დროშების წილადები 2

საკითხები: ტოლი წილადები; წილადები

მასალები: სამუშაო ფურცლები; ფერადი ფანქრები

 

შექმენი ახალი დროშები – დარწმუნდი რომ ფერები იგივე პროპორციითაა!

რატომ არის კარგი აქტივობა

ეს აქტივობა აგრძელებს ტოლი წილადების აღმოჩენას, ახალი მიმართულებებით გახსნაში მოსწავლეებს კიდევ უფრო მეტი იდეა გაუჩნდებათ წილადების ტოლობასთან დაკავშირებით.

დაწყება

გამოიყენე სურათები დროშების წილადები-დან (მეორე ნაწილი მონიშნულია)

 

ჰკითხე მოსწავლეებს, რომელ დროშაზეა მეტი წითელი. მიეცი საშუალება, რომ თავად იფიქრონ კითხვაზე, განიხილონ მეწყვილესთან, ან უთხრან მთელ კლასს. ამ დისკუსიის მთავარი აზრი არის ის, რომ ნაწილის ზომაა მნიშვნელოვანი და არა რაოდენობა. პერუს დროშაში 2/3 წითელია, თუმცა ლატვიის დროშაში უფრო მეტი, ვინაიდან წითელი ნაწილები 1/3 ზე დიდია. მეტი ხაზის დამატება გვიჩვენებს, რომ წითლად 1/4-ია გაფერადებული.

 

პერუ და ლატვია

შეახსენე მოსწავლეებს დავალება: შექმნან ისეთი ახალი დროშა, რომლის თითოეულ ფერსაც დროშის იგივე ნაწილი უკავია, რაც საწყის დროშაზე. აჩვენეთ მოსწავლეებს მეორე დამწყები სურათი და ჰკითხე, ეს დროშა პერუს ახალი დროშაა, თუ პოლონეთის. 

 

 

რომელი დროშის ახალი ვერსიაა ეს?

პოლონეთის ახალი დროშა

მიეცი დრო, იმსჯელონ წყვილებში და შემდეგ ჯგუფებში. იდეა აქაც ესაა: იმის მიუხედავად, რომ „ჩემს დროშას“ სამი ნაწილი აქვს ისევე, როგორც პერუსას, თითოეული ნაწილი განსხვავებული ზომისაა, ასე რომ, არასწორი იქნებოდა მათი ასე აღწერა „1/3-ით თეთრი”. სინამდვილეში იგი ნახევრად თეთრია და ნახევრად წითელი ისევე, როგორც პოლონეთის დროშა. 

მოსწავლეების ახალი დროშები შესაძლოა ისეთო იყოს, როგორიც უნდათ მანამ, სანამ აკმაყოფილებს პირობას. ამ აქტივობაში შეეძლებათ აირჩიონ ნებისმიერი ქვეყნის დროშა, იმათ გარდა, რაც სამუშაო ფურცლებზეა მოცემული. მოსწავლის არჩეული დროშა შეგიძლია გაუხსნა პროექტორზე. 

მოსწავლეებს შეუძლიათ შეავსონ სამუშაო ფურცლები როგორც აქტივობამდე, ისე მის განმავლობაში და მერეც. სამუშაო ფურცლებმა შესაძლოა გაუმარტივოთ მოსწავლეებს აღქმა დროშის რა ნაწილი რომელი ფერია, სანამ უშუალოდ საკუთარზე მუშაობას დაიწყებენ. 

სამუშაო

მიეხმარე მოსწავლეებს საჭიროებისამებრ. თუ მნიშვნელოვნად ჩათვლი, შეგიძლია სთხოვო მოსწავლეებს გაჩერება და ისევ დისკუსიაში განაგრძოთ იმის გარჩევა, თუ რა ნაწილია ჩეხეთის დროშაში გაფერადებული ლურჯად.

სააზროვნო კითხვები

  • რატომ ფიქრობ, რომ ამ დროშის 1/4 ლურჯია?
  • საიდან იცი, რომ შენი დროშის ფერების აღმნიშვნელი წილადები იგივეა რაც ორიგინალში?
  • მგონი აქ ძალიან ბევრი წითელია. საიდან იცი, რომ ეს ასე უნდა იყოს?
  • რას შეცვლიდი, რომ ორიგინალს დაამთხვიო?
  • აუცილებლად დაწერე ახსნა, თუ რატომ აკმაყოფილებს შენი დროშა პირობას.

შეჯამება

ყველას გაუზიარე ნამუშევრები. დაიწყე იმ დროშებით, რომლებსაც კომპლექსური დიზაინი აქვთ. ჰკითხე, ეთანხმებიან თუ არა სხვები, რომ პირობა სრულდება? საიდან იციან? როგორ აღწერენ წილადებს?

რჩევები

  • დარწმუნდი, რომ საკმარისზე ბევრად მეტი სამუშაო ფურცელი გაქვს. მოსწავლეს შეიძლება რამდენიმე ფურცელი დასჭირდეს ერთი დროშისთვის
  • თუ შეგიძლია რომ დროშები ფერად პრინტერზე ამოპრინტო, კარგი იქნება თუ მოსწავლეებს დაურიგებ ამ ფურცლებს, ნაცვლად პროექტორზე ჩვენებისა.

სამუშაო ფურცლების და მაგალითის სანახავად, გადმოწერე აქტივობა

Twitter
Email
Facebook
Reddit
LinkedIn
Scroll to Top