თამაშის მიზანია მაქსიმალურად მივუახლოვდეთ 99.9-ს, ოღონდ არ გადავაცილოთ.
როგორ ვითამაშოთ
- გააგორეთ ერთი კამათელი. გაგორების შემდეგ, შესაბამის რიცხვს ვწერთ სათამაშო დაფის 9 უჯრიდან ერთ-ერთში. კამათლის გაგორებით მიღებული რიცხვი შეგვიძლია ჩავწეროთ ათეულების, ერთეულების, ან მეათედების სვეტში.
- კამათელი გააგორეთ 9-ჯერ, ანუ იქამდე, სანამ არ მიიღებთ 3 რიცხვს. შემდეგ, მიუმატეთ ეს რიცხვები ერთმანეთს.
- თუ ჯამი ნაკლებია 100-ზე, რა ქულაც არის, ის გეწერება
შეგვიძლია ერთხელ ვითამაშოთ ბავშვებთან ერთად და შემდეგ უკვე 2-ჯერ თამაშობენ დამოუკიდებლად.
მაგალითი
მე გავაგორე რვაჯერ და შევავსე სათამაშო დაფა ისე, როგორც ქვემოთაა მოცემული.
როდესაც კამათელი მეცხრედ გავაგორე, ამოვიდა რიცხვი 4. შესაბამისად, ეს რიცხვი უნდა ჩავწერო ათეულების სვეტში, მეორე რიცვის მისაღებად, რადგან სხვა ადგილი არ დამრჩა. ხოლო, საბოლოოდ, შევკრიბო
იმის გამო, რომ შეკრების შედეგად, საბოლოო რიცხვი გადასცდა ათეულების რიცხვს და მომიწია ასეულების რიცხვის დაწერა – მე გავტეხე ყულაბა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ რაუნდში მე დავმარცხდი, თუმცა ყოველთვის შემიძლია სხვა რაუნდები ვითამაშო და გავიმარჯვო.
როგორ გავზომოთ შედეგები:
70-დან 79.9-მდე – ნორმალური
80-დან 89.9-მდე – კარგი
90-დან 94.9 – მაგარი
95-დან 98.9 – შესანიშნავი
99-დან 99.8 – გასაოცარი
99.99 – საუკეთესო