არ გატეხო ყულაბა! (ათეულები & ერთეულები)

საკითხები: თვლა; 10-ეულები; ერთეულები; სტრატეგია

მასალები: კამათელი (შეიძლება თამაში Mathigon-ზეც); სამუშაო ფურცელი, ან თვითონ გააკეთონ ცხრილი

რატომ არის კარგი თამაში

ამ სახალისო თამაშის საშუალებით ბავშვები ვარჯიშობენ 100-ის ფარგლებში თვლასა და ერთეულებისა და ათეულების თანრიგებში. ამასთან ერთად, სჭირდებათ გარკვეული სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისად, მეტი დაფიქრება.

როგორ ვითამაშოთ

კამათელს ვაგორებთ 7-ჯერ. თითოეული გაგორების შემდეგ, შესაბამის რიცხვს ვწერთ სამუშაო ფურცელზე 10-ეულების, ან ერთეულების გრაფაში (ამას ვირჩევთ ჩვენით)

7 გაგორების შემდეგ ვკრებთ რიცხვებს. 

  • თუ ჯამი ნაკლებია 100-ზე, რა ქულაც არის, ის გვეწერება.
  • თუ 100-ზე მეტია, მაშინ მთლიანად ნულდება ქულა.
  • ზუსტად 100 არის ყველაზე კარგი ვარიანტი.

თამაშის მიზანია მაქსიმალურად მივუახლოვდეთ 100-ს, ოღონდ არ გადავაცილოთ.

 

შეგვიძლია ერთხელ ვითამაშოთ ბავშვებთან ერთად, შემდეგ კი 2-ჯერ ითამაშონ დამოუკიდებლად.

მაგალითი

არ გატეხო ყულაბა

 

გამოწვევა: ვასახელებთ რიცხვებს, მაგალითად: 6, 5, 4, 3, 2, 2, 6.

და ვეუბნებით, რომ ეს რიცხვები ათეულების და ერთეულების გრაფებში უნდა გადაანაწილონ ისე, რომ მათი ჯამი იყოს ზუსტად 100.

სამუშაო ფურცლის სანახავად გადმოწერე აქტივობა

Twitter
Email
Facebook
Reddit
LinkedIn
Scroll to Top