საკითხები: თვლა; რაოდენობა; რიცხვების გააზრება
მასალები: წერტილებიანი ბარათები
ერთი და იგივე რაოდენობა ბარათებზე სხვადასხვანაირადაა წარმოდგენილი. რომელ ბარათებზეა ტოლი რაოდენობის წერტილები?
რატომ არის კარგი თამაში
ეს მარტივი თამაში თვლასა და შესაბამისობაზე მოსწავლეებს ეხმარება დაინახონ, რამდენად განსხვავებულად შეიძლება გამოიყურებოდეს ერთი და იგივე რაოდენობის წერტილების ნაკრები.
როგორ ვითამაშოთ
აარჩიე ერთი მოხალისე თამაშის დემონსტრირებისთვის, ან დააწყვე ბარათები ისე, რომ ყველა ხედავდეს (წრეწირის ცენტრში) და ეთამაშე მთელ კლასს, სადაც შენ იპოვი შესაბამისობებს, შემდეგ კი მოსწავლეები აიწევენ ხელს, თუ ისინიც პოულობენ ერთნაირ ბარათებს.
წესები მარტივია: დაარიგე ბარათები სახით ზემოთ. მაგალითის ჩვენებისას უბრალოდ იპოვე ორ ბარათი, რომლებზეც ერთი და იგივე რაოდენობის წერტილები იქნება და გადადე ეს წყვილი გვერდით. ამ თამაშში არ არის რეალური გამარჯვებულიმ ან დამარცხებული – შენ უბრალოდ თამაშობ მანამ, სანამ ყველა ბარათი არ დაწყვილდება. დასაწყისისთვის, აირჩიე ორი დასტა და დაიწყე რიცხვებით, რომლებიც მოსწავლეებმა იციან. პირველი თამაშისთვის აარჩიეთ, მაგალითად, ფირუზისფერი 0-4 და ლურჯი 0-4. Მომდევნო თამაშებში მოსწავლეებს შეუძლიათ ითამაშონ უფრო დიდ რიცხვებზე და დაამატონ სხვა დასტებიც.
სააზროვნო კითხვები
- როგორ გაიგე, რომ ამ ორ ბარათზე ტოლი რაოდენობის წერტილებია?
- Მე ვაპირებ ავიღო ეს ბარათი. მასზე ორი წერტილია. Ხედავ ბარათს რომელიც შეესაბამება?
- დარწმუნებული ხარ, რომ ეს ორი ერთი და იგივეა? Მოდი, ერთად დავთვალოთ.
შეჯამება
ჰკითხე მოსწავლეებს რომელი ბარათები არის ყველაზე მარტივი და რთული დასათვლელი.
რჩევები
- დაიწყე მოსწავლეებთან ძალიან მარტივი რიცხვებით და ნელ-ნელა გაურთულე. ყოველი ახალი ეტაპი უნდა იყოს ახალი გამოწვევა.
- “შენი აზრით, მზად ხარ, რომ ექვსებიც დავამატოთ?”
- თამაში უფრო გასართობია, თუ ლუწი რაოდენობის ფერებს გამოიყენებთ და საბოლოოდ ყველა ბარათი დაწყვილდება.