჯგუფდებიან 3 წევრიან ჯგუფებად. ზოგ ცდაზე, შესაძლოა, რომელიმე მოსწავლე ჯგუფს გარეთ დარჩეს, მაგრამ ყოველ მომდევნო ცდაზე ჯგუფები ახლიდან იქმნება და მოსწავლეებსაც აქვთ საშუალება სხვადასხვა ჯგუფებში გადანაწილდნენ.

როდესაც მოსწავლეები განაწილდებიან ჯგუფებში, მათ შეუძლიათ გაუზიარონ ერთმანეთს სხვადასხვა რამეები:

  • (თუ ახალი ჯგუფია) ერთმანეთის სახელები დაიმახსოვრონ
  • როგორ გაატარეს შაბათ-კვირა
  • როგორ გაატარეს ზაფხული
  • გაუზიარონ საყვარელი წიგნი / თამაში / პერსონაჟი / მულტფილმი (ეს საშუალებას მოგვცემს ბოლოს შევამოწმოთ მეხსიერება და ყველამ ჩამოწეროს თუ ვისი რა ახსოვს)

სადემონსტრაციო თამაშის დროს, ჯერ დაასახელეთ ერთნიშნა რიცხვები. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები გაიგებენ არსს, შეგიძლიათ დაასახელოთ შეკრების ან გამოკლების მაგალითები (მაგ. „დაჯგუფდით 7-4 კაციან ჯგუფებში“). 

არ დაგავიწყდეთ 1-იანი ჯგუფის დასახელება და ჯგუფის, სადაც კლასის ყველა მოსწავლე იქნება თავმოყრილი.

 

რჩევები

  • მასწავლებელსაც შეუძლია შევიდეს, ან გამოვიდეს ჯგუფებში, თუ საჭიროა, რომ რომელიმე მოსწავლე არ დაგვრჩეს მეწყვილეს გარეშე.
  • არ დაგავიწყდეს, რომ თამაშის რაიმე მომენტში დაიძახო 1 და ასევე ის რაოდენობა, რამდენიც სულ არიან. ორივე სიტუაცია სახალისო სიურპრიზი იქნება.
  • შეგიძლია, დაასახელო კომპლექსური ამოცანებიც: განაწილდით 16-3*(9-5)-კაციან ჯგუფებად.
Twitter
Email
Facebook
Reddit
LinkedIn
Scroll to Top