საკითხები: წილადები; წილადების მიმატება; გათვლა
მასალები: 6-წახნაგა კამათელი; სამუშაო ფურცელი; კალამი; პატერნის ბლოკები
როგორ შეგიძლია მიუახლოვდე 10 მთელს ისე, რომ არ გადააცილო?
რატომ არის კარგი აქტივობა
ეს თამაში არის „არ გატეხო ყულაბა“-ს გაგრძელება, რომელიც ქმნის ერთგვარ ხიდს წილადების მიმატებასთან. ამავე დროს, იმისთვის, რომ ითამაშონ აუცილებელი არაა, მოსწავლეებს ბოლომდე გააზრებული ჰქონდეთ წილადები, ვინაიდან ფიზიკური მთვლელები და ნაწილები ეხმარება მათ.
დაწყება
მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ წვდომა პატერნის ბლოკებთან და დაფასთან, რომელზეც ითამაშებენ. ამ შემთხვევაში, ექვსკუთხედი ითვლება 1-ად, ხოლო მოსწავლეებმა უნდა სცადონ და მაქსიმალურად მიუახლოვდნენ 10-ს ისე, რომ არ გატეხონ ყულაბა.
მასწავლებელი (ან მოსწავლე) აგორებს კამათელს. რა რიცხვიც არ უნდა დაჯდეს, ყველა იღებს იგივე რაოდენობის 1-ს (ექვსკუთხედს), ½-ს (ტრაპეციას), ⅓-ს (რომბს) ან ⅙-ს (სამკუთხედს). ზუსტად შვიდი გაგორების შემდეგ, ყველა რიცხობრივად უმატებს ერთმანეთს აღებულ ფიგურებს , ან ბლოკებს სამუშაო დაფაზე. დაფა ეხმარება მათ გაიგონ ზუსტად რამდენი შეაგროვეს. აუცილებელია, რომ შვიდივე სვლაზე, მოსწავლეებმა აიღონ რომელიმე ტიპის ფიგურა მაინც. თუ მაგალითად ვინმეს მეექვსე სვლაზე უკვე 10 ექვსკუთხედი აქვს, გამოდის, რომ უკვე „ტეხავს ყულაბას“.
პირველად შეგიძლია მარტივი ვერსიით დაიწყო. ასევე თამაშის პროცესში ინდივიდუალური მინიშნებები მისცე მოსწავლეებს. პირველი თამაშისთვის, გააგორე 5-ჯერ და აარჩევინე მოსწავლეებს მხოლოდ მთელებს და ნახევრებს შორის (ექვსკუთხედები და ტრაპეციები).
მეორე თამაშისთვის, გააგორე ექვსჯერ და აარჩევინე მოსწავლეებს მთელებს, ნახევრებს და მესამედებს შორის (ექვსკუთხედები, ტრაპეციები ან რომბები).
მესამე თამაში, უკვე ითამაშეთ სრულად.
შეგიძლია მოსწავლეებს ანახო მაგალითი ამ ვირტუალური მანიპულატივის გამოყენებით.
ქვემოთ მოცემულ მაგალითში არის დასრულებული თამაშის შედეგი შვიდი გაგორების შემდეგ. რიცხვები ცხრილში წარმოადგენს თუ რა აიღო მოთამაშემ თითო სვლაზე. ბოლოში ვწერთ ჩვენს ჯამს, რომელსაც წავიკითხავთ ვიზუალის გამოყენებით.
ითამაშეთ სამი ან ოთხი ხელი და გაითავისეთ წერის ნაწილი სამუშაო ფურცელზე. დაწყებისთვის ბლოკების სწორად დასმაც საკმარისია, თუმცა ნელ-ნელა უნდა მივეჩვიოთ წილადების წერასაც. მოსწავლეებს შეუძლიათ გაკვეთილის შემდეგაც ითამაშონ, დაუტოვე ამისთვის ბევრი ფურცელი. იმ მოსწავლეებს, რომელთაც სჭირდებათ დამატებითი გამოწვევა (შეიძლება ყველა ასეთი იყოს), ააგე ახალი ბლოკის დიზაინი, რომელიც იქნება ექვსკუთხედის მეოთხედი. როგორი იქნება ის? შეგიძლია დაწერო, საიდან იცი რატომაა ეს ფიგურა მეოთხედი?
სააზროვნო კითხვები
- შენ უკვე “გატეხე ყულაბა?” საიდან იცი?
- რომელი სახის ბლოკს აიღებ 5 ცალს?
- რა არის კარგი სტრატეგია ამ თამაშისთვის?
- რა რიცხვზე ხარ ახლა?
- ერთი გაგორებაღა დაგვრჩა. ვის რა გინდათ რომ ამოვიდეს?
- რამდენი ადგილი დაგრჩა შესავსები?
შეჯამება
სთხოვე მოსწავლეებს, გაგიზიარონ რა იყო მათთვის უცნაური, ახალი, ან დამაბნეველი წილადების შესახებ. იმსჯელეთ ერთად.
თუ ვერაფერი გითხრეს, შეგიძლია ჩაეკითხო და სთხოვო ამაზე დაფიქრება: შეიძლება ათი მთელი შევავსოთ მხოლოდ ნახევრებით? რამდენი დაგვჭირდება? საიდან იცით? მხოლოდ მესამედებით? რამდენი დაგვჭირდება? და მხოლოდ მეექვსედებით? რამდენი დაგვჭირდება? მიეცი მოსწავლეებს დრო, უპასუხონ კითხვებს და თავადაც დასვან კითხვები.
რჩევები
- როდესაც თამაშობ მთელ კლასთან, მიეცი მოსწავლეებს საშუალება გააგორონ.
- შეგიძლია შენი აზრები გაახმოვანო თამაშისას.
- შეგიძლია უფრო მარტივი ვერსიები ითამაშო მთელებით და ნახევრებით, თუ მოსწავლეებს მეტი დრო სჭირდებათ გასახსნელად.
- ეს კარგი თამაშია და შეგიძლიათ მოგვიანებითაც მოუბრუნდეთ, არ დაივიწყოთ.