რიცხვების ძებნა

საკითხები: წილადები; ტოლი წილადები

მასალები: კალამი; სამუშაო ფურცლები

 

რა რიცხვები შეგიძლია იპოვო?

რატომ არის კარგი აქტივობა

რიცხვების ძებნა გვთავაზობს ბუნებრივ და ინტუიტიურ გზებს იმისთვის, რომ გამოვიყენოთ ფართობი წილადების აღსაქმელად. 

შენ იცი რას უდრის ერთი ნაწილი, შეგიძლია გაარკვიო დანარჩენებიც?

დაწყება

აჩვენე პირველი რიცხვის ძებნის სურათი დაფაზე და ჰკითხე მოსწავლეებს რა რიცხვების პოვნა შეუძლიათ. (გაფერადებული ნაწილი უდრის ერთს).

რიცხვების ძებნა

Შენ: გაფერადებული ნაწილი უდრის 1-ს. სხვა რა ნაწილ(ებ)ს ხედავ?

მოსწავლე 1: მე კარგად ვერ გავიგე.

შენ: რას შეიძლება ვგულისხმობდე? შეგიძლიათ ერთმანეთში განიხილოთ და დაფიქრდეთ, სხვა რა რიცხვები შეიძლება იყოს ამ სურათზე. (მოსწავლეები განიხილავენ 1 წუთის განმავლობაში). აზრები?

მოსწავლე 2: ჰმმ, თუ ეს ოთხკუთხედი 1-ია, გვერდითა ოთხკუთხედიც იგივე ზომისაა, ანუ ეგეც 1-ია ხო?

მოსწავლე 3: მეორე მხარეს რომ ოთხკუთხედია, ეგ ამის ნახევარია, ანუ ნახევარს უდრის? 

მოსწავლე 4: თითოეული პატარა უჯრა არის მეექვსედი, ანუ ზედა ნაწილი 10 მეექვსედია.

შენ: (წერ მოსწავლეების ნათქვამ იდეებს რეგიონებზე) . გამოდის, რომ ყველას გაქვთ რაღაც იდეები, თუ რას უდრის თითოეული რეგიონი. შესაბამისად თავდაპირველი კითხვაც უფრო გასაგები უნდა იყოს. მე ვაპირებ, რომ თქვენ და თქვენს მეწყვილეს გთხოვოთ,  ამ ნახატზე ყველა რეგიონი დაასახელოთ . თუ რამე კითხვა გაქვთ ამ ფორმატთან დაკავშირებით, აიწიეთ ხელი და განვიხილოთ.

შენ: თითოეულ რეგიონს მიაწერეთ შესაბამისი რიცხვი. თუ დრო დაგრჩებათ, ეცადეთ სხვა ტოლფასი სახელიც მოუფიქროთ რეგიონს. მაგალითად, 1-ის ნაცვლად შეგიძლია 6 მეექვსედიც დაწერო, ვინაიდან აქ არის 6 პატარა მეექვსედი უჯრა. 

რიცხვების ძებნის აქტივობა

დაეხმარე იმ მოსწავლეებს, ვისაც სჭირდება, სანამ დანარჩენები წყვილებში იმუშავებენ. დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ, განიხილეთ ამოხსნები და სტრატეგიები.

სამუშაო

ახლა, როდესაც მოსწავლეებმა ნახეს რიცხვების პოვნის მაგალითი, ისინი მზად არიან გამოწვევისთვისაც. დაარიგებინე სამუშაო ფურცლები და ამუშავე წყვილებში ან სამეულებში. როდესაც მოსწავლეები მორჩებიან, შეუძლიათ საკუთარი რიცხვების ძებნის გამოწვევები შექმნან და გამოსცადონ!

სააზროვნო კითხვები

  • საიდან შეგიძლია დაიწყო?
  • საიდან იცი? რა რიცხვებია აქ?
  • მოდი ვცადოთ პატარა უჯრის ამოხსნა. რამდენი პატარა უჯრა გვჭირდება 1-ის მისაღებად?
  • დაასრულე? სანამ შენი გამოწვევის შედგენას დაიწყებ, შეგიძლია მითხრა რას უდრის ეს რეგიონები ჯამში?

შეჯამება

გაუზიარე კლასს შექმნილი რიცხვის ძებნის გამოწვევები. 

დასვი კითხვა – შეხედეთ რიცხვის ძებნის სამუშაო ფურცელს, რეგიონების ჯამური რაოდენობა 5-ზე მეტია, 5-ზე ნაკლებია თუ 5-ის ტოლია? სთხოვე მოსწავლეებს ერთმანეთში განიხილონ, ხოლო შემდეგ მთელ კლასს გაუზიარონ.

 

შენ: მეტია, ნაკლებია, თუ ტოლია 5-ის? რას ფიქრობ?

მოსწავლე 1: მგონი მეტია. როცა ვუყურებ, ბევრად დიდია, ვიდრე 1. 

შენ: კარგი ინტუიციაა. სხვა აზრი?

მოსწავლე 2: ჩვენ შეგვიძლია შევკრიბოთ ყველა მეთორმეტედი, სულ 56 ცალი მეთორმეტედია. 5 მთელი იგივეა რაც 60 მეთორმეტედი, ანუ 5-ზე ნაკლებია.

მოსწავლე 3: ვეთანხმები მოსწავლე 2-ს. ყველა რეგიონი მივუმატოთ ერთმანეთს, შეგვიძლია მთელებად დავაჯგუფოთ. 4 მთელი და 8 მეთორმეტედი მივიღეთ.

რიცხვების მოძებნა

მოსწავლე 4: ჩვენც ასე გავაკეთეთ. ჩვენ მუქ ხაზებს არ მივაქციეთ ყურადღება და უბრალოდ დავითვალეთ მთელები, რის შემდეგაც 8 ცალი უჯრა დაგვრჩა, რაც იგივეა რაც 2 მესამედი. ამიტომ 4 მთელი და 2 მესამედი მივიღეთ.

რიცხვების პოვნა

მოსწავლე 1: ახლა მივხვდი. მე მეგონა მთლიანი ფიგურა 5-ზე მეტი იქნებოდა. უცნაურია რომ სინამდვილეში ნაკლებია!

Შენ: ცოტა დრო დაგვრჩა, შენთან ყველაზე ახლოს მჯდომთან მიტრიალდი და განიხილეთ, რა სტრატეგია გამოიყენეთ იმის დასადგენად, მეტია, თუ ნაკლებია ეს სურათი 5-ზე.

რჩევები

  • მიეხმარე მოსწავლეებს ფერადი მარკერებით, ან ერთეულების ჯოხებით რომ შეიგრძნონ, როგორ შეეფარდება ერთი რეგიონი მეორეს.
  • იმ მოსწავლეებს ვინც ადრე დაასრულა,  ჰკითხეთ რას უდრის რომელიმე ორი რეგიონის ჯამი.
  • საკუთარი სამუშაო ფურცლის შექმნა მათ დაეხმარებათ ამ ყველაფრის გააზრებაში, ამიტომ ეცადე მოასწრო, ან შემდეგ შეხვედრაზე გააკეთებინე.

სამუშაო ფურცლების სანახავად გადმოწერე აქტივობა

Twitter
Email
Facebook
Reddit
LinkedIn
Scroll to Top