ორმოცსახა

საკითხები: მიმატება; გამოკლება; გამოტოვებით თვლა; გამრავლება; ლოგიკა;   ხელოვნება

მასალები: პატერნის ბლოკები; ფურცლები და კალმები; სათვლელი ჩხირები 

რატომ არის კარგი აქტივობა

მოცემული აქტივობა გვთავაზობს შემოქმედებით გზას, რომ აღმოვაჩინოთ შედგენილი რიცხვები განმეორებითი მიმატებით, ან გამრავლებით.

დაწყება

მოამზადე პატერნის ბლოკები. ჰკითხე მოსწავლეებს, რამდენი სამკუთხედი დაგვჭირდება, რომ ავაწყოთ  რომბი (2),  ტრაპეცია (3) და  ექვსკუთხედი (6). შემდეგ,

აჩვენე მათ ქვემოთ მოცემული სახეები პროექტორზე, ან იქვე აუწყვე.

განიხილეთ, თუ როგორ ააწყეს ეს სახეები და რამდენი სამკუთხედის ჩატევა შეიძლება თითოში. დაათვლევინეთ ეს სახეები სამკუთხედებით. მეორე სახეში, მაგალითად, არის 2 ექვსკუთხედი, 2 რომბი, ერთი ტრაპეცია და ერთი სამკუთხედი. რომ დავითვალოთ სამკუთხედებით, გამოდის:

  • 1 ექვსკუთხედი – 6 სამკუთხედი
  • 1 ტრაპეცია – 3 სამკუთხედი
  • 1 რომბები – 2 სამკუთხედი
  • 1 სამკუთხედი – 1 სამკუთხედი 
12 (ექვსკუთხედებში) + 3 (ტრაპეციებში) + 4 (რომბებში) + 1 სამკუთხედებში)
= 12 + 3 + 4 + 1 = 20 სამკუთხედი.
 
როდესაც მოსწავლეები გაიაზრებენ, თუ რას გულისხმობს სამკუთხედებით დათვლა, სთხოვეთ მათ თავად შექმნან სახეები სხვადასხვა რაოდენობის სამკუთხედით: 10 სამკუთხედით, 20 სამკუთხედით, 30 სამკუთხედით და 40 სამკუთხედით.
 
სამკუთხედებით სახეების შექმნა ფართობის პრინციპის გააზრებაშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ. თითო სამკუთხედის ფართობი გავაიგივოთ ერთეულოვან ფართობთან, მაგ. 1 კვადრატული მეტრი. ხოლო ჩვენი სახის ფართობი ტოლი იქნება იმდენი კვადრატული მეტრისა, რამდენ სამკუთხედსაც ვიყენებთ მის გასაკეთებლად. 

სააზროვნო კითხვები

  • მოდი დავითვალოთ, რას უდრის ერთი ექვსკუთხედი
  • ტრაპეციები ავიდნენ 18 სამკუთხედამდე? მოდი ჩავიწეროთ..
  • კიდევ რამდენი სამკუთხედი დაგჭირდება რომ ახვიდე 30 სამკუთხედიან სახეზე?
  • როგორ დათვალე აწყობილი სახის ზომა სამკუთხედებში, მოითხოვეთ მათემატიკური ჩანაწერი.
  • თქვენი აზრით, თქვენ ერთად შეძლებთ 75-იანი სახის აწყობას?

შეჯამება

ააწყეთ სახე, რომელშიც ჩაეტევა 40 სამკუთხედი. მოსწავლეებთან ერთად იპოვეთ მისი ფართობი და ხელი შეუწყვეთ 2-ებით, 3-ებით და 6-ებით თვლას. გამოიყენეთ გამრავლების მოქმედება კონკრეტული ბლოკების დასათვლელად. 

რჩევები

  • წინასწარ განსაზღვრეთ რა ფიგურებით ამუშავებთ კლასში. ამოიღე ზედმეტი ფიგურები პატერნის ბლოკებიდან, სანამ შეხვალთ.
  • მიეცით მოსწავლეებს ინტერპრეტირების საშუალება, როცა ეს მართლა შეუძლიათ. შეუძლიათ გააკეთონ „100-იანი სახე“?
  • მოუწოდეთ მოსწავლეებს, რომ გამოიყენონ რვეული/ფურცელი და კალამი, რათა პარალელურად ითვალონ ფართობი, როდესაც საქმე გვაქვს დიდ სახეებთან. ზეპირი თვლის დროს რთულია სწორი პასუხის პოვნა, რადგან შესაძლოა თვლის პროცესში შეცდომა დაუშვან. 
  • ასევე თუ რესურსები არ გაქვს, შეგიძლია გამოიყენო მხოლოდ კუბები, ან ოთხკუთხედები (ნაკლებად რეკომენდირებულია), მაგალითად ქვემოთ არის 28-იანი სახის მაგალითი. რომელშიც თეთრი კუბი არის ერთეულოვანი კუბი:
  • თეთრი 1

  • წითელი 2

  • ღია მწვანე 3

  • იასამნისფერი 4

  • მუქი მწვანე 5

 

3 (თეთრი) + 2 (წითელი) + 6 (ღია მწვანე) + 12 (იასამნისფერი) + 5 (მუქი მწვანე) = 3 + 2 + 6 + 12 + 5 = 28 (თეთრ კუბს)

Twitter
Email
Facebook
Reddit
LinkedIn
Scroll to Top