ერთეულების ჯოხებით გაყოფა

საკითხები: გაყოფა; ერთეულები

მასალები: ერთეულების ჯოხები; ფურცლები და კალმები

 

შენ იცი დიდი ფიგურის მნიშვნელობა… შეგიძლია გაიგო დანარჩენების?

რატომ არის კარგი აქტივობა

ეს აქტივობა მოიცავს გაყოფის ფუნდამენტებს და ასევე მოითხოვს პრობლემის გადაჭრის უნარებს ბუნებრივ და ხელშესახებ კონტექსტში.

დაწყება

ამ აქტივობაში მასწავლებელი ერთეულების ჯოხებს გარკვეულ მნიშვნელობებს მიანიჭებს და მათი საშუალებით სხვადასხვა პრობლემას წამოაყენებს, მოსწავლეებმა კი დამოუკიდებლად უნდა ამოხსნან ეს პრობლემები და ჩაიწერონ ამოხსნები. მიეცი მოსწავლეებს იმდენი დრო რამდენიც დასჭირდებათ, თავიდან 1 და 2 წუთი, შემდეგ კი, როცა გართულდება – მეტი.

 

პრობლემა 1. თუ წითელი ერთეულების ჯოხი უდრის 10-ს, რას უდრის დანარჩენი ჯოხები?

 

შენიშვნა: შენ შეგიძლია წარმოადგინო პრობლემები თითქმის უსიტყვოდ, უბრალოდ დაფაზე აჩვენე შესაბამისი ჯოხი და მიაწერე ღირებულება.

 

თუ მოსწავლეებს აქამდე არ უმუშავიათ მსგავს პრობლემებზე, შეგიძლია რამდენიმე მაგალითი მათთან ერთად ამოხსნა. მაგალითად, იისფერი ჯოხი უდრის 2 წითელ ჯოხს, ანუ 2 ცალ ათს. რაც ნიშნავს, რომ იისფერი ჯოხი არის 20. შესაბამისად მუქი მწვანე იქნება 30. ვინაიდან ღია მწვანე არის მუქი მწვანის ნახევარი, ის უნდა იყოს 15 და ასე შემდეგ. მოსწავლეებმა წესით მალე უნდა აუღონ ალღო.

 

როდესაც მოსწავლეები იპოვიან ყველა ჯოხის მნიშვნელობას, სთხოვე მათ დაამტკიცონ, საიდან იციან, რომ მაგალითად ლურჯი ჯოხი არის 45. ამის დამტკიცების ბევრი გზა არსებობს იმის გამოყენებით, თუ რა იცი სხვა ჯოხებზე. მაგალითად, ლურჯი ჯოხი არის 4 წითელი (ანუ 4 ცალი ათი), პლუს 1 ცალი თეთრი (1 ცალი ხუთი), ანუ 45. ასევე, ის უდრის ყვითელს დამატებული იისფერი, ანუ 25 + 20 = 45. ასევე, ის მხოლოდ ერთი თეთრით ნაკლებია ვიდრე სტაფილოსფერი, ანუ 50 – 5 = 45. და ასე შემდეგ.

 

პრობლემა 2. თუ იისფერი უდრის 32-ს, რას უდრის დანარჩენი ჯოხები?

 

ამ შემთხვევაში, ყველა ჯოხი იქნება 8-ს ჯერადი.

როდესაც მოსწავლეები აჩვენებენ საკუთარ ამოხსნის გზებს, შეგიძლია ბევრი პრობლემა ერთდროულად მისცე.

 

პრობლემა 3. თუ მუქი მწვანე უდრის 48-ს, რას უდრის დანარჩენი ჯოხები?

 

პრობლემა 4. თუ ყავისფერი უდრის 72-ს, რას უდრის დანარჩენი ჯოხები?

 

პრობლემა 5. თუ შავი უდრის 56-ს, რას უდრის დანარჩენი ჯოხები?

 

პრობლემა 6. თუ სტაფილოსფერს+ყვითელი უდრის 60-ს, რას უდრის დანარჩენი ჯოხები?

 

თუ დაგჭირდება მეტი პრობლემა, მოაფიქრებინე მოსწავლეებს.

სააზროვნო კითხვები

  • რა იქნებოდა თუ თეთრი იქნებოდა 6? ზედმეტად ბევრია, თუ ზედმეტად ცოტა?
  • საიდან იცი, რომ ყავისფერი ჯოხი ამას უდრის?

შეჯამება

გაჩერდი ბოლო პრობლემაზე და რამდენიმე წუთის განმავლობაში მოსწავლეებთან ერთად განიხილე პასუხები და ტაქტიკები. გააზიარებინე მათ საკუთარი მეთოდები მეწყვილესთან. ასევე შეგიძლია ხელის აწევით მოხალისეებს აახსნევინო მეთოდი სხვებისთვისაც.

რჩევები

  • დარწმუნდი, რომ მოსწავლეები ამოხსნისას იყენებენ ერთეულების ჯოხებს. აჩვენე მათ როგორ შეუძლიათ ამით საქმე გაიმარტივონ.
  • შეგიძლია პრობლემების სირთულე არეგულირო კლასში სიტუაციის მიხედვით.
  • მოსწავლეებს ყოველთვის აქვთ გარტყმის და შემდეგ გადამოწმების უფლება. წაახალისე ეს სტრატეგია, ვინაიდან ეს ხდის გაყოფასა და გამრავლებას შორის კავშირს უფრო ნათელს.
Twitter
Email
Facebook
Reddit
LinkedIn
Scroll to Top