გაფუჭებული კალკულატორის გამოწვევები (წილადები)

საკითხები: მიმატება; გამოკლება; თვლა; წილადების გაყოფა; ლოგიკა

მასალები: რვეულები და კალმები; სამუშაო ფურცლები (არჩევითი)

 

კალკულატორებს რაღაც დაემართათ. შეუძლიათ მოსწავლეებს სამიზნე რიცხვის მიღწევა გაფუჭებული ღილაკების მიუხედავად?

რატომ არის კარგი თამაში

პირობა მარტივია, მაგრამ გაფუჭებული კალკულატორები ბავშვებს მარტივად ითრევს ღრმა და საინტერესო მათემატიკურ ფიქრებში. კარგი სავარჯიშოა მიმატების გამრავლებასთან დასაკავშირებლად. ეს სტრუქტურა ასევე მარტივია დასანერგად და დიფერენცირებისთვის, კარგი სამუშაოა ჯგუფებშიც და კლასში დისკუსიისთვის.

 

რეკომენდებულია „ჯგუფური შეჯიბრის“ მოდელის გამოყენება , ანუ ყველა მოსწავლე ერთი გუნდის ნაწილია, რომელიც ეჯიბრება სხვა ჯგუფს. სხვა ფორმატებიც შესაძლებელია.

დაწყება

ჩვენ გვიმუშავია გაფუჭებულ კალკულატორებთან! თუმცა ამჯერად იმის ნაცვლად, რომ რამდენიმე ღილაკი იყოს გაფუჭებული (როგორც ეს გამხსნელ გაფუჭებულ კალკულატორშია) აქ კი მხოლოდ რამდენიმე ღილაკი მუშაობს!

 

პირველ კალკულატორს აქვს მხოლოდ +4/3 და +3 2/3 ღილაკები, რომლებიც უმატებენ შესაბამისად 4/3-ს და 3 2/3-ს, როგორ უნდა მივიღოთ 15 (+3 2/3  სამჯერ + 4/3 სამჯერ, ან პირიქით 4/3 სამჯერ და 3 2/3  სამჯერ),  ან 11 (+3 2/3  სამჯერ) მხოლოდ ამ ღილაკების გამოყენებით.

სამუშაო

როდესაც მოსწავლეები გაიგებენ ახალი კალკულატორის პრინციპს, დაყავი ჯგუფებად და თითოეულ რაუნდში დასვი შეკითხვა. როდესაც გავა მოფიქრების დრო (მაგ. 3 – 5 წუთი), აარჩიე ჯგუფები, თუ მათ აქვთ ამოხსნა იმ სამიზნე რიცხვის მისაღებად, რომელიც ჯერ არავის ამოუხსნია, მიეცი 2 ქულა, ხოლო, თუ ახალ გზას იპოვიან უკვე ამოხსნილი სამიზნე რიცხვისთვის, მიეცი 1 ქულა.

შენიშვნა: შენ შეგიძლია სპეციალურად აარჩიო გუნდები, რათა სიტუაცია დააბალანსო. ასევე შეგიძლია ქულების გარეშე ითამაშო. გამოწვევა მოსწავლეებს მოტივაციას მისცემს.

სააზროვნო კითხვები

  • თუ არ შეგიძლია ზუსტად მიიღო რიცხვი, რამდენად ახლოს შეგიძლია მისვლა?
  • რა მოხდება, თუ უბრალოდ +3 2/3  ბევრჯერ დააჭერ? რამდენად ახლოს მიხვალ?
  • რა მოხდება, თუ +3 2/3  ღილაკს დააჭერ სამჯერ? ამის გაგების უფრო სწრაფი გზა ხომ არ არსებობს?
  • ცოტა მეტი დრო გაქვს, შეგიძლია სხვა გზა იპოვო ამ რიცხვის მიღებისთვის?

რჩევები

  • ნუ შეგეშინდებათ ქულების და კონკურენციის გაუქმების. გამოიყენეთ იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელს უწყობს მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას.
  • თუ მოსწავლეებს სჭირდებათ დამატებითი დრო და მუშაობენ ნაყოფიერად, შეგიძლიათ თითოეული რაუნდისთვისაც  გაახანგრძლივოთ დრო.
  • ეს გამოწვევა დაგეხმარებათ სამომავლო ამოცანების მიღწევაშიც. ნუ აჩქარდებით, აუცილებელი არ არის ყველაფერი ერთ დღეს გააკეთოთ.

სამუშაო ფურცლების სანახავად გადმოწერე აქტივობა

Twitter
Email
Facebook
Reddit
LinkedIn
Scroll to Top