საკითხები: შედარება; მეტობა; ნაკლებობა; ლოგიკა
მასალები: დაფა და მარკერები
“გამოიცანი ჩემი რიცხვი” არის სწრაფი და სახალისო თამაში, რომელიც მარტივი გასახურებელი საშუალებაა. მისი თამაში შეიძლება როგორც ჯგუფებთან, ისე მთელ კლასთან ერთად. მოსწავლეებმა უნდა გამოიცნონ შენი ჩაფიქრებული რიცხვი, რაც შეიძლება ნაკლებ ცდაში.
რატომ არის კარგი აქტივობა
რთულია იმაზე ბუნებრივი თამაშის მოფიქრება, ვიდრე “გამოიცანი ჩემი რიცხვია”. ბავშვებსაც სწრაფადვე შეუძლიათ ალღოს აღება და წესებიც საკმაოდ მარტივი ასახსნელია. ასევე ეს თამაში ავითარებს ალგებრისა და ლოგიკის ფუნდამენტურ უნარებს. მისი ხშირი თამაში კი, სრულიადაც არ არის მოსაწყენი.
დაწყება
დაფაზე ჩამოწერეთ რიცხვები 1-დან 10-მდე, მოსწავლეებს უთხრით, რომ აპირებთ ამ რიცხვებიდან ერთ-ერთის არჩევას, მათ კი უნდა გამოიცნონ თქვენს მიერ ჩაფიქრებული რიცხვი. ყოველი ცდის შემდეგ უთხარით მათ მიერ დასახელებული რიცხვი ჩაფიქრებულზე მეტია, თუ ნაკლები.
მაგალითი
მასწავლებელი: ვინ გამოთქვამს პირველ ვარაუდს იმის შესახებ, თუ რომელი რიცხვი მაქვს მე ჩაფიქრებული? (ბავშვები იწევენ ხელს და მასწავლებელი არჩევს მათგან რომელიმეს, ყოველ მომდევნო ცდაზე , სხვა ბავშვი ამბობს საკუთარ ვარაუდს)
მოსწავლე #1: ჩემი აზრით , 3 ჩაიფიქრეთ
მასწავლებელი: ჩემი ჩაფიქრებული რიცხვი არ არის 3, იგი მეტია 3-ზე. (დავწეროთ დაფაზე „ჩემი რიცხვი >3“).
მოსწავლე #2: ესეიგი არ არის 3, მაშინ გადავხაზოთ 3, მაგრამ არც 2 და არც 1 არის, რადგან ისინი მეტი არ არის სამზე.
მასწავლებელი: სწორია, არც ეგ რიცხვები ჩამიფიქრებია. შემდეგს ვინ ცდის?
მოსწავლე #3: ჩემი აზრით , 9 უნდა იყოს.
მასწავლებელი: ჩემი ჩაფიქრებული რიცხვი 9 არ არის, მაგრამ იგი ნაკლებია ცხრაზე. (დავწეროთ დაფაზე „ჩემი რიცხვი <9“).
მასწავლებელი: კიდევ შემიძლია ცხრის გარდა რომელიმე რიცხვის გადახაზვა?
მოსწავლე #4: კი მას, 9 და 10 უნდა გადაიხაზოს, რადგან თუ თქვენი რიცხვი 9-ზე ნაკლებია, ესეიგი 10-ზე ნაკლებიცაა.
მასწავლებელი: რადგან ჩემი რიცხვი ნაკლებია 9-ზე, მაშინ ეს არის 3, 5, 6, 7 ან 8. შეეცადე იფიქრო თუ რომელი რიცხვის არჩევაა უმჯობესი შემდეგზე. ამის შემდეგ სთხოვე აუხსნან თავიანთ მეწყვილეებს, თუ რატომ გონიათ იმ რიცხვის არჩევა სწორი რომელსაც ფიქრობენ და აცადეთ, ალაპარაკოთ ერთმანეთთან, შემდეგ მოუსმინე თითოეულ მათგანს.
მოსწავლე #5: 7-ის არჩევა ჯობია?
მასწავლებელი: – ჩემი რიცხვი არ არის 7, მაგრამ ჩემი რიცხვი არის 7-ზე ნაკლები. (დაწერეთ დაფაზე „ჩემი რიცხვი <7“). რომელი რიცხვების გადახაზვა შემიძლია?
მოსწავლე #6: 7-ის და 8-ის.
მასწავლებელი: კი, იმიტომ რომ ჩემი რიცხვი ნაკლებია 7ზე, მაშინ ვერ იქნება ვერც შვიდი და ვერც რვა. ახლა დარჩა არჩევანი 4, 5 და 6-ს შორის.
მოსწავლე #7: 5 არის მას?
მასწავლებელი: არ არის 5, მაგრამ 5-ზე მეტია. აბა რა დარჩააა?
მოსწავლე #8: – მე ვიცი…
მასწავლებელი: აბა გისმენთ…
მოსწავლე #9: დარწმუნებული ვარ , რომ 6-ია , რადგან სხვა ყველა რიცხვი გამოვრიცხეთ
მასწავლებელი: ხუთი ცდა დაგჭირდათ იმისთვის რომ ჩემი რიცხვი გამოგეცნოთ. ვინ ფიქრობს, რომ რომელიმე თქვენგანი ამას უფრო ნაკლებ ცდაში შეძლებს?
სააზროვნო კითხვები
- როგორ შეგიძლიათ გამოიცნოთ ჩემი ჩაფიქრებული რიცხვი უფრო ცოტა ცდაში? (გვეხმარება პროცესის მინიმიზაციაში)
- სცადე აუხსნა მეწყვილეს, რატომ გგონია შენი ვარიანტი სწორი.
- რამდენი რიცხვის გადახაზვა შეგვიძლია დასახელებული რიცხვის შემდეგ?
რჩევები
- მოიტყუე! რაც იმას ნიშნავს, რომ შენი არჩეული რიცხვი გზაში ცვალე. თუ 1 გაქვს ჩაფიქრებული და მოსწავლეებმა გითხრეს 1, მაშინ უთხარი, რომ შენი რიცხვი არის 1-ზე მეტი. ყოველთვის შესთავაზე ყველაზე ცუდი ვარიანტი და გაურთულე რიცხვის გამოცნობა. აღუკვეთე მათ გამართლებით გამოცნობის უფლება. რაც უფრო გაუპრობლემურებ ამოცანას, მეტად მოუწევთ ფიქრი ამოხსნის პროცესზე.
- თავი აარიდე
მოსწავლე: – ეს რიცხვი არის 8?
შენ: – სწორია, ვაუ რა მაგარი ხარ, პირველ ჯერზე გამოიცანი… უკეთესია
მოსწავლე: – ეს რიცხვი არის 8?
შენ: – ჩემი რიცხვი არ არის 8, მაგრამ არის 8-ზე ნაკლები - შენ შეგიძლია ნელ-ნელა გაზარდო დიაპაზონი, როცა ჩათვლი, რომ მოსწავლეები უკვე მზად არიან ამისთვის. რეკომენდირებულია პირველი ზრდა 12 იყოს. რამდენიმე თამაშის შემდეგ კი 20. ბავშვებს მოსწონთ როცა ხედავენ რომ თამაში ნელ-ნელა რთულდება, მაგრამ მყისიერი გართულების შემთხვევაში, უჭირთ ალღოს აღება. როდესაც დაფაზე წერ ყველა რიცხვს, მათთვის ცხადი ხდება რომელი სტრატეგიის არჩევაა უმჯობესი. ვიზუალურად გამოსახული რიცხვები მოსწავლეს გაუადვილლებს რიცხვის გამოცნობას და გამოსაცნობად საჭირო სტრატეგიამდეც მარტივად მივა.
- თუ ბავშვებს კანონზომიერების აღმოჩენა უჭირთ, შენით არ შეტენო ამოხსნა, თვითონ იფიქრონ, მაგრამ როდესაც რამდენეჯერმე ცდიან თამაშს, მხოლოს ამის შემდეგ შეგიძლია ჰკითხო ,რომელი მცდელობა დაეხმარათ ყველაზე მეტი რიცხვის გამორიცხვაში და რა სტრატეგიას აირჩევდნენ თავიდან რომ ეთამაშათ.
- პირველ ჯერზე დიდხანს არ ითამაშო. ერთი, ან ორი თამაში ყოველთვის საკმარისია, რომ ბავშვები მენტალურად მოამზადოთ შემდგომი აქტივობებისთვის.