დიდი ბლოქაუთი

საკითხები: გამრავლება; ასოციაცია; ფართობი

მასალები: სამი კამათელი თითო თამაშზე; სამუშაო ფურცელი; ფერადი ფანქრები

 

გააგორე სამი კამათელი; ორი კამათლის რიცხვები მიუმატე ერთმანეთს და გაამრავლე მესამეზე. როგორ მიიღებ უფრო მაღალ ქულას?

რატომ არის კარგი თამაში

დიდი ბლოქაუთი არის სწრაფი და სახალისო თამაში გამრავლების პრაქტიკისთვის და საინტერესო კითხვებზე სამსჯელოდ. ეს აქტივობა აკავშირებს თამაშს ფართობის მეთოდით გამრავლებასთან.

დაწყება

თამაში შეუძლია ითამაშოს 2-დან 4-მდე ადამიანს, თუმცა რაც ნაკლები თამაშობს, უკეთესია. მოთამაშეები რიგრიგობით აგორებენ სამ კამათელს თითო სვლაზე. დაუმატე ორ ნებისმიერ კამათელზე ამოსული რიცხვები ერთმანეთს და გაამრავლე მესამეზე.

მაგალითი

შენ გააგორე 3, 5, 6 შენ სვლაზე. შენ შეგიძლია 6 + 3 რომ მიიღო 9 და გაამრავლო 5-ზე, ანუ აიღო ჯამში 45 ქულა. თუმცა მოიცა! თუ 5 + 3-ით მიიღებ 8-ს, შემდეგ 6-ზე გამრავლებით მიიღებ 48 ქულას! 48 ქულა უკეთესია ვიდრე 45. ეს ნიშნავს, რომ დაფაზე უნდა გააფერადო შენ ფრად 8 x 6-ზე მართკუთხედი (თუ არის ამის ადგილი დაფაზე). შენ ასევე შეგეძლო აგეღო 33 ქულა (ჩატევის მიზნით, ხომ ხვდები როგორც?).

სააზროვნო კითხვები

  • რა არის საუკეთესო გზა, რომ თითო გაგორებაზე მაქსიმალური ქულა მიიღო? არსებობს რამე წესი, რა პრინციპითაც უნდა მიუმატო და გაამრავლო?
  • ზოგი ქულა უფრო ხშირად ხომ არ ამოდის, ვიდრე სხვა?

შეჯამება

ფუნდამენტური არჩევანი ამ თამაშში ისაა, თუ რომელი ორი რიცხვი უნდა მიუმატო და რომელზე უნდა გაამრავლო. ვცადოთ რამდენიმე მაგალითი – ვნახოთ, თუ შეგვიძლია საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება. 

 

შენ გააგორე 1, 4, 5. რა არის საუკეთესო სვლა? სულ 3 გზა გვაქვს:

(1 + 4) × 5 = 25 (1 + 5) × 4 = 24 (4 + 5) × 1 = 9

25 საუკეთესო სვლაა.

 

შეგიძლია დასვა იმდენი შემაჯამებელი შეკითხვა, რამდენი დროც გექნება. თითოეულის შემდეგ, მიეცი მოსწავლეებს ერთი წუთი, რომ ამოხსნან ერთი ან რამდენიმე ქვემოთ მოცემული პრობლემა განსახილველად.

 

შენ გააგორე 2, 4, 5. რა არის საუკეთესო სვლა?

შენ გააგორე 3, 4, 5. რა არის საუკეთესო სვლა?

შენ გააგორე 4, 4, 5. რა არის საუკეთესო სვლა?

შენ გააგორე 5, 4, 5. რა არის საუკეთესო სვლა?

შენ გააგორე 6, 4, 5. რა არის საუკეთესო სვლა?

ვარიაციები

თანრიგის ვარიაცია: იმის ნაცვლად რომ ორი კამათლის რიცხვი მიუმატო, შეადგინე ორნიშნა რიცხვი მათგან. მაგალითად თუ გააგორე 3, 4, 2, შეგიძლია გააკეთო 34 × 2 = 68 ქულა. ან უკეთესი, შეგიძლია ქნა 32 × 4 = 128 ქულა. (ითამაშე დაფის გარეშე, უბრალოდ ჩაიწერეთ ყველა სვლის ქულები).

 

პრო ვარიაცია: გააგორე 4 კამათელი 3-ის ნაცვლად. სამი კამათელი მიუმატე ერთმანეთს და გაამრავლე მეოთხეზე.

რჩევები

  • როდესაც მოსწავლეები დაამუღამებენ თამაშს, შეგიძლია გაართულო იმით, რომ დაამატო 8, 10 და 12 წახნაგიანი კამათლები.
  • იმ მოსწავლეებისთვის, ვინც ნაკლებად დაწმუნებულია საკუთარ თავში, შეგიძლია გააკეთო გამრავლების ცხრილი, რომელიც დაეხმარებათ.
  • შეგიძლია შენც ითამაშო ეს თამაში დაფის გარეშე, მხოლოდ დაიმახსოვრე ქულები, მაგალითად 200-მდე.

სამუშაო ფურცლის სანახავად გადმოწერე აქტივობა

Twitter
Email
Facebook
Reddit
LinkedIn
Scroll to Top