დროშების წილადები

საკითხები: ნაწილი; წილადი; ტოლი ნაწილები; შედარება

მასალები: სამუშაო ფურცლები; ფერადი ფანქრები/კალმები

შექმენი ახალი დროშები – მაგრამ დარწმუნდი, რომ ფერები სწორადაა განაწილებული!

დაწყება

შენიშვნა: ვიზუალები (ფერადი) არის სამუშაო ფურცლებში. ახალი დროშის დიზაინის შაბლონი არის სამუშაო ფურცლების თავზე (შავ-თეთრი).

 

აჩვენე მოსწავლეებს უნგრეთის და ირლანდიის დროშები (სამუშაო ფურცლებშია) და ჰკითხე, რომელ მათგანშია მეტი მწვანე. აცადე, რომ დაუფიქრდნენ შეკითხვას თავად, განიხილონ ერთმანეთში და შემდეგ მთელ კლასთან. შეიძლება მალევე დაინახონ, რომ ორივე დროშაზე 1/3 მწვანეა, ან შეიძლება დიდი დრო დასჭირდეთ ამისთვის. თავი არ დაუქნიო სწორ პასუხზე და დარწმუნდი, რომ მათ მართლა შეუძლიათ საკუთარი აზრის დაცვა.

 

როდესაც კლასის ყველა მოსწავლე დარწმუნდება, რომ ორივე დროშაზე თანაბარი მწვანეა (⅓), გამოყავი და თქვი ეს ისე, თითქოს დღის მიგნება იყოს.
შემდეგ მოსწავლეებს ვუთხრათ, რომ ეს ქვეყნები დროშის შეცვლას გეგმავენ და ამაში მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ; კლასს მოუწევს ამ ქვეყნებისთვის ახალი დროშების შექმნა შემდეგი პირობით: ახალ დროშაზე უნდა გამოიყენონ იგივე ფერები იგივე ფართობით, რაც ორიგინალ დროშაზეა.

სამუშაო

მიეხმარე მოსწავლეებს დიზაინების შექმნაში. უკეთესი იქნება, თუ მოსწავლეებთან მიხვალთ და მათ ნამუშევრებს კლასაც გაუზიარებთ ინსპირაციისათვის.

სააზროვნო კითხვები

  • საიდან იცი, რომ შენი შექმნილი დროშა იცავს წესებს?
  • მგონი ზედმეტი წითელი მოგივიდა, დარწმუნებული ხარ, რომ სწორად გააკეთე?
  • რა შეგიძლია შეცვალო, რომ დაამთხვიო ორიგინალი დროშის ფერების განაწილებას?
  • შეგიძლია დაწერო სიტყვიერად ახსნა, თუ რატომ არის ეს დროშა კარგი ჩანაცვლება ძველისა?

შეჯამება

აჩვენე კლასს რომელიმე მოსწავლის ნამუშევარი, რომელიც განსაკუთრებულად უჩვეულოა. სხვა მოსწავლეები ეთანხმებიან, რომ ეს კარგი ჩანაცვლებაა? საიდან იცი, რომ ნაწილები ემთხვევა? როგორ აღწერ ნაწილებს?

ერთი რამ, რაც ხაზგასმით უნდა ითქვას, არის ის, რომ 24 კვადრატიანი დროშის ¼ ნაწილი არის ზუსტად 6 კვადრატი, ანუ 6/24 და ¼ ტოლი წილადებია. როგორ შეუძლიათ მოსწავლეებს ამ წილადების ტოლობა დაინახონ ნახატის გარეშე? რა წილადი უდრის 8/24-ს? საიდან ვიცით?

რჩევები

  • დარწმუნდი, რომ ძალიან ბევრი სამუშაო ფურცელი მიგაქვს (დროშის დიზაინის). მიეცი მოსწავლეებს საშუალება შექმნან რამდენიმე დროშა.
  • გამოიყენე ქვემოთ მოცემული სამუშაო ფურცლები. შეგიძლია ცოტა ამობეჭდილი გქონდეს, თუმცა ეკრანზე ყველა უნდა ანახო. აჩვენე მაგალითი ავსტრიის დროშაზე, სადაც სიტყვიერადაც ახსნილია თუ როგორ შეცვალეს იგი.

სამუშაო ფურცლების და მაგალითის სანახავად, გადმოწერე აქტივობა

Twitter
Email
Facebook
Reddit
LinkedIn
Scroll to Top