საკითხები: გამრავლება; სტრატეგია
მასალები: დაფა; ორი სხვადასხვა ფერის ფიგურა (სკრეპი, ან რაიმე); ორი სხვადასხვა ფერის მთვლელები (ფერადი რგოლები)
დადე შენი მთვლელი ნამრავლზე. ვის შეუძლია პირველმა მიიღოს სამი რიცხვი მიყოლებით?
რატომ არის კარგი თამაში
მარტივი თამაშია სასწავლად, სახალისო სათამაშოდ და კარგი საშუალებაა გამრავლებაში ვარჯიშისთვის.
როგორ ვითამაშოთ
თამაშს ორი მონაწილე ჰყავს, სვლები კეთდება რიგრიგობით. თითო მოთამაშე ირჩევს თავის ფერს ფიგურისა და მთვლელისთვის. დაწყებისთვის მოთამაშე 1 დებს თავის ფიგურას რომელიმე რიცხვზე გამრავლების ცხრილის ქვეშ; მოთამაშე 2 აკეთებს იგივეს და საკუთარ მთვლელს დებს იმ რიცხვზე, რომელიც იმ რიცხვების ნამრავლია, რომლებზეც ფიგურები დგას.
ყოველ შემდეგ სვლაზე მოთამაშე წევს მხოლოდ თავის ფიგურას ახალ რიცხვზე გამრავლების დაფის ქვემოთ (4-დან 9-ს ჩათვლით), ამრავლებს ორ რიცხვს ერთმანეთზე და თავის მთვლელს დებს მათ ნამრავლზე. თამაში მთავრდება მაშინ, როცა რომელიმე მოთამაშე შეავსებს 3 რიცხვს ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად, ან დიაგონალურად.
მაგალითი
თამაშის დასაწყებად მოთამაშე 1 დებს თავის ფიგურას 5-ზე. მოთამაშე 2 დებს თავის ფიგურას 6-ზე და დებს ერთ მთვლელს (მისი ფერის) 30-ზე.
შემდეგ მოთამაშე 2-ს გადაჰყავს თავის იფიგურა 5-დან 8-ზე და მთვლელს დებს 6-ისა და 8-ის ნამრავლზე.
მოთამაშე 2 დგამს თავის ფიგურას 6-დან 7-ზე, რითაც ფარავს 56-ს (7-ს და 8-ს ნამრავლი). ამით ემუქრება მოწინააღმდეგეს 3-ის შევსებით! მეორე მოთამაშეს მხოლოდ 42-ის შევსებაღა აკლია. თუმცა, მოთამაშე 1-ს შეუძლია 8-დან 6-ზე გადმოდგას თავისი მთვლელი, რითაც თავიდან აირიდებს წაგებას. თამაში გრძელდება მანამ, სანამ ვინმე არ შეავსებს 3 რიცხვს.
სააზროვნო კითხვები
- როგორ შეგიძლია დაუბლოკო მოწინააღმდეგეს შემდეგი სვლა?
- შენი აზრით, შენი მოწინააღმდეგე რას იზამს მომდევნო სვლაზე?
რჩევები
- გამოიყენე 1 – 6 დაფა იმ კლასისთვის, ვინც ჯერ მზად არაა.
- სცადეთ თამაში 4-ის შევსებაზე ნაცვლად 3-სა.