საკითხები: გამრავლება; გამრავლების ჯუფდებადობისა და ასოციაციურობის კანონი
მასალები: 3 ცალი 6-გვერდიანი, ან 10-გვერდიანი კამათელი თითოეული თამაშისთვის.
გააგორე სამი კამათელი, შეადგინე ორნიშნა და ერთნიშნა რიცხვები და გაამრავლე.
როგორ შეგიძლია მიიღო მაქსიმალურად დიდი ნამრავლი?
რატომ არის კარგი თამაში
უცნაური კამათელი არის სწრაფი და სახალისო თამაში გამრავლებაში სავარჯიშოდ, რომელიც, ამავდროულად, სვამს შთამბეჭდავ შეკითხვებს.
დაწყება
შეარჩიე მოხალისე და ითამაშეთ რამდენიმე ხელი. მიიღე რჩევები კლასისგან, თუ რომელი ორი რიცხვი აჯობებს, რომ შეკრიბონ და რომელი – გაამრავლონ, იმისთვის, რომ მიიღონ მაქსიმალურად დიდი ქულა.
როგორ ვითამაშოთ
უცნაური კამათელი შეიძლება ითამაშოს 2-4 მოთამაშემ, თუმცა რაც უფრო ნაკლები იქნება, მით უკეთესი.
მოთამაშეები მონაცვლეობით აგორებენ 3-3 კამათელს. შენს სვლაზე გაგორებული ციფრებიდან ორს აერთებ, იმისთვის რომ მიიღო ორნიშნა რიცხვი და მას ამრავლებ მესამე რიცხვზე. მიღებული შედეგი არის შენი ქულა ამ სვლაზე.
მარტივი ვარიანტი: თითოეულ სვლას იგებს ის, ვინც მეტ ქულას მოაგროვებს. თამაშის გამარჯვებულია ის, ვინც 10 ქულას მოაგროვებს.
გართულებული ვარიანტი: მოთამაშეები თვლიან ქულებს და უმატებენ თითოეულ სვლაზე. თამაში სრულდება მაშინ, როცა მოთამაშე მიაღწევს 1000 ქულას (+-25). ეს ნიშნავს, რომ თუკი მოთამაშე გადააჭარბებს 1025-ს, მოუწევს რომ გამოაკლოს მისი წინა ქულა და აღმოჩნება სადღაც 975-1025 შუალედში, დანარჩენ მოთამაშეებს კი კიდევ ერთი სვლა ექნებათ იმისათვის, რომ მიუახლოვდნენ 1000-ს.
მაგალითი: შენს სვლაზე გააგორე 3,5,6. შეგიძლია 3 x 65 = 195, მაგრამ უფრო მეტს მიიღებ, თუ 6 x 53 = 218.
სამუშაო
მოსწავლეები თამაშობენ 2 და 3-კაციან ჯგუფებში და საჭიროების შემთხვევაში, იყენებენ მიბმულ სამუშაო ფურცლებს.
სააზროვნო კითხვები
- როგორ შეგიძლია დააგროვო რაც შეიძლება მეტი ქულა? არის რაიმე წესი, თუ რომელი რიცხვები ჯობია, რომ შეკრიბო და რომელზე გაამრავლო?
- როგორ ამჩნევ, ზოგიერთი ქულა უფრო ხშირ შემთხვევაში გროვდება, ვიდრე დანარჩენები?
- როგორ ფიქრობ, შენს სვლაზე ლუწ რიცხვს შედგენის შანსი უფრო დიდია, თუ კენტის?
შეჯამება
მთავარი, რაც ამ თამაშში უნდა გადაწყვიტო ისაა, თუ რომელი ციფრებით შეადგინო ორნიშნა რიცხვი და რომლისგან 1 ნიშნა. წარმოადგინე რამდენიმე მაგალითი, იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ყველაზე კარგი ვარიანტი შეარჩიონ. რადგან წინა გაკვეთილზე უკვე გაარკვიეთ ფართობის წესით გამრავლება, შეგიძლიათ თითოეულ შემთხვევისთვის ააგოთ მართკუთხედები.
გააგორე 1,4,5. რა იქნება საუკეთესო სვლა? მოცემულია 6 ვარიანტი.
5 × 41 = 200 + 5 = 205 4 × 15 = 40 + 20 = 60
4 × 14 = 50 + 20 = 70 1 × 54 = 54
4 × 51 = 200 + 4 = 204 1 × 45 = 45
ანუ მაქსიმალური ქულა, რაც შეგიძლია მიიღო, არის 205.
ამ შეკითხვებიდან შეგიძლია დაუსვა იმდენი, რამდენის დროც იქნება.
თითოეული შეკითხვის შემდეგ, მიეცი მოსწავლეებს დრო, რომ ამოხსნან და გაარჩიონ.
გააგორე 2,4,5. რა არის ყველაზე კარგი სვლა?
გააგორე 3,4,5. რა არის ყველაზე კარგი სვლა?
გააგორე 4,4,5. რა არის ყველაზე კარგი სვლა?
გააგორე 5,4,5. რა არის ყველაზე კარგი სვლა?
რჩევები
- წაახალისე მოსწავლეები, რომლებსაც ჯერ უჭირთ გამრავლება, რომ გამოიყენონ ფართობის მოდელი.
- მაგალითად, იმისათვის, რომ დათვალონ 5 x 34, გააკეთონ ამის მსგავსი ჩანახატი, რომლის საშუალებითაც დათვლიან, რომ 150 + 20 = 170.
- მარტივ ვარიანტში, შეგიძლია ითამაშო მონეტებით, ან ქულები აღნიშნო ფურცელზე. ასევე შეგიძლია მოსწავლეებს მისცე საშუალება, რომ ითამაშონ ერთობლივად და სცადონ, რომ მაქსიმალურად მიუახლოვდნენ 1000-ს.
- გასამარტივებლად, შეგიძლიათ ითამაშოთ კლასიკური უცნაური კამათელი, სადაც მოსწავლეები უმატებენ 2 კამათელს და ამრავლებენ მესამეზე, თუ ეს რიცხვები ძალიან დიდია.