საკითხები: წილადები
მასალები: პატერნის ბლოკები; ფურცლები და კალმები
რა ნაწილია თითოეული პატერნის ბლოკი?
რატომ არის კარგი აქტივობა
ეს გაკვეთილების სერია წარმოადგენს წილადების ხელშესახები გააზრების საშუალებას, რომელიც ამავდროულად სახალისო და საინტერესოა მოსწავლეებისთვის.
დაწყება
ყველა ეს აქტივობა არის გათვლილი სამკუთხედებზე, რომბებზე, ტრაპეციებზე და ექვსკუთხედებზე. ამოიღე კვადრატები და წვრილი რომბები.
ნაწილი 1.
მასწავლებელი აცნობს ყველას პატერნის ბლოკებს და ამბობს, რომ სამკუთხედი არის 1. ამ შემთხვევაში, რას უდრის დანარჩენი ბლოკები? მოსწავლეები ამაზე მარტივად გიპასუხებენ, უკვე აქვთ გამოცდილება და თანაც შეუძლიათ ფიზიკურად ააგონ რომბი 2 სამკუთხედით, ტრაპეცია 3-ით და ექვსკუთხედი 6-ით. დადე ექვსკუთხედების პატარა კოლექცია მერხზე და ჰკითხე მოსწავლეებს, თუ რას უდრის ეს ყველაფერი.
ნაწილი 2.
ახლა უთხარი ყველას, რომ დავივიწყოთ, რომ სამკუთხედი უდრის 1-ს და დღის ბოლომდე ექვსკუთხედი იქნება 1-ის ტოლი. ჰკითხე მოსწავლეებს, ამ შემთხვევაში რას უდრის ტრაპეცია?. მათ შეუძლიათ იფიქრონ და ილაპარაკონ. ამის შემდეგ მთელ კლასთან ერთად განიხილე პასუხები და მიდით დასკვნამდე, რომ ტრაპეცია უდრის ნახევარს.
მოსწავლის კარგი არგუმენტი: „ვინაიდან ორი ტრაპეცია ქმნის ექვსკუთხედს და ექვსკუთხედი უდრის 1-ს, ტრაპეცია უნდა იყოს ნახევარი, ვინაიდან ორი ნახევარი ქმნის მთელს“.
ამის შემდეგ მიეცი საშუალება დაიცვან აზრი სხვა ფიგურებთან მიმართებით იქამდე, სანამ ჩამოყალიბდებით, რომ რომბი უდრის ⅓-ს, ხოლო სამკუთხედი ⅙-ს.
ამის შემდეგ შეგიძლია ჰკითხო მოსწავლეებს თუ რას უდრის 3 ტრაპეცია. პასუხები უნდა შეიცავდეს „3 ნახევარი“ და „1 მთელი და ნახევარი“. კარგია თუ დაინახავენ, რომ ორი ტრაპეცია, რომ ქმნის ერთ ექვსკუთხედს, კარგად ასახავს „1 მთელს და ნახევარს“.
როდესაც მოსწავლეებს შეეძლებათ ამ პრობლემების თავად გადაჭრა, გადადი შემდეგ ნაწილზე.
სამუშაო
შენ უნდა გადაიყვანო მთელი კლასი ამ დისკუსიიდან მთავარ გამოწვევაზე
გამოწვევა 1: სწრაფად ააწყვე რამე ფიგურა პატერნის ბლოკებით. ამის შემდეგ დათვალე, თუ რისი ტოლია ეს ფიგურა. ჩაიწერე შენი პასუხი.
შეგიძლია დრო დაინიშნო ფიგურის აწყობისთვის, ამის შემდეგ მოსწავლეებმა დამოუკიდებლად უნდა იმუშაონ. შეგიძლია ეს აქტივობა გამოიყენო რამდენჯერმე, სანამ არ მოგბეზრდებათ, მიეცი მოსწავლეებს საშალება ააწყონ სხვადასხვა ფიგურები. ასევე შეუძლიათ კლასელებს გაუკეთონ გამოწვევები.
გამოწვევა 2: ექვსკუთხედი უდრის 1-ს. ააწყვე ფიგურები რომლებიც უდრის:
- ერთ მთელს და ნახევარს
- ორ მთელს და ნახევარს
- სამ მთელს და მესამედს
- ხუთ მეექვსედს
- 3 მთელს და ნახევარს პლუს 1 მთელი და ორი მესამედი
- 6 მთელს გამოვაკლოთ 3 მთელი და ხუთი მეექვსედი
- ხუთი მთელი და ერთი მესამედის ნახევარს
შეგიძლია შენით დაამატო უფრო რთული და უფრო მარტივი გამოწვევა. მოსწავლეებს ასევე შეუძლიათ თავადაც დაამატონ გამოწვევები. (დოკუმენტის ბოლოს დამატებითი გამოწვევებია)
შეჯამება
ჰკითხე მოსწავლეებს, როგორ შეუძლიათ გამოიცნონ რას უდრის „სამ ნახევარს მივუმატოთ ხუთი მეექვსედი“. მიეცი მათ ამისთვის დრო, რომ ბლოკებით ააწყონ ეს პრობლემა. მიეცი მათ განხილვის საშუალება კლასში.
რჩევები
- ზოგმა მოსწავლემ შეიძლება ააწყოს ზედმეტად დიდი ფიგურა, რაც რთულია დასათვლელად, ამის ასარიდებლად მათ მიეცი დროის შეზღუდვა, რომ უბრალოდ ვერ მოასწრონ.
- ყურადღება მიაქციე შენს ლექსიკონს, მოსწავლეებისთვის შენი ნათქვამი შეიძლება სიახლე იყოს, მაგრამ გასაგები უნდა იყოს. მიეჩვიონ ახალ ტერმინებს, სიტყვებს და წინადადებებს.
- არ შეიზღუდო თავი და დაამატე, ან ამოაკელი გამოწვევები ისე, როგორც სიტუაცია მოითხოვს.