კუბებით სავსე მუჭა

საკითხები: გეომეტრია; მიმატება; თვლა; ვარაუდი; სიმეტრია

მასალები: კუბები; ათეულის ჩარჩო; კვადრატული ფილები; ფანქარი და კალამი

 

რამდენი კუბი შეგიძლია დაიჭირო ხელში?

რატომ არის კარგი აქტივობა

ეს აქტივობა კარგი საშუალებაა დაჯგუფების, მიმატებისა და გამოკლების გამოყენებით, თვლის დახელოვნებისათვის. ეს გაკვეთილი კუბებთან მუშაობის კარგი შესავალია – მხიარული და ჩართული პირველი აქტივობა ვარაუდისა და თვლისთვის.

კუბებით სავსე მუჭა

დაწყება

შეკრიბე მოსწავლეები ერთად და ითხოვე მოხალისე. მათი მიზანია, ივარაუდონ რანდენი კუბის დაჭერას შეძლებენ ერთ ხელში. მათი ვარაუდები ერთად ჩამოწერე, შემდეგ კი ამოაღებინე ყუთიდან რამდენსაც შეძლებენ (კუბები ყუთში დაცალკევებული უნდა იყოს). უფრო მეტი აიღეს, ვიდრე ივარაუდეს, თუ პირიქით? გამოიცნეს? გამოიყენე ათეულის ჩარჩო, რომ თვლის პროცესი უფრო თვალსაჩინო გახადო. 

დათვალე რამდენი კუბი დაიჭირეს და ეს რიცხვიც ჩაიწერე.

 

გაიმეორე იგივე რამდენიმე მოსწავლისთვის. შემდეგ მიეცი მოსწავლეებს საშუალება, თავად სცადონ. პირველ რიგში, თავიანთი ვარაუდი დაწერონ, შემდეგ დათვალონ და დაწერონ რამდენის აღება შეძლეს. რომელი რიცხვია მეტი?

 

აქტივობის პროცესში, როცა მოსწავლეები მზად იქნებიან, გაურთულე გამოწვევა.

გამოწვევა 1: რამდენი კუბი შეგიძლია დაიჭირო ერთ ხელში?

გამოწვევა 2: რამდენი კუბი შეგიძლია დაიჭირო ორ ხელში?

გამოწვევა 3: რამდენი კვადრატული ფილა შეგიძლია დაიჭირო ერთ ხელში?

გამოწვევა 4: რამდენი კვადრატული ფილა შეგიძლია დაიჭირო ორ ხელში?

სააზროვნო კითხვები

  • რამდენი ამოიღე ბოლო ცდაზე? შენი აზრით, რამდენს ამოიღებ ამ ცდაზე?
  • როგორ თვლი კუბებს?
  • მოდი, ერთად დავთვალოთ.
  • მე ვფიქრობ, კუბებს თუ დავალაგებდით, უფრო მარტივი იქნებოდა დათვლა. მოდი დავალაგოთ მიმდევრობით ათეულების ჩარჩოში.

შეჯამება

(თუ ფიქრობ, რომ მოსწავლეები ამის გაგებას შეძლებენ) ისევ შეკრიბე ერთად და აჩვენე მათემატიკური სიმბოლო ”>” და უთხარი, თუ როგორ გამოიყენონ ის რიცხვების შედარებისას. აჩვენე როგორ ჩაიწერება უტოლობა 12 > 8, რომელიც გვიჩვენებს, რომ 12 მეტია 8-ზე. 

რჩევები

  • როცა მოსწავლეები შეეჩვევიან აქტივობას, შეგიძლია ყველას გააკეთებინო ერთხელ და შეადარო შედეგები.
  • თუ ისინი მზად არიან უფრო დიდი გამოწვევებისთვის, დააწყვილე: რამდენი კუბის/ფილის დაჭერა შეუძლია ორივეს ერთად?
  • იმისათვის, რომ უფრო განავრცო ეს აქტივობა, შეგიძლია გამოიყენო სხვა რესურსები – რამდენი პატერნის ბლოკი/საშლელი და ა.შ. შეუძლიათ მოსწავლეებს დაიჭირონ ერთ ან ორ ხელში?
Twitter
Email
Facebook
Reddit
LinkedIn
Scroll to Top